ЭКОНОМИКА

სომხეთის აზერბაიჯანზე აგრესია

21.11.15 16:21




ქრონიკა

1978 წელს სომხებმა ყარაბაღში დასახლების 150 წლის იუბილე აღნიშნეს , 10 წლის შემდეგ კი სააშკაროზე გამოიტანეს თავიაანთი ბნელი ზრახვები , შეეცადნენ მთელი მსოფლიოსათვის დაემტკიცებინათ,რომ ვითომდაც ისინი, ამ მიწების უძველესი მკვიდრნი იყვნენ.



1987 წლის ოქტომბერში , ვითომდაც ქალაქ ირავანის ეკოლოგიურად დაბინძურების წინააღმდეგ ორგანიზებულ მიტინგზე მთიანი ყარაბაღის ავტონომიის სომხეთთან მიერთებისაკენ მოუხმეს ხალხს და მასობრივი ხელმოწერების შეაგროვება წამოიწყეს.

1988 წლის დასაწყისამდე „ყარაბაღის„კომიტეტმა, რომელიც ირავანში არალეგალურად მოღვაწეობდა და ხანქანდში კი „გრუნკის„ კომიტეტი მის განყოფილებად ითვლებოდა , ღიად დაიწყო მოღღვაწეობა.

1988 წლის 20 თებერვალს , სახალხო დეპუტატთა საბჭოს რიგგარეშე სესიამ ,მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გამოსვლის და სომხეთის ტერიტორიულ–ადმინისტრაციულ ნაწილთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

1988 წლის 24 თებერვალს ,მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქში , ასგერენის რაიონში ორი აზერბაიჯანელი ახალგაზრდის ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლამ მოვლენები დააჩქარა.

1988 წლის 15 ივნისს სომხეთის სსკ–ს უმაღლესმა საბჭომ , სახალხო დეპუტატთა საბჭოს თხოვნით მყაო–ის სომხეთის შემადგენლობაში შესვლის თანხმობა მისცა და 1990 წლის 1 დეკემბერს სომხეთის უმაღლესი საბჭოს მყაო–ის სომხეთთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ , აზერბაიჯანელების ავტონომიური ოლქიდან ნებისმიერი საშუალებით განდევნის პროცესი გააძლიერეს.

1990 წლის 20 იანვარს აგრესიულად განწყობილ სომხეთზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიებს აყენებდა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაზე , რომელიც მხარს უჭერდა სომეხთა სეპარატისტულ მოქმედებებს, გულმოსული ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ხალხის წინააღმდეგ შეტევაზე გადასულმა საბჭოთა არმიის საბრძოლო ნაწილებმა აზერბაიჯანში განუმეორებელი ტრაგედია განახორციელეს.

1990 წლის 21 იანვარს აზერბაიჯანის მოსკოში მდებარე საწარმომადგენლოს ბინაში ჰეიდარ ალიევის განრისხებულ და მკაცრ განცხადებას და მის ეხოს მთელმა მსოფლიომ მიაპყრო ყური . ჯალათები, რომელთაც აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ტრაგედია განახორციელეს, ჰეიდარ ალიევმა, როგორც ამ ხალხის ღვიძლმა შვილმა მთელი მსოფლიოს წინაშე დამნაშავედ გამოაცხადა.

1991 წლის ბოლოდან მოყოლებული სომხების ღიად წარმოებული დამპყრობლური პოლიტიკის შედეგად ავტონომიურ ოლქში აზერბაიჯანელებით დასახლებული პუნქტები– ქარქაჯარი, ყარადაღლი, მალიბეკლი, მეშალი და გუშჩულარი ოკუპირებულ იქნა.

1992 წლიდან მოყოლებული სომეხი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიებზე ჩატარებული სამხედრო ოპერაციების გეოგრაფია კიდევ უფრო გაფართოვდა და რესპუბლიკის რაიონები ერთი–მეორის მიყოლებით მოიცვა.

1992 წლის 26 თებერვალს ქალაქ ხოჯალოზე შეტევის დროს 600 –ზე მეტი კაცი მხეცურად იქნა მოკლული, 120 ადამიანი უგზო–უკვლოდ დაიკარგა,1300 კაცი კი ტყვედ იქნა აყვანილი.

1992 წლის თებერვლის თვეში ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების (ეუთო) ჩარჩოში სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ შუამდგომლობის პროცესი წამოიწყეს.

1992 წლის 24 მარტს ეუთოს და საგარეო საქმეთა სამინისტოროთა სობჭოს ჰელსინკში შემდგარ დამატებით შეკრებაზე, მიღებული.იქნა გადაწყვეტილება , მთიანი ყარაბაღის კონფერენციის მოწვევის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფდა მინსკში ეუთოს ზედამხედველობის ქვეშ შეძლებისდაგვარად მოკლე ხანში კონფლიქტის ეუთოს პრინციპების, ვალდებულებისა და პუნქტების საფუძველზე მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით მოლაპარაკებების ფორუმ.ს

1992 წლის 8 მაისს სომეხი აგრესორების მიერ დაპყრობილ იქნა ქალაქი შუშა. შუშას ოკუპაციით , ფაქტიურად მთელი ზემო მთიანი ყარაბაღი სომხების ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა.

1992 წლის 17–18 მაისს ლაჩინი, რომელიც მდებარეობს სომხებსა და აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონს შორის, მტრის ხელში გადავიდა.

1992 წლის ზაფხულში აზერბაიჯანმა ფრონტის ხაზზე , განსაკუთრებით კი გულუსტანისა და აღდარას მიმართულებით წარმატებული სამხედრო ოპერაციები განაცხორციელა,მაგრამ ეს პოცესი ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

1993 წლის 2 აპრილს ქელბეჯერი, რომელიც მთიანი ყარაბაღის გარეთ მდებარეობს, ოკუპირებული იქნა.

1993 წლის 23 ივლისს აღდამის რაიონი სომეხთა შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ დაპყრობილ იქნა.

1993 წლის 23 აგვისტოს კი სომეხთა შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ იქნა ჯაბრაილის და ფიზულის რაიონები.

1993 წლის 31 აგვისტოს გუბადლის რაიონი სომეხთა შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ დაპყრობილ იქნა.

1993 წლის 29 ოქტომბერს აზერბაიჯანის ზანგილანის რაიონი სომეხთა შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ დაპყრობილ იქნა და ეს ოპერაცია სომეხი აგრესორების მიერ საბრძოლო რეგიონში ბოლო აგრესიული ოპერაცია იყო.

1993 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციის საპასუხოდ მიღებულმა დადგენილებებმა , აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და რეგიონში მდებარე სხვა სახელმწიფოების სუვერენულობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობის პატვისცემა ერთხელ კიდევ დაადასტურეს.

1994 წლის 12 მაისს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული .

1994 წლის 5–6 დეკემბერს ეუთოს სამიტზე, რომელიც ქ. ბუდაპეშტში ეუთოს ჩარჩოში შედგა , შუამდგომლობის მცდელობების განხორციელებისათვის მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეთა ინსტიტუტის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

1996 წლის 2–3 დეკემბერს ეუთოს ლისაბონის სამიტზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეებმა და ეუთოს იმჟამინდელმა თავჯდომარემ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საფუძვლის პრინციპები შემოგვთავაზეს, მაგრამ სომხეთმა ეს პრინციპები არ მიიღო და ეუთოს 54 წევრ სახელმწიფოთა შორის ერთად–ერთი სახელმწიფო იყო, რომელმაც ამ შემოთავაზების წინააღმდეგ მისცა ხმა.ეუთოს იმჟამინდელმა თავჯდომარემ აღნიშნული პრინციპების გამომხატველი, ქვემოთ მოყვანილი შემდეგი განცხადებები გააკეთა.

– აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკების ტერიტორიული მთლიანობა;

– მთიანი ყარაბაღის თვითმმართველობის დანიშვნის პრინციპის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული იურიდიული სტატუსი, რომელიც მას აზერბაიჯანის შემადგენლობაში უმაღლესი თვითმმართველობის სტატუსს მიანიჭებს;

– მთიანი ყარაბაღის და მისი მთელი მოსახლეობის უსაფრთხოების და ამავე დროს დადგენილების ყველა პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებული ორმხირივი ვალდებულებების უზრუნველმყოფელი გარანტია.

1997 წელს საფრანგეთის,რუსეთის და ამერიკის მონაწილეობით თანათავჯდომარეთა ინსტიტუტი შეიქმნა (1992 წლიდან მინსკის კონფერენციას იტალია(1992–1993) , შვეცია (1994), რუსეთი (1995) და ფინლანდია (1995–1996) თავჯდომარეობდა ძ.

1997 წლის 1 ივნისს თანათავჯდომარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით ყოველმხრივი ხელშეკრულების პროექტი მოამზადეს და წარადგინეს. აღნიშნული პროექტის საფუძველზე შეიარაღებული კონფლიქტი უნდა შეჩერდეს და ყარაბაღის სტატუსის შესახებ შეთანხმება იქნას მიღებული.აზერბაიჯანის მხარის აღნიშნული დოკუმენტის შინაარსის შესახებ კონსტრუქტიული კონსულტაციების წარმოების დაწყებისათვის მზად ყოფნის მიუხედავად , სომხეთის მხარემ შეთავაზებული მიდგომა კატეგორიულად უარყო.

1997 წლის 19–23 სექტემბერს თანათავჯდომარეებმა რეგიონში ვიზიტის დროს კონფლიქტის " ეტაპობრივი მოგვარების„ საფუძველზე ახალი წინადადებები წამოაყენეს. ეს წინადადებები პირველ ეტაპზე 6 ოკუპირებული რაიონის დეოკუპაციას , ეუთოს სამშვიდობო ოპერაციების დაწყებას, ლტოლვილების განთავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებას და კონფლიქტის ზონაში ძირითადი საკომუნიკაციო საშუალებების აღდგენას ითვალისწინებდა.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента