ЭКОНОМИКА

სოხუმისა და თბილისის წარმომადგენლები ენგურჰესზე შეხვდნენ

20.11.15 20:57




აფხაზური და ქართული მხარეები, კონკრეტულად კი, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს ენგურჰესზე შეხვდნენ და ჰესის მუშაობის ტექნიკური საკითხები განიხილეს. ინფორმაციას აპსნიპრესი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ძლიერი გვალვების შედეგად ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე წყლის დონემ 17 მეტრით დაიწია. მსგავსი ფაქტი, გამოცემის ინფორმაციითვე, რამდენიმე ათეული წლის წინ დაფიქსირდა.

"ამასთან, ელექტროქსელებზე საზღვრის ორივე მხარეს დატვირთვა გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით მხარეებმა შემოდგომა-ზამთრის პერიოდზე გადასვლის საკითხები განიხილეს", - წერს გამოცემა.

აპსნიპრესის ინფორმაციით, აფხაზურ მხარეს პარლამენტის დეპუტატი ასლან ბჟანია და "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორი, ხოლო ქართულ მხარეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი და ირაკლი ხმალაძე წარმოადგენდნენ.

"წლებია, ენგურჰესი იყო, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ფაქიზი კომუნიკაცია- რაღაც ადამიანური, სოციალური, საქმიანი ურთიერთობების ხელჩასაჭიდი კავშირი", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრმა

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента