ЭКОНОМИКА

გურამ მარხულია „დაშნაკცუტუნის“ სისხლიანი ნაკვალევი' VIII თავი

21.11.15 16:37


საქართველოზე სომხეთის თავდასხმა
სამხრეთ საქართველოს ისტორიული კუთხებიის მრავალსაუკუნოვან სომხურ ექსპანსიას არ შეეძლო ქართული საზღვრების წაშლა, თუმცა საქართველოს კუთხეების გასომხებით, მათ მიიჩნიეს, რომ იმყოფებიან არა საქართველოში, არამედ სომხეთში.
თავიანთი ხალხის მისწრაფებისა და საუკუნოვანი საიდუმლოების გათვისებით, ახალმა სომეხმა ლიდერებმა პოლიტიკური „კონცეფციებით" განაახლეს თავიანთი უფლებები სომეხი ხალხის მიერ დასახლებულ საქართველოს სამხრეთ ტერიტორიებზე, ამ გზით ძველ ჩანაფიქრს მიეცა ახალი ეპოქის შესაბამისი სახე.

ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები ნათლად ხედავდნენ კავშირს სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებისადმი ლტოლვის ახალ დაშნაკურ ფორმასა და ძველ სომხურ ოცნებას შორის, ამასთან ერთად უნებლიედ თვითონ გახდნენ „ეთნიკური დანაწილების " იდეის თანაავტორები, მისცეს დაშნაკებს „სამართლიანობის" განცდა ქართულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
1918 წლის დეკემბერში, საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელი და სამარცხვინო ომის დაწყებაში გამოვლინდა დაშნაკთა „მოაზროვნეების" „ხელოვნების" დამახასიათებელი უზნეო კრიტერიუმები. უძველესი ქართული ტერიტორიები გახდა მოულოდნელი შეიარაღებული ხელყოფის საგანი მათი მხრიდან, ვინც საუკუნეების მაძინლზე ცხოვრობნენ ჩვენს გვერდით და იფიცებდნენ მეგობრობას.
მაშინ, როდესაც ერევანში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სადაო საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე და მუშავდებოდა ახალი კონფერეციის საფუძვლები, მოცემული საკითხების სამხედრო გზით მოსაგვარებლად სომხეთის, შეიარაღებული ძალები საქართველოს საზღვრების გასწვრივ აწარმოებდნენ შესაბამის სამზადისებს.
ქართველების მხრიდან ომისთვის არანაირი სამზდისი არ აღინიშნებოდა. გენერალ გ. კვინიტაძე წერდა: „ სომხებმა ეს იცოდნენ, ომისთვის უკვე მზადყოფნაში იმედოვნებდნენ ტერიტორიების დაპყრობას იმის იმედით, რომ ანტანტის წარმომადგენლები შეაჩერებდნენ ომს,თუმცა შესაძლებელია, რომ ჰქონოდათ მათი თანხმობა ომზე." გ.მაზნიაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა დარწმუნებული იყო, რომ სომხეთი არ გაბედავდა საქართველოზე თავდასხმას, სახელმწიფოს დასაცავად არ დგამდა ნაბიჯებს და აგზავნიდა დიპლომატიურ ნოტას ერევანში.
პ.გელეიშვილი წერდა, რომ ყველგან სომხებს შორის დაიწყეს ფულის შეგროვება საქართველოს წინააღმდეგ ომისათვის. სომხური დასახლების სოფლებში აქტიურობდნენ სომეხი მღვდლები საქართველოს წინააღმდეგ ჯვაროსნული მსვლელობისპროპაგანდით, ჯვრის მაგივრად გლეხებს აფიცებინებდნენ ხანჯლებზე, როგორც საქართველოს წინააღმდეგ იარაღით ხელში ბრძოლის სიმბოლოდ.
გერმანიის დამარცებას არ შეიძლებოდა უკვალოდ ჩაევლო მისი მოკავშირეებისათვის, გერმანიის ხვედრი უნდა გაეზიარებინა პატარა საქართველოსაც, რომელმაც „დაღი დაასვა საკუთარ თავს" გერმანიათან მეგობრობით. საქართველოს ყველა,მათ შორის სომეხი ლიდერები, უყურებდა, როგორც განწირულ ქყვეყანას. მოვლენ ფრანგები და ინგლისელები და ამით დამთავრდება საქართველოს დამოუკიდებლობა,-ამბობდნენ ისინი. სწორედ ამის იმედით დაშნაკებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი სამომავლო პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ.
1918 წლის 4 დეკემბერს სომხებმა დაიწყეს სანგრების ამოთხრა ჯელალ-ოღლის ჩრდილოეთით, საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც დაკავებული იყო სომხური ჯარის ნაწილის მიერ ამავე წლის ოქტომბერში. სომხური რაზმის მეთაურს, გენრალ ციციანოვმა შესთავაზა: „დაუყოვნებლივგანადრურდეთ(სანგრები-გ.მ.)მოთხოვნა თუ არ იქნება შესრულებული, მე თვითონ გავანადგურებ" .
სომხებმა შეეასრულეს ქართველი მეთაურების მოთხოვნები, თუმცა შეიცვალა საომარი მოქმედებების დაწყების ტაქტიკა.4 დეკემბრის ღამეს სომხეთის მეთაურებმა შეუშვეს საქართველოს საზღვრებში აგიტატორები, რომელთა მიზანი იყო სომხური დასახლების ამბოხება საქართველოს წინააღმდეგ, რაც მათ მისცემდათ საქართველოში შეიარაღებული შეჭრის მიზეზს.
5 დეკემბერს საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ სომხეთის რეგულარული ჯარები, რომელიც გაერთიანდა ადგილობრივ შეიარაღებულ სომხურ მოსახლეობასთან. გაერთიანებულ ძალებს, გეგმის მიხედვით უნდა დაეკავებინათ ვორონცოვსკის დასახლებული პუნქტი, ალექსანდროვკა, აიდელბერი, მგარტი, კობერი, უზუნლარი, კორინჯი, ცატერი, ბორჭალო , ეკატერინფელდი , ბაშკიჩეთი , დაგეთხაჩინი, შულავერი, ბოლნისხაჩენი და სხვა, რის შემდეგაც თბილისისკენ გზა გახსნილი იყო. დრო-ს აზრით სომეხთა ელვისებური სიჩქარით შეტევა დაამარცხებდა ქართულ ჯარს და აიღებდნენ თბილისს.
სომხეთის სამხედრო მეთაურობის გეგმის მიხედვით, სომეხური დაჯგუფებები რეგულარულ ჯართან ერთად შეუდგნენ საქართველოს სამხრეთით განლაგებული კორდონებისა და რაზმების დარბევას. მომხდართან დაკავშირებით გ.წულუკიძე მოახსენებდა სამხედრო მინისტრს გ.გიორგაძეს: „უზუნლარის დასახლების მაცხოვრებელთა სითავხედემ ზღვარს გადააჭარბა. ამ დასახლებაში მოქმედებენ ძალიან ძლიერი დაჯგუფებები, ე.წ. დაჯგუფებაში შედიან სომხეთის მეოთხე პოლკის წევრები, რომლებსაც ევალებათ ყველა სომხურ დასახლებაში ამბოხების წამოწყება. უზუნლარის მოსახლეობა დათანხმდება დაჯგუფების გაყვანაზე თუ პოლკოვნიკ ტერ-ნიკოგოსოვიუბრძანებს. მათმა უწესობამ შედეგს მიაღწია: განიარაღეს ოფიცერი და ტყვედ აიყვანეს 45 მხედარი. დააპირეს მათი დახვრეტა, თუმცა ოფიცერმა და მხედრებმა მოტყუების გზით მოახერხეს გაქცევა. 6 დეკემბერს იგივე მაცხოვრებლები თავს დაესხნენ სასაზღვრო დაცვის საგუშაგოს, წაართვეს იარაღი, ხელყუმბარები და ყველა ნივთი, ხოლო 2 ოფიცერი ტყვედ აიყვანეს. ატეხილი სროლის შედეგად დაიჭრა სასაზღვრო დაცვის ჯარისკაცი და რომელიც იმავე ღამეს გარდაიცვალა... ერთი ოფიცერი და 10 ჯარისკაცი დაბრუნდნენ ტყვეობიდან გუშინ საღამოს, ხოლო მეორე ოფიცრის ხვედრი უცნობია.უზუნლარის მოსახლეობის მიერ შეფარებული დაჯგუფებების ასეთი ქმედებების გამო, ჩემს ხელთმყოფი რაზმი გაგზავნილია უზუნლარის მიმართულებით სოფლის დაკავებისა და დაჯგუფების გადმოცემის მიზნით. შეტევა ორი მხრიდან განვახორციელეთ. სანაინის სადგური ცეცხლის ქვეშაა. აუცილებელია რაზმი არანაკლებ ორისა და ნაღმმტყორცნები."
სამხრეთ სახართველოს სომხური დასახლება არ მალავდა, რომ მათი ქმედებები იმართებოდა სომეხი პოლკოვნიკი ტერ-ნიკოგოსოვის მიერ, რასაც ზემოდ ხსენებული დოკუმენტი მოწმობს.
დაჯგუფებებისა და სომხეთის რეგულარუჯი ჯარის კავშირის შესახებ მიმოთქმები დადასტურდა, რამაც არაშფოთა ქართვული სამხედრო ნაწილები. სემხური შემოტევის მიდამოებში არსებული ქართული ძალა არასაკმარისი აღმოჩნდა, ამიტომ გენერალი გ.წულუკიძე ითხოვდა ქვეყნის სამხედრო მმართველობისაგან პოზიციების გასამყარებლად დამატებით ძალებს. საქართველოს მთავრობამ ყურადღება არ გაამახვილა გ.წულუკიძის მოთხოვნა, რადგან რეგიონში მომხდარ მოვლენებს არ აქცევნდენ ყურადღებას.
1918 წლის 7 დეკემბერს, ომის გამოცხადების გარეშე სომხეთი მოულოდნელად თავს დაესხა საქართველოს. ამ ქმედებით სომხეთის დაშნაკურმა მმართველებმა ჩაწერეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობების ისტორიაში შავი ფურცლები.
კობერის რაიონში სომხურმა ჯარმაგაარღვიეს ქართველი მესაზღვრეების პიკეტებიდა სასტიკად გაუსწორდნენ მძინარე ქართველჯარისკაცებს. უზუნლარიდან სომხურმა ჯარმა ცეცხლი გაუხსნაქართულპოზიციებს. ქართველები ადეკვატურ ზომებს არ ღებულობდნენ, რადგან ეგონათ, რომ ცეცხლი გახსნეს ადგილობრივმა დაჯგუფებებმა და არა არარატის რესპუბლიკის ჯარმა.გაუგებარი სიტუაციიდან გამომდინარე გენერალი წულუკიძე თბილისსატყობინებდა, რომ ,,უზუნლარის მოსახლეობის დასახმარებლად მოსული შეიარაღებული რაზმი რიცხობრივად მეტნი არიან და იძულებული ვარ გადავდო დაგეგმილი ოპერაცია. წულუკიძე თავის მეორე მოხსენებაში აღნიშნავდა: „ ეხლა მამცნობეს სოფელ ცატერიდან, რომ მესაზღვრეების საგუშაგოს ალყა შემოარტყა სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა. დაწყებულია სომხების მტრული შემოტევა ჩვენს საგუშაგოების წინააღმდეგ. არ მაქვს ცნობები სოფელ კორინჯიდან. ვალდებული ვარ მოგახსენოთ, რომ შეიარაღებული სომხების ამგვარი შემოტევაარა დაჯგუფებების, არამედ რეგულარული ნაწილების მიერაა განხორციელებული."
გ.წულუკიძის მოხსენებისმიუხედავად ქვეყნის მთავრობა ვერ იჯერებდა, რომ სამხრეთით, სომხების გამოსვლებში მონაწილეობას იღებდა სომხეთის რეგულარული ჯარი და სწორედ ამიტომ არ იღებდა ზომებს ქვეყნის სამხრეთ საზღვრების დასაცავად. ქვეყნის მმართველებმა, რომლებმაც უბრძოლველად დაკარგეს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი 1918 წლის ოქტომბერში, არამარტო არ ცდილობდა სამხედრო გზით მათდაბრუნებას (რადგან მშვიდობიანი გზები ამოწურული იყო) არამედ ისტორიული ტერიტორიებისადმი თავიანთი უმეცარი პოლიტიკით საშუალებას აძლევდა სქართველოს სამხრეთისაკენ ორიენტირებულ დაშნაკებს, სომხეთის შემდგომწინწაწევასა და სხვა ისტორიული კუთხეების დაბყრობის საშუალებას, იმ ტერიტორიებისა, რომელთა დასაცავად ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე ებრძოდა ძლიერ იმპერიებს. ეხლა კი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია თავს არ იტვირთავდა ქართველი ხალხის სისხლით გაჯერებული მიწებისადმი ყურადღების მიქცევით,რაც სომხეთს ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა.
ზემოდ ავღნიშნეთ, რომ ქართული სამხედრო ძალები არ მიმართავდნენ საომარ ზომებს უზუმლარში, თუმცა 8 დეკემბერს უზუმლარის მოსახლეობამ გააგზავნა ერევანში სასწრაფო შეტყობინება:„ ერევანი, სომხეთის სამხედრო მინისტრს. გაცნობებთ, რომ 8 დეკემბერს ქართულ ჯარს სურდა უზუნლარის დასახლების დაკავება. 2 დღეა უზუნლარი იმყოფება არტილერიული ცეცხლის ქვეშ. ქართველები იმუქრებიან 1000 უზუნლრის ოჯახის ამოხოცვით. გთხოვთ სასწრაფოდ გასცეთ განკარგულება და დაეხმაროთ დაღუპვის პირას მყოფ მოსახლეობას."
შეტყობინების მიღების შემდეგ სომხეთის მთავრობამ იმავე დღეს თბილისში გააგზავნა ნოტა: „ კარაკლი-ლორის სამხედრო განაყოფის მეთაური გატყობინებთ, რომ უზუნლარევი უკვე ორი დღეა იმყოფება ქართული ჯარის არტილერიისა და ტყვიამფრქვევების ცეცხლის ქვეშ, ლორის მოსახლეობა განიცდის ძალადობასა და ყაჩაღობასქართული ჯარის მხრიდან. სომხეთის მთავრობა აპროტესტებს ქართული ჯარის უზნეო და ძალადობრივ ქმედებებს და დაჟინებით მოითხოვს გატარდეს ზომები მათ შესაჩერებლად. თუ არ მიიღებთ ზომებს, მაშინ მთავრობა (სომხეთის გ. მ.)იხნის პასუხისმგებლობას."
ე.გ.გეგეჭკორმა ს.ფ.ტიგრანიანის ტელეგრამას უპასუხა : „ ქართული მხარე აცხადებს, რომ სომხურ დასახლებაში, არც ცეცხლის გახსნა და არც სხვა მსგავსი ქმედება არ განხორციელებულა ჩვენი მხრიდან"
სომხეთის მთავრობის დიპლომატიურ და სამხედრო ინსინუაციასამ სამხედრო-დიპლომატიურ ბრძოლაში დაშნაკებისთვის უნდამიენიჭებინა უპირატესობა. მალევე სომხეთის სახელმწიფომ გააკეთა განცხადება ომის მიზეზების შესახებ. ადგილობრივი სომხური მოსახლეობის ამბოხება, გამოწყვეული იყო ქართველი მესაზღვრე ჯარისკაცების განუკითხაობით, რაც გადაიზარდა ომში. სინამდვილეში ომის დაწყება უკავშირდებოდა არა მოსახლეობის უკმაყოფილებას, არამედ ადგილობრივ მოსახლეობაში აგიტატორებისა და სომხეთის პარტიზანული შეიარაღებული რაზმების გამოჩენას, რომელსაც ხელმძღვანელობდნენოფიცრები და უნტერ-ოფიცერები, რომლებიც ადგილობრივ გლეხობას განაწყობდნენ ქართული ჯარისა და ხელისუფლების წინააღმდეგ. გენერალი წულუკიძემდააფიქსირა რამოდენიმე ფაქტი მომხდართან დაკავშირებით.
წულუკიძე 9 დეკემბრის მოვლენების შესახებ სამხედრო მინისტრს ატყობინებდა: „რაზმები, რომელნიც მოქმედებდნენ უზუნლარის მოსახლეობის წინააღმდეგ გაყვანილ იქნა სანაინის სადგურიდან. ორივე რაზმის მეთაურთა მოხსენების მიხედვით, ჩხეიძის რაზმის წინააღმდეგ იბრძოდა არანაკლებ 250 მეომარი,რომლებიც მიუდგომელ კლდეებს შეფარებულნიიარაღიდან სროლის გარდა უზარმაზარ ქვებს უშენდნენ, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაშავდა რამოდენიმე ოფიცერი და მხედარი. სომხები კარგად ჩაცმულნი და შეიარაღებულნი არიან და ბრძანებებს იძლეოდნენ წმინდა რუსულ ენაზე. პოლკონკიკ რამაზოვის...რაზმის წინააღმდეგ გამოვიდა არანაკლებ 100 შეიარაღებული სომეხი ჯარისკაცისა... 15 საათზე რკინიგზის სამხრეთიდან გაიხსნეს ცეცხლი სადგურისა და კრინიგზის დასავლეთით კლდეზე განლაგებული პუნქტების მიმართულებით. გარდაიცვალა რამოდენიმე ადამიანი. სანაინში იმყოფება 60 მებრძოლი მესაზღვრეების ჩათვლით, უკიდურესად აუცილებელია კიდევ ერთი რაზმის გამოგზავნა..."
იმავე დღეს, 9 დკემბერს კავშირგაბმულობის სამინისტრომ გამოაქვეყნა ფრონტიდან მიღებული შეტყობინება, რომლის მიხედვითაც სანაინთან ბრძოლაში 9 დეკემბერს ქართველების მხრიდან დაიღუპა 3 ჯარისკაცი, დაიჭრა 1, მსუბუქად დაჭრილია 3, უგზო-უკვლოდ დაკარგული 2 ადამიანი, გასროლილია 3600 ტყვია.
უზუნლარში სომხური ძალის დაჯგუფება იმით აიხსნება, რომ დრო ცდილობდა მიექცია ქართველ მეთაურთა ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით, იმის იმდით, რომ ქართველთა ჯარის დიდი ნაწილი გაემართებოდა ამ მიმართულებით, რითიც გაუადვილდებოდა ქართული არმიის მთავარი ძალის ალყაში მოქცევა, ალავერდის გზის ჩაკეტვა და მათი განადგურება. თუმცა საქართველოს მთავრობა დაჟინებით არ აგზავნიდა სომხური „ამბოხების" რაიონში მთავარ ძალას, ხოლო დამხმარე ძალა იმდენად მიზერული იყო, რომ სანაინსისა და ალავერდის მაღლობებზე ჩასაფრებული სომხური ჯარის ნაწილები და ადგილობრივი შეიარაღებული ძალები აძლვდნენ თავისუფლად გავლის საშუალებას, მთავარი ძალის მოლოდინში. ამ მოლოდინში ჩაიშალა თბილისის ელვისებური სისწრაფით დაკავების გეგმა.
სანაინში ქართული ძალის შეზღუდულობის გამო გენერალ წულუკიძეს არ შეეძლო ემოქმედა სომხური ნაწილების წინაღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ ქართული ჯარის უზუნლარიდან გაძევევბას. სომხური შეიარაღებული ძალა გამოჩნდა სანაინის ჩრდილოეთით და ალავერდთან. ალავერდის დასაცავად მზადიყო რაზმი მხოლოდ 14 ჯარისკაცის შემადგენლობით. უზუნლარსა და სანაინისმიდამოებში შეტაკების შედეგად ქართულმა ნაწილებმა დაკარგა 15 ადმიანი, ამდენივე დაიჭრა. სწორედ ამიტომ წულუკიძე აღშფოთებული წერდა სამხედრო მინისტრს: „თუ ხელისუფლებას სურს დაამარცხოს დაწყებული ანარქია, მაშინ საჭიროა ძალით მომარაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში სანაინის რაზმის დანაკარგი უშედეგო იქნებოდა...უზუნლარში მყოფმა ოფიცერმა შესძლო დაეკითხა ტყვე სომეხი, რომელმაც განაცხადა, რომ არ დატოვებენ უზუნლარს სანამ არ უბრძანებს პოლკოვნკი ტერ-ნიკოგოსოვი. (საქართველოს ტერიტორიაზე .გ.მ.) ტერ-ნიკოგოსოვის არსებობის შესახებ არ ვიცოდით არც მე და არც ოფიცრებმა. ჯერ ჯერობით სასაზღვრო დაცვის საგუშაგოები ადგილზეა. შეიარაღებულ რაზმებს არ აწყობთსაგუშაგოების განადგურება, წინაარმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა ომის გამოცხადება. მათი გათვლაა საქართველოს ტერიტორიაზე სრული ანარქიის მოწყობა, თუ რატომ თვითონ უნდა იცოდნენ".
გარდა ამისა 9 დეკემბერს სომხეთის შეიარაღებულმა ჯარებმა ახალქალაქის მაზრაში დაიკავეს რიგი დასახლებები და შეუდგნენ ძალების მობილიზაციას შემდგომი შეტევებისთვის. წულუკიძის შეტყობინებამ და ახალქალაქიდან მიღებულმა ცნობებმა ააფორიაქა საქართველოს მთავრობა. ამასთან დაკავშირებით ე.პ.გეგეჭკორი ატყობინებს ერევანში დიპლომატიურ წარმომადგენელს ს.გ.მდივანს: „ ეხლა მივიღეთ ანგარიში სამხედრო სამინისტროდან, რომ სანაინთან გამოჩნდა მეოთხე მსროლელთა სომხური პოლკის ნაწილები, პოლკოვნიკ ტერ-ნიკოგოსოვის მეთაურობით, რომელიც აფორიაქებს ადგილობრივ მოსახლეობას, ქმნის გაუგბრობას, რაც გადაიზარდა სანაინის სადგურთან საომარ მოქმედებაში. ახალქალაქიდან მიღებულია სამხედრო მინისტრის შეტყობინება, რომ ბოგდანოვკის დასახლებაში აღმოჩენილია სომხური ესკადრონი. გთხოვთ გადადგათ ნაბიჯები, რომელიცდაგვიცავს არასასურველი ინციდენტისაგან."
სასწრაფო შეტყობინება, კავშირის დაზიანების გამო არ იქნა მიღწეული ადრესატამდე, ს.მდივანმა კი 8 დეკემბერს დატოვა ერევანი. შეტყობინება გაგზავნილ იქნა ერევანში 14 დეკემბერს რადიოს საშუალებით, მაგრამ უკვე ამასაღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან დაწყებული იყო ფართომაშტაბური საომარი მოქმედებები.
10 დეკემბერს ქართველმა მეთაურებმა შესთავაზეს სომხეთის ჯარს, რომელმაცდაიკავა ახალქალაქის დასახლება, „დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ გენერალი მაყაშვილი გადავიდა შეტევაზე და სომხური ჯარის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გაანთავისუფლა საქართველოს ტერიტორია. ახალქალაქში დამარცხების შემდეგ დრო ატყობინებს ერევანს: „ 10 დეკემბერს ქართველებმა თანმიმდევრობით დაიკავეს გორელოვკა, ეფრემოვკა და ტროიცკოე." აღსანიშნავია, რომ სომეხი სამხედრომეთაურებისთვის მთავარი მიმართულება იყო ლორი, სადაც თავს იყრიდა სომხური შეიარაღების ძირითადი ძალები. ამიტომ დრო შიშობდა სხვა მეორეხარისხოვანი მიმართულებით ფრონტის გახსნას. ამით აიხსნება ის ფაქტი, თუ რატომ არ უწევდნენ სათანადო წინააღმდეგობას ქართველებს და რატომ დათმეს კარანჯირუ .
1918 წლის 11 დეკემბერს ბრონირებული მატარებლების მეთაურმა გ.გოგუაძემ სამხედრო მინისტრისაგან მიიღო შეტყობინება, რომელიც იუწყებოდა: „ დღეს დილით ადრე, ალავერდის და სანაინის სადგურებს შორის 102-ე კილომეტრზესომხებმა დაშალეს ლიანდაგიდა ცეცხლი გაუხსნეს N 3 ბრონირებულ მატარებელს
ჩემს მიერ გაცემულია გზის აღდგენის განკარგულება." თუმცა საქართველოს სამხედრო მეთაურობა არ იღებდა კონკრეტულ ზომებს სომხური ჯარის თვითნებობის წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობას ვერ გადაეწყვიტასაომარი მოქმედებების დაწყება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სომხეთის ჯარის წინააღმდეგ, რადგან ფიქრობდნენ, რომ საქმე ჰქონდათ აგილობრივ სომხურ დაჯგუფებებთან. შექმნილი არეულობისჩასახშობად გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებინათ კომისია და გაეგზავნათ მათი წევრები მიზეზების დასადგენად და საკითხის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ:შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მახარაძე, სამხედრო მინისტრის მრჩეველი გენერალ გედევანიშვილი, საქართველოს სომხური ნაციონალურისაბჭოს დელეგაცია(АНСГ) შემადგენლობით: იაგდჯანი, ერზინკიანი, დოლუხანიანი და ტუმანიანი.
გ.წულუკიძე სამხედრო მმართველობას აუწყებდა შემდეგს: 13 საათსა და 45 წუთზე შეიარაღებულმა სომხებმა ალავერდის მაღლობის აღების შემდეგ, ცეცხლი გაუხსნა ქარხნის დამცველ რაზმს. კაპიტან ამაშუკელის რაზმმა მიიღო შესაბამისი ზომები. ვთვლი საჭიროდ კიდევ ერთი ჯავშანმანქნის გამოგზავნას, რომელიც დაიცავდა სადახლო-აირუმისა და ცნიხის გზას, აირუმზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცვით. საკრინიგზო გზა ალავერდი-სანანინი ჩახელგილია ქვებით, ერთ მონაკვეთზე აყრილია ლიანდაგები. ჩვენი წარმომადგენელი სომხეთში ს.მდივანი ჯერ არ გამოსულა კობერიდან. გზა კობერსა და სანანინს შორის შეკეთების პროცესშია."
ამგვარად საქართველოს ფარგლებში მყოფისომხურიჯარი, სომხური დაჯგუფებების სახელით გადავიდა აქტიურსაომარმოქმედებებზე. მათ მიერ დაკავებულ იქნა სტატეგიულად მნიშვნელოვანი მაღლობები, საიდანაც ახორციელებდნენ ქართული საომარი პოზიციების დაცხრილვას. 11 დეკემბერს დღის 4 საათზე ალავერდში ჩამოვიდა მეხუთე პოლკის მეორე რაზმი 140 კაციანი შემადგენლობით, ორი ტყვიამფრქვევითა და მძიმე შეიარაღებებით. თუმცა ეს ჯარი არასაკმარისი იყო გადამწყვეტი შეტევისთვის. სანიანში იმყოფებოდა 60 მებრძოლი, მათ არსენალში იყო 2 ტყვიამფრქვევი, 2 მთის შეიარაღებული მოწყობილობა და ერთი ბრონირებული მატარებელი. სანაინსა და ალავერდს შორის გზა ჩახერგილი იყო მასიური ქვებით, სანაინსა და კობერს შორის გზაც დაზიანებული იყო. ფაქტიურად სანაინში ქართული ჯარი ალყაში იყო მოქცეული სომხების მიერ. ქართულ ჯარს საფრთხე ემუქრებოდა კულპ-აირუმ-შინიხის რკინიგზის მხრიდანაც. ამ სადგურების გარშემო მდებარე ყველა მაღლობი დაკავებული იყო სომხური რეგულარული ჯარის მიერ.
მიუხედავათ ფართომაშტაბიანი საომარი მოქმედებისა, საქართველოს მთავრობა გულუბყვრილოდ იმედოვნებდა საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. 8 დეკემბერს ერევნიდან გამოემგზავრა ს. მდივანი, მაგრამ საომარი მოქმედებების გამო ვერ შესძლო თბილისამდე ჩასვლა და გაჩედა ალექსანდროპოლში. დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ს.მდივანმა დაიწყო მუშაობა ომის შეჩერებისათვის. ალექსანდროპოლში ს.მდივანს, აგორონიანსა და პაპაჯანოვს ეწვია კარაკლისის დროს სამხედრო ოლქის მეთაური, რომელმაც გადასცა „საიდუმლო" ცნობები იმის შესახებ, რომ უზუნლარისა და მიმდებარე დასახლებების გლეხებში გაჩნდა ღელვარება, საინის ტერიტორიაზე მყოფი ქართველების მიერ ვითომდა ძალადობის ნიადაგზე. დროს მიხედვით ამის მიზეზი გახდა 9 დეკემბერს უზუნლარის სოფლის კომისრის თანაშემწის მკვლელობა, თავად კომისარი დაჭრილი იყო ქართველი ჯარისკაცების მიერ.
დრომ შესთავაზა ს.მდივანს დალაპარაკებოდა მომხდართან დაკავშირებით ბორჭალოს გენერალ-გუბერნატორს გ.წულუკიძეს და მიეღოზომებიარეულობისა და თვითნებობის წინააღმდეგ. ს.მდივანი დაპირდა წულუკიძესთან მოლაპარაკებას და სთხოვდა დროს უზუნლარის მოსახლეობასთან დელეგატების გაგზავას, რათა თავი შეეკავებინათ ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლებისაგან და დაერწმუნებინათ მოსახლეობა,რომ მათ ქმედებებს მხარს არ დაუჭერდა სომხეთის ხელისუფლება.
იმავე დღის(10 დეკემბერი) საღამოსს.მდივანი სომხური დელეგაციის წევრებთან ერთად ჩავიდა კარაკლისში, სადაც შეატყობინეს, რომ სადგურ სანაინთან ლიანდაგი დაშლილია და გაწყვეტილიასატელეგრაფოკავშირი. ამის გამო ს.მდივანმა ვერ მოახერხა გ.წულუკიძესთან მოლაპარაკება. 11 დეკემბერს დილით ს.მდივანი სომხურ დელეგაციის წევრებთან ერთად გაემგზავრა კარაკლისიდან სანაინში, კალაგერანთან მიღებულ იქნა ცნობა, რომ სანაინის სადგურამდე 4-5 კილომეტრში გზა ჩახერგილია უზუნლარის გლეხების მიერ მთიდან ჩამოგორებული მასიური ქვებით და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია ამავე გლეხების შეიარაღებული დაჯგუფება, რომელთა მიზანი იყო არ გაეშვათ არავინ სანაინის მიმართულებით. ასე გახდა ცნობილი ს.მდივანისთვის, რომ საქმე ჰქონდათ არა მოთარეშე ქართულ ჯართან,რომელიც შლიდა სარკინიგზო ხაზს, არამედ ადგილობრივ სომხებთან.
ს.მდივანმა გადაწყვიტა გზა გაეგრძელებინა ჩახერგილ ადგილამდე და ეწარმოებნა მოლაპარაკეა ადგილობრივ გლეხებთან, იმ იმდით, რომ დაარწმუნებდა მათ ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლების შეწყვეტაში. ს.მდივანი იმედოვნებდა, რომ მისი თანმხლები სომხური ერის წარმომადგენლები გამოავლენდნენ მომხდარის მიზეზებს და შეძლებდნენ საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ამ გადაწყეტილებით დელეგაცია გაემგზავრა კალაგერენიდან სანაინის მიმართულებით. სადგურ კობერთან დახვდათ საზარელისანახაობა- სადგური იყო გაქურდული და განადგურებული სომხური პარტიზანული დაჯგუფებების მიერ, ადგილზე არ იმყოფებოდნენ რკინიგზის მსახურნი და ქართველი ჯარისკაცები.
როდესაც ჩახერგილი გზის ნაწილსმიუახლოვდნენ, გადაწყდა დელეგციის გაგზავნა მოცმული ტერიტორიების მაკონტორებელ გლეხებთან, რათა დაეწმუნებინათ ისინი ხელი არ შეეშალათ მატარებლის წინსვლაზე და ამით აღმოეფხვათ მოცემული ინციდენტი. ამისათვის მიზანშეწონილად მიაჩნდათ სომხური წარმოშობის პირების გაგზავნა, რომლებიც მოსახლეობაში სარგებლობდნენ ავტორიტეტით. სომხური დელეგაციის შემადგენლობის უმრავლესობა პარტია „დაშნაკცუთუნის" წევრი იყო და გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობდა სომხურ მოსახლობაში. სწორედ ამიტომ ს.მდივანი იმედოვნებდა საკითხის მარტივად გადაჭრას, მაგრამ დელეგაციის ნაწილმა თავი აარიდა ამ მისიას. თანხმობა განაცხადეს მხოლოდ ეროვნული პარტიის წევრებმა მ.ი.პაპაჯანოვმა და მ.პ.ატაბეკიანმა.
ს. მდივანი მოლაპარაკებების შედეგის მოლოდინში შეეცადა დაკავშირებოდა სანაინის სადგურს. აღმოჩნდა, რომ კობერს მიღმა სატელეგრაფო კავშირი გამართული იყო.დაზიანება არა საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც ამტკიცებდნენ კარაკლისში, არამედ სომხეთის ტერიტორიაზე იყო. ს. მდივანს ჰქონდა სატელეფონო საუბარი გენერალ წულუკიძესთან. დიპლომატიური წარმომადგენელი ცდილობდა გარკვეულიყო მომხდარ მოვლენებში. გენერალმა აუწყა, რომ მისი დაქვმდებარების ქვეშ მყოფი სამხედრონაწილები სომხების მხრიდან ცეცხლის ქვეშ იმყოფებიან. თუმცა თბილისიდან მითითებების მიღებამდე თავს იკავებს საპასუხო საომარი მოქმედებების განხორციელებისგან. მ.ი.პაპაჯანოვის მისიაჩაიშალა, მან ვერ შესძლო დაერწმუნებინა შეიარაღებული სომეხი გლეხები პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა.
ამის გამო ს.მდივანმა გადაწყვიტა კარაკლისში დაბრუნება, რადგან იქედან უფრო ხელსაყრელი იყო სომხეთის მთავრობასთან და სამხედრო მეთაურებთან მოლაპარაკება. კარაკლისში ჩასვლისას ს.მდივანმა შეიტყო,რომ ადგილზე იმყოფებოდა მითითებების მისაღებად უზუნლარიდან ჩამოსული სამი გლეხი. ერთ-ერთმა დელეგატმა ვარტაპეტ სარკისმა ს. მდივანის თანდასწრებით კარაკლისის სადგურზე განუცხადა ა.ი.აგარანიანსა და მ.ი.პაპაჯანოვს, რომ უზუნლართან განლაგებული ქართული ჯარი სისტემატიურად არღვევს მოსახლეობის უფლებებს, რომლებმაც საბოლოოდ დაკარგეს მოთმინება და ხელში იარაღი აიღეს. ის ირწმუნებოდა, რომ გლეხთა ამბოხება არ იყო მიმართული საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და რომ შესაძლებელია ამბოხების ჩახშობა, თუ არ დაისჯებოდა ყველა გლეხი. ს.მდივანმა შესთავაზა ვარდაპეტს ხელი შეეწყო გლეხებთან მოლაპარაკებების დაწყებაში. ვარტაპეტი დაპირდა მას დალაპარაკებოდა ამის შესახებ, თუმცა ს.მდივანთან მოლაპარაკების გარეშე დატოვა კარაკლისი. მოგვიანებით ა.აგარანიანის თქმით ს.მდივანმა გაიგო, რომ ვარდაპეტმა თავი აარიდა, ის არ იყო დარწმუნებული მოლაპარაკებისწარმატებაში, რადგან გლეხებმა არ ისურვეს მოლაპარაკება და თითქმის გააგდეს სოფლიდან, როდესაც ცდილობდა დაერწმუნებისა გლეხები უარი ეთქვათ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივ გამოსვლაზე.
ამბოხებულ სომხებთან (სომხეთის ჯართან) მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემდეგ, ს.მდივამა ტელეფონით აუწყა დროს, რომ სომეხთა ამბოხების მიზეზი არ იყო ქართველი ჯარისკაცების თარეში და სთხოვაერთად დაედგინათ ამბოხების მიზეზი .
დახმარების მაგივრად დრომ მოითხოვა საქართველოს მთავრობის მხრიდან გენერალ წულუკიძის გაწვევა და ქართული ჯარის გაყვანა სანაინიდან. ს.მდივანმა აღნიშნა, რომ ეს იყოპირდაპირი ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში. ქართველები დროსგან ელოდნენ დახმარებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში და არა სამართლებრივი წესრიგის დამყარებას, რაც წარმოადგეს არა უცხო სახელმწიფო მთავრობის, არამედ საქართველოს მთავრობის უპირატესობას.
დროსთან საუბრისას ს.მდივაი მიხვდა, რომ დროს თანადგომის იმედი მოცემულ სიტუაციაში არ უნდა ჰქონოდა, ამიტომ სასწრაფოდ დაუკავშირდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.ს. ტიგრანიანთან საუბრისასს.მდივანმააღნიშნა: „ ჩვენი მოლაპაპარაკებები არ შეესაბამება შექმნილ ვითარებას, ამიტომ გთხოვთ მოელაპარაკოთ თვენს მთავრობას დროს მიერ წაყენებული მოთხოვნების შეცვლაზე. მევიმედოვებ, რომ მიიღებთ ყველა ზომებს, იმისათვის, რომ შიდა ურთიერთობების მოვლენებმა არ უნდა მიიღოს საერთაშორისო ხასიათი. თქვენი ჩარევა, იმ სახით რა სახითაც წარმომიდგინა დრომ ალექსანდროპოლში, მიმაჩნია სრულიად მიზანშეწონილად.შევეცდები რაც შეიძლება მალე დავუკავშირდე საქართველოს მთავრობას, რომ თავი ავარიდოთ იმ საშინელებას, რაც გვემუქრება. რაც ჩვენ გავაკეთეთ ორი ერის დაახლოებისთვის არ იყო საჭირო დროის გაწელვა თვენახევრით". თუმცა სომხეთის მთავრობამ, რომლიც ცდილობდა ტერიტორიების გაფართოებას „დიადი სომხეთის" შესაქმნელად, არ გაითვალისწინა ს.მდივანის წინადადება და არ მიიღო არავითარიზომები საკითკის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის.
12 დეკემბერს ალავერდში ჩამოვიდა საქართველოს მთავრობის კომისია და სომხეთის ნაციონალური საბჭოს დელეგაცია, მათ შეხვდა გენერალი წულუკიძე. შექმნილ ვითარებაზე დაკვირკვებებს აგზავნიდნენ დედაქალაქში, შესაბამის ინსტანციებში. სომხეთის ეროვნული საბჭო-ს წარმომადგენლები გადასცემდნენ თბილისში: „ ვითარების დასადგენად, ახპატის სადგურიდან გამოძახებულ იქნა საოლქოტერიტორიების წარმომადგენლები. მოვლენები ადგილობრივი ხასიათისაა. დელეგაციამ მიიღო ყველა ზომები, რომ დაემყარებინათ კავშირი კაკორის, უზუნლარის, აგვისა და სხვა სოფლის მოსახლეობასთან,სადაც ადგილი ჰქონდათ მოვლენებს. არ არის გამორიცხული პრობლემის მშვიდობიანი ლიკვიდაცია(ინციდენდის-გ.მ.)".
სომხური დელეგაციის წანადადებამ, რომ მოვლენები ატარებენ ადგილობრივ ხასიათს არ დადასტურდა. პირიქით სომხური სამხედრო ნაწილების გამოსვლა მიმდინარეობდა თანმიმდევრობით რგინიგზის ხაზის გასწვრივ, სადგურებიდან სისტემატიურად დევნიდნენ ქართულ ჯარს. გარდა ამისა 12 დეკემბერს კოგოსთან, უზუნლარსა და სანაინში მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები, სადაც ქართული ჯარის ნაწილი დამარცხდა, ნაწილი კი-ტყვედ ჩავარდა. საქართველოს მთავრობამ საბძოლო მოქმედებების რაიონში პოზიციების გამაგრების ნაცვლად, 12 დეკემბერს ეკატერინფელდიდან გამოიძახა გვარდია ეროვნული გვარდიის მიერ არსენალის აღების წლისთავის საზეიმოდ.
ქართული რაიონების დაბყრობის დაჩქარების მიზნით, 12 დეკემბერს სომხეთის მთავრობამ წაუყენა ულტიმატუმი საქართველოს მთავრობას : „საქართველოს მთავრობისთავმჯდომარეს, ასლი- სომხეთის დიპლომატიურ წარმომადგენელს.საქართველოს მიერ ძალადობრივი გზით დაკავებულ ბოჭალოს მაზრაში ქართული ჯარის უკანონო თარეში აღკვეთილი უნდა იქნას.მხოლოდ ქართული ჯარების დაუყოვნებლივიგაყვანა ტერიტორიიდან უზრუნველყობს მომავალისისხლისღვრასთავიდან აცილებას და საქართველო-სომხეთის შემდგომ მეგობრულ ურთიერთობას. აქედან გამომდინარე სომხეთის მთავრობა სთავაზობს საქართველოს მთავრობას ბორჭალოს მაზრის სომხური ნაწილიდან ჯარის გაყვანას. თქვენი მხრიდან უარის ან დროში გაწელვის შემთხვევაში, სომხეთის მთავრობა მიიღებს ყველა ზომებს, რათა დაიცვას თავისი მოსახლეობა საქართველოს მხრიდან ძალადობისაგან. მინისტრი-თავმჯდომარე ო.კაჩაზნუნი."
საქართველოს ხელისფლება არ აპირებდა სომხეთის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, თუმცა არ დგამდა საზღვრის დასაცავად კონკრეტულ ნაბიჯებს. საომარი მოქმედებები გძელდებოდა ახალ-ახალი ტერიტორიების დაბყრობით. 13 დეკემბერს აკორაკისა და აგდანის სოფლებს შორის სომხური ჯარის მიერ მოკლული იქნა 14 ქართველი მებრძოლი, ლედჯარის, ურუთისა და აიდერბეკის სოფლებთან ბძოლის შედეგად ქართული ჯარის დანაკლისი წარმოადგენდა 27 ადამიანი, 2 საბძოლო საშუალება და 2 ტყვიამფრქვევი. ციციანოვი ატყობინებდა სამხედრო მინისტრს: „ ალექსანდროვკის,ლედჯანისა და აკორაკის მიმართულებით მოძრაობა სახიფათოა. ვიმეორებ, აუცილებელია ჯარის გაძლიერება 2 რაზმით, რადგან სომხები დიდი ძალით თვითონ გადმოდიან ჩვენს ტერიტორიაზე. აკორკასთან ბრძოლაში ადგილობრივი სომხების გარდა მონაწილეობდა 100-ზე მეტი სომეხი ჯარისკაცი."
ამრიგად, სომხური ჯარის მიერ დაკავებული იყო სომხეთისათვის გათვალისწინებული ტერიტორიების ნაწილი, რისსაფუძველზე სომხეთის პრემიერ მინისტრის მიერ წაყენებულ იქნა ულტიმატუმი საქართველოს მთავრობის მისამართით, დარწმუნებული იმაში, რომ შეუსრულებლობის შემთხვევაში სომხური ჯარი წინ წაიწევს და დაიბყრობს ტერიტორიებს.
თუმცა, როგორც ავღნიშნეთ სომხური ულტიმატუმი არ იქნა მიღწეული თბილისამდე, კარაკლისში დრომ განუცხადა ს.მდივანს , რომ მას აქვს მთავრობის ბრძანება დაიკავოს ბორჭალოს მაზრა მდინარე ხრამამდე და მის შესასრულებლად გადაცემულია განკარგულება გასცეს ბრძანება 13 დეკემბერს შეტევის დაწყების შესახებ.ქალაქ ალექსანდროპოლში, ალექსანდროპოლის მაზრასთან ერთად გამოცხადებული იყო საომარიმდგომარეობა. მომხდარით განცვიფრებულმა ს. მდივანმა გააგზავნა შეტყობინება სომხთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ს.ტიგრანიანთან. შეტყობინების მიხედვით : „ჩემი კარაკლისში ყოფნისას თქვენთან მქონდა საუბარი ბორჭალოს მაზრაში მომხდარ მოვლენებთნ დაკავშირებით. გავაკეთე შემოთავაზება აღნიშნული საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. მიუხედავადამისა, პასუხი დღემდე არ მიმიღია, ამის მაგივრად მივიღე ქართული მთავრობის მისამართით გაგზავნილი სომხეთის მინისტრ-თავმჯდომარის ნოტა, რომლის მოთხოვნაცაა ბორჭალოს მაზრის სომხური ნაწილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება ქართული ჯარისაგან. არ შემიძლია ამ ნოტის გადაცემა ჩემი მთავრობისათვის, რადაგან უკვე მესამე დღეა მიუხედავად ჩემი მცდელობებისა არ შემიძილია არა თუ თბილისში გამგზავრება არამედ ტელეგრაფიული კავშირის დამყარებაც ჩემს მთავრობასთან. ჩემი აზრით თქვენი პირველი პროტესტი არ იქნა მიღწეული ადრესატამდე. დროს კარაკლის-ლორის რაზმის ხელმძღვანელის განცხადებით, ხვალ სომხეთის რესპუბლიკის ჯარი გადაკვეთს საზღვარს ბორჭალოს მაზრის სომხური ნაწილის დაკავების მიზნით, რომელიც ამავე წლის მაისს თურქეთთან ბრძოლის შედეგად დაკავებულ იქნა ქართული ჯარის მიერ, ეს გამოიწვევს ღია ომს ორ რესპუბლიკას შორის.მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ქმედებები შეიძლება განიხილოს მხოლოდ, როგორც საქართველოს საშინაო საქმეში ჩარევა,დაუშვებელია საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით,რომ სომხეთის სახელმწიფომ ულტიმატუმზე პასუხის მიღების გარეშე დაიწყოს მოთხოვნების რეალიზება სამხედრო ძალის გამოყენებით. ამიტომ დიდი მწუხარებით იძულებული ვარ გავაპროტესტო სომხეთის სახელმწიფოს ქმედებები, რომელმაც კარგად იცის ჩემი და საქარველოს მთავრობის განზრახვა... დაასრულოს ტერიტორიული დავა მშვიდობიანად. ამ განზრახვის განსახორციელებლად დავტოვე ერევანი, თუმცა სომხეთის მთავრობა არ იძლევა დროს და არ სურს რამოდენიმე დღის მოცდა, რაც აუცილებელია ჩემს მთავრობასთან კავშირის დასამყარებლად, ამიტომ კიდევ შეგახსეებთ ჩვენს საერთო განზრახვას (თითქოსდა გამყარებულს ჩემი ერევანში ყოფნის დროს) გავამყაროთ საქართველოსა და სომხეთს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ურთიერთობა. გთხოვთ აცნობოთ თქვენს მთავრობას მიღებული გადაწყვეტილბის გადახედვის შესახებ და გასცენ ბრძანება, არ გადაკვეთონ არსებული საზღვარი, არ შევიდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს რესპუბლიკის ჯართან. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართულ-სომხურ ერებში შეუძლბელია არ გაჩნდეს უკმაყოფილების გრძნობა ამ საზარელი მოვლენის დამნაშავეთა მიმართ".
ს.მდივანმა გააგზავნა იგივე შემადგენლობის ტელეგრამა სომხეთის ხორურდის წარმომადგენელთან - სააკიანთან და ალექსანდროპოლში საფრანგეთის სამხედრო წარმომადგენელთან კაპიტან პოადაბარუსთან. თუმცა ს.მდივას არანაირი პასუხი არ მიუღია. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სომხური ჯარის წინსვლა გრძელდებოდა. მათ დაწვეს სანაინთან მდებარე ხიდი, რითიც მოჭრეს სანაინამდე გზა, ჯავშანმატარებელი№1 რომელიც კურსირებდა სადგურ სანაინის გზებზე, სადგურზე მყოფ ქართულ ჯარს იცავდა არტილერიისა და ტყვიამფრქვევის ცეცხლით. გზის აღდგენისა და სანაინში შესვლის მცდელობასწარმატება არ ქონია მთებიდან სომხების მიერ ჩამოგდებული მასიური ქვების გამო, რაც არ აძლევდა მათ ჯავშანმატარებლის დატოვებისა და გზის შეკეთების საშუალებას. როგორც ჩანს, სომხური ჯარი გახსნილად ესხმოდა თავს ქართულ პოზიციებს, თუმცა დროს ბრძანების მიხედვით სომხეთის ჯარის საქართველოს საზღვრებში შემოჭრა უნდა მომხდარიყო 13 დეკემბრის 22 საათამდე. მაგალითად მოვიყვანთ ლორის რაზმის ბრძანების შინაარსს, რომელის შესახებ ჩვენება აღებულ იქნა სომეხი ტყვისაგან : „ ლორის №663 რაზმის ბრძანება, 1918 წლის 13 დეკემბერი, ჯერარ-ოღლის გზები, რუქა 5 ვერსტი დიუიმებში. §1.ქართული ჯარი იკავებს სოფელ ვორონცოვკასა და პრივოლნოეს. §2. მთავრობის დადგენილებაზე დაყდრნობით სამხედრო მინისტრმა გასცა ბრძანება ლორისა და ბორჭალოს მაზრის მდინარე ხრამამდე დაკავების შესახებ. ჩემი მმართველობის ქვეშ მყოფ ჯარს ნაბრძანები აქვს დაუყოვნებლივ გადავიდეს შეტევაზე და დაიკავოს ვორონცოვკისა და პრივოლნოეს სოფლები. ზემოთთქმულის შესასრულებლად გიბრძანებთ:
საომარი ნაკვეთი- კაპიტანი სტეპანიანცი, მეხუთე სომხური ქვეითი რაზმის 6-ე როტა, 4,5,9,10,11 და 12როტები;
საარტილერიო ოცეული-4-ე ბრიგადის 2 ქვემეხი. 1 ტყვიამფრქვევის ჯგუფი „მაქსიმ" 8 ტყვიამფრქვევი, 6 ტყვიამფრქვევი „კოლტი", მე-5 სომხეთის ქვეითთა საჯაშუშო პოლკის ცხენოსანთა ჯგუფი, 20 შაშხანა. ჯამში- 6 რაზმი, 2 შეიარაღება, 14 ტყვიამფრქვევი და 20 შაშხანა.
სოფელ ჯელალ-ოღლიდან გამოსვლა არაუადრეს 22 საათისა სოფ. ვორონცოვისა და პრავილნოეს მიმართულებით, სოფლების გათენებამდე შეტევის გათვლით.
ავანგარდში იმოძრაოს მე-4 რაზმმა ტყვიამფრქვევის ოცეულით. მე-9 და მე-10 რაზმმაფლანგებზე, 40 ნაბიჯი მე-4 რაზმიდან შახმატური წყობით, საბრძოლო წყობაში გადასვლამდე ოცეულის კოლონაში მოძრაობით.
მე-11 რაზმმა ხეობიდან გამოსვლისას, ალექსადროვკის გვერდის ავლით, იმოძრაოს ურუტის,აიდარბეკისა და პრივოლნოეს გავლით, გათენებამდე შეტევის გათვლით. მე-12 რაზმი იყოს რეზერვში კოლონის უკან არაუმეტეს 300 ნაბიჯისა.
არტილერიამ იმოძრაოს ჯელალ-ოღლი-ვორონცოვკის გზატკეცილზე, რეზერვში მე-12 რაზმის ნახევარრაზმებს შორის,
ტყვიამფრქვევის ჯგუფმა იმოძრაოს მე-12 რაზმის უკან,
ცხენოსანთა მზვერავი გაგზავნილ იქნეს სამი მიმართულებით ფლანგებზე;
მე-5 რაზმი 22 საათზე გამოვიდეს პეტირ-ბულახის გზით ვორონცოვკაზე, კაპიტან სტეპანიანცთან კავშირში ყოფნით, რომელიც უტევს მთავარი გზიდან, ერთად შეუტიონ ვორონცოვკის სოფელს დასავლეთიდან.
მე-12 რაზმის მეთაურმა წინასწარ გამოყოს ერთი ოცეული არტილერიის დასაცავად.
მოწინააღმდეგის მიერ მთა-ანაკლის დაკავების შემთხვევაში გამოდევნონ ისინი და გაეშურონ ვორონცოვკის მიმართულებით.
სოფელი ვორონცოვკისა და პრავილნოვოს დაკავების შემდეგ ძალის სწორად გადანაწილება და მოწინააღმდეგის დევნა ტყვედ აყვანამდე.
საერთო რეზერვი. პორუჩიკ ზურაბიანცი( 5 რაზმ. 5 სომხ. ქვ. ძირითადად; 1,2,3,7, და 8 რაზმები, ჯგუფი „კოლტი"; 4 ტყვიამფრქვევი.1 საბრძოლო საშუალება, 4 მთის ელემენტი.ჯამში 5 რაზმი, 1 საბრძოლო საშუალება, 4 ტყვიამფრქვევი).
ჯელალ-ოღლის მიღწევის შემდეგ მთავარი გზით ვორონცოვკისკენ სვლა, თავდაცვის ზომების გამოყენებამომდევნო განკარგულების მიღებამდე.
§3. კავშირის ჯგუფის მეთაურსა და მე-5 საქვეითო რაზმს, ჩემი შტაბის საომარი მონაკვეთის მეთაურსა და საერთო რეზერვის მეთაურზე გაიცა ბრძანება სატელეფონო კავშირის აღდგნის შესახებ.
§4. 200 ცალი ტყვიის გამოყოფა.
§5.ცეცხლსასროლი მარაგის მომატება ჯელალ-ოღლიდან.
§6. სამედიცინო პუნქტისგახსნა ექიმ პილოსიაცისათვის ვორონცოვკის მისვლამდე, ამ უკანასკნელის დაკავების შემთხვევაში-საკმარისი მედიკამენტებისა და გადასახვვი საშუალებების ქონა.
§7.მატარებლები დარჩნენ ჯელალ-ოღლში განკარგულების მიღებამდე. მატარებლის მეთაურად ვნიშნავ პრაპოშიკ მნაცაკანიანს. დასაცავად გამოვყოფ მეშვიდე რაზმის მეხუთე როტის ქვეითთა პოლკს.
§8. რაზმის შტაბი განლაგდება დასაწყისში მე-12რაზმთან ახლოს, სადაც მოიტანენშეტყობინებებს. ადგილმდებარეობის ცვლილების შემთხვევაში შტაბის განლაგება განცხადდება მოგვიანებით.
ამგვარად, ბრძანების მიხედვით სომხურ ჯარებს უნდა გადაეკვეთათ საქართვლოს საზღვარი არაუგვიანეს 13 დეკემბრის 22 საათისა, თუმცა ბრძოლები დაიწყო 13 დეკემბრის დილას. ბრძოლების შედეგად კობერთან და მიმდებარე სოფლებში დაამარცხეს ქართული ჯარი და ხელში ჩაიგდეს ჯავშანმანქანა. აშკარაა, რომ საქართველოს საზღვრის ოფიციალურ კვეთასთან ერთად გააქტიურდა უკვე საქართველოს ფარგლებში მყოფი სომხური ჯარის ნაწილები, რომლებიც ამზადებდნენ ტერიტორიას შემდგომი წინსვლისთვის. ამის დამადასტურებელ მასალას წარმოადგენს სომხეთის მეთაურობის ხელში ჩაგდებული ტელეგრამა: „13(დეკემბერს) კობერის სადგურში შემოვა სომხეთის ჯარის ეშელონი ერთი ბატალიონისა და ექვსი ტყვიამფრქვევის შემადგენლობით. გაემართებიან უზუნლარისაკენ; შეპყრობილი ჯავშანმანქანა გადაიგზავნოს კალაგერანში; არ დაასრულოთ მოქმედებები სანაინში, შეიპყარით კიდევ ერთი ჯავშანმანქანა, რანდგან გაფუჭებული იქნება გზა ალავერდსა და ახპატს შორის".
ქართული რაზმის მცირერიცხოვნებისა დაჯავშანმანქანის დაკარგვის შიშით გენერალმა გ.წულუკიძე აიძულა ჯარის სანაინიდან სადგურ ალავერდზე ევაკუირება, თუმცა ალავერდიდან 2 ვერსის მაძილზე სომხების მიერ ჩამოგდებულ იქნა 100 ფუტიანი ქვის ლოდი , რომლის დარტყმის შედეგადაც მატარებელი დაიშალა ნაწილებად. ალავერდში ჩამოაღწია 2 მთის მოწყობილობამ ცხენოსნური შეკაზმულობით, ჯავშანმანქანა ცეცხლს უხსნიდა სომხურ პოზიციებს, სანაინსა და ალავერს შორის კურსირებით. სომხეთის ჯარმა ვერ მოახერხა ჯავშანმანქანის ხელში ჩაგდება, რადგან ქართულმა ჯარმა შესძლო გზის გაწმენდა ალავედრის სადგურამდე, შემდგომ კი ახტალის სადგურამდე გადაადგილება. ჯავშანმატარებლების მეთაური ვ.გოგუაძე შემდეგნაირად აღწერს უკან დახევას : „ მიღებულ იქნა სანაინის დატოვბის გადაწყვეტილება, თუმცა ახტალის მიდამოში რკინიგზას იკავებდნენ სომეხი ჯაროსკაცები და ამ მიმართულებით უკან დახევა სახიფათო იყო. ჩვენ გვყავდა 5 ჯაშუში სომეხი ტყვე,- აგრძელებს ვ.გოგუაძე- რომლებსაც ელოდებოდათ გარდაუვალი სიკვდილი, თუმცა ჩვენი დავალების შესრულებისათვის მათ პატიებას შევპირდი. ავუხსენი, რომ დღეს ღამე ვტოვებთ სანაინს და მივემართებით თბილისისაკენ ალავერდის გავლით და უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი გამცილებლები. ჯაშუშები სიხარულით დაგვთანხმდნენ. მათ ფული ვაჩუქე და ჯილდოს დავპირდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ როც გავუშვებდი მათ მიღალატებდნენ და შეატყობინებდნენ სომხებს ჩვენი გეგმების შესახებ".
ჯაშუშები სწორედ ასე მოიქცნენ, ახტალის სადგურიდან პოზიციების მოხსნით კონცენტრაცია მოახდინეს ალავერდში, სადაც ვ.გოგუაძემ ჯავშანმანქანის გამოყენებით დიდძალი ზიანი მიაყენა მოწინააღმდეგეს და უკან დაიხია სომხური ჯარისაგან უკვე თავისუფალ ახტალაში.
13 დეკემბერს 15 საათზე სომხურმა ჯარმა 500-600 კაციანი შემადგენლობით შეუტია ქართულ ჯარს ვორონცოვკაში. 21 საათზე ქართული მცირერიცხოვანი ჯარის შეუპოვრობა გატყდა. რაზმმა დაიწყო უკუსვლა ნოვომიხაილოვკის მიმართულებით და შემდეგ მაღლობზე ნოვრუზ-ხარაბის ჩრდილო-აღმოსალეთით, თუმცა სომხური ჯარის ქვეითებისა და კავალერიის გამოჩენამ და ალყაში მოქცევის შიშმააიძულა ისინი უან დაეხათ შუშის ქახნისაკენ. დადგინდა, რომ შემოტევას ხელმძღვანელობდა სომხური რეგულარული არმიის ოფიცრები. ქართული ჯარის დანაკლისი იყო უდიდესი: 3 ოფიცერი, დაახლოებით 100 ჯარისკაცი, გარდაცვლილნი და დაჭრილნი დარჩნენ მოწინააღმდეგების ხელში.
ამგვარად ჩანდა, რომ ქართველ ჯარს საქმე ჰქონდა არა ადგილობრივ მეამბოხე სომხებთან, არამედ სომხეთის რესპუბლიკის ჯართან. აღსანიშნავია, რომ სომხეთის ჯარის მიერ საზღვრებს გადაკვეთამდე, სომხეთის ნაწილების მიერ განწმენდილ იქნა რიგირაიონები ქართველი განაყოფებისაგან. თავის კვლევაში გ.გევორკიანი არ ლაპარაკობს ამ ფაქტზე და აღნიშნავს მხოლოდ გენერალ წულუკიძის უმეცრებასა და ქართული რაზმის სამარცხვინო გაქცევას.
13 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ე.პ. გეგეჭკორმა, არ იცოდა რა სომხეთის ულტიმატუმის არსებობის შესახებ, გააგზავნა ერევანში ტელეგრამა, სადაც სთხოვს სომხეთის მთავრობას იმოქმედონ დანაშაულებრივ სამხედრო ჯარზე, რომლებიც თავისი ქმედებებით არღვევენ ორი რესპუბლიკის მეგობრულ ურთიერთობებს . იმავე დღეს ე.გეგეჭკორმა გააგზავნა მსგავსი შემადგენლობის ტელეგრამა ერევანში, თუმცა მათ რა თქმა უნდა არ შეეძლოთ ემოქმედათ დაწყებულ ომზე.
14 დეკემბერს ს.მდივანმა, საომარი მოქმედებების შესაჩერებლად ყველა საშუალებების გამოწურვის შემდეგ და სომხურ მმართველ წრეებში მოცემულ საკითხში დახმარების მიღების გარეშე აღიარა კარაკლისში გაჩერების უშედეგობა და შემოვლითი გზით გაემგზავრა თბილისში დელიჯან-კაზახ-აკსტაფუს გავლით.
13 დან 14 დკემბრის ღამეს დრომ დასძრა თავისი ჯარი საქართველოს ტერიტორიებისკენ, ამ კამპანიის ტრიუფში ეჭვი არ ეპარებოდა სომხეთის სახელმწიფოს. მითუმეტეს როდესაც დასახლებული პუნქტების უმეტეს ნაწილში იმყოფებოდა სომხური შეიარაღებული ძალა, მათ შორის თბილისში.ოფიციალურად სომხური ჯარის მთავარ მიზანს წამოადგენდა მდ.ხრამამდე მისვლა, რაოფიციალურად კი დაშნაკები ოცნებობდნენ თბილისის დაბყრობაზე და მისი სომხეთის დედაქალაქად გამოცხადებაზე.
14 დეკემბერს დილით სომხეთის ჯარმა ალყა შემოარტყა ახპატის სადგურს, თუმცა ვერ შესძლეს მცირერიცხოვანი (25 კაცი) დაცვის გარღვევა, დიდი დანაკლისით უკან დაიხია. ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა ბრძოლები ბორჭალოს მაზრის კრინიგზის სამხრეთით. სომხეთის ჯარმა სანაინის დაბყრობით ფაქტიურად ალყაში მოაქციეს ქართულიჯარის ნაწილები, რითაც დრომ თითქმის განახორციელა თავისი გეგმა, თუმცა საქართველოს მთავრობის ორჭოფობს გამო, დრომ საქართველოს ჯარის ძირითადი ძალის მაგივრად ალყაში მოაქცია 200 მდე ადამიანი, რომლებმაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაკარგეს მხოლოდ 7 დღის მრე, ე.ი.21 დეკემბერს.
სანაინის დაკარგვასთან დაკავშირებული ალავერდიდან მიღებული ცნობის შეტყობის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გ.გეგეჭკორმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: „არ მაქვს არანაირი საფუძველი ვივარაუდო, რომ სანაინში მომხდარი მოვლენა უკავშირდება სომხეთის მთავრობას. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ საქმე გვაქ უპასუხისმგებლო დაჯგუფებებთან, როლთაც არ აქვთ საერთო სომხეთის მთავრობასთან(ხმაური მარჯვენა მხარეს)..." თუმცა საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებდა, რომ დაეცვა საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმული თავისი მცირერიცხოვანი ჯარი „უპასუხისმგებლო დაჯგუფებებისაგანაც" კი და მათ პირიქით საფრთხეში აგდებდა.
15 დეკემბერს ე.გეგეჭკორი ერევანში გაგზავნილ ტელეგრამაში კვლავ სთხოვს სომხეთის მთავრობას შეწყვიტოს მტრული ქმედებები, დაიკავოს ძველი საზღვარი და საკითხის შეთანხმების გზით მოსაგვარებლად მოიწვიოს ქართულ-სომხური კონფერენცია. თუმცა მალევე საქართველოს მთავრობამ მიიღო გ.წულუკიძის შეტყობინება იმის შსახებ, რომ სომხური ჯარი გადავიდა შეტევაზე და აწარმოებს ფართომაშტაბურსაომარ მოქმედებებს. შეტყობინების მიღების შემდეგ მთავრობამ მიმართა დიდი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ნოტით, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის სახელმწიფოს.
16 დეკემბერს საქართველოს ხელმძღვანელებმა მიიღეს სომხეთის მთავრობის 13 დეკემბრის ულტიმატუმი. ფაქტიურად საომარი მოქმედებები დაიწყო 7 დეკემბერს, 13 დეკემბერს დაშნაკები იძულებულნი გახდნენ მიეცათ ომისთვის ოფიციალური სახე, ხოლო საქართველოს მთავრობამ ეს შეიტყო მხოლოდ 16 დეკემბერს.
საქართველოს მთავრობა იძულებული იყო გამოსულიყო მოსახლეობის წინაშე და აეხსნა სამხრეთში შექმნილი ვითარება. მიმართვაში ნათქვამია: „საქართველოს რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს,სომხეთის ჯარი მზაკვრულად დაესხა თავს ჩვენს საზღვრებს. ჩვენი მესაზღვრეების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი- ტყვედ ჩაიგდეს; დაშალეს სარკინიგზო გზა და შეწყვიტეს სატელეგრაფო კავშირი სომხეთსა და საქართველოს შორის.
დაღვრილია ძმების სისხლი. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობა თავიდანვე ცდილობდა შეენარჩუნებინა სოლიდარობა ამიერკავკასიის ხალხებთან და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მოეგვარებინა სადაო საკითხები.
ამ მიზნისთ აიღო თავის თავზე ამიერკავკასიის საბჭოს მოწვევის ინიციატივა, რომელზეც უნდა მიღწეულიყო საზღვრებთან დაკავშირებით მეზობელ რესპუბლიკებს შორის შეთანხმება, თუ შეთანხმება არ იქნებოდა მიღწეული- ეს და სხა საკითხები გადასაწყვეტად გადაეცემოდა არბიტრაჟს. ეს არის დემოკრატიული რესპუბლიკების მისწრაფება, რომლის მიღწევასაც ცდილობს ყველა დემოკრატიური ქვეყანა.
სომხეთის მთავრობამ არ მოისურვა ამ კონფერენციაზე თავისი დელეგატების გამოგზავნა, დაჟინებთ ითხოვდა წინასწარ სადაო საკითხების გადაწყვეტას საქართველოსა და სომხეთს შორის. ჩვენ მივიღეთ ეს წინადადება. საქართველოსა და სომხეთის დელეგატების წინასწარი კონფერენციის მოლოდინში, 10 ნოემბრიდან რამოდენიმეჯერ მოგვიწია ამიერკავკასიის სახელმწიფოების საერთო კონფერენციის გადაწევა.
დღითი დღე ველოდებოდით სომხეთის წამომადგენლების ჩამოსვლას საკითკის მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის, თუმცა სომხეთში (ერევანში) გაიმარჯვა სამხედრო პარტიამ, რომელიც თავიდანვე წინააღმდეგი იყო მშვიდობიანი გზისა და ამით ახალი უბედურება დაატეხა თავს დემოკრატიულ სომხეთსა და საქართველოს. 9 დეკემბერს სოფელ უზუნლარში თავს დაესხნენ ჩვენს სასაზღვრო დაცვას, შემდგომ კი კობერახსა და კორინჯაში განლაგებულ ჯარს, ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი- ტყვედ ჩაიგდეს. თავი ავარიდეთ ფართომაშტაბური საომარი მოქმედებების შემოღებას, რადგან მიგვაჩნდა, რომ საქმე გვქონდა სომხეთის საშინაო ანარქიასთან. მხოლოდ რამოდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ საომარ მოქმედებებს ხელმძღვანელობენ სომხეთის სამხედრო ნაწილების ოფიცრები.
მიუხედავათ ამ ყველაფრისა მაინც ვიმედოვნებდით, რომ ამ ყველაფერში ბრალი მიუძღვით უპასუხისმგებლო დაჯგუფებებს, რადგან ვერ ვიჯერებდით, რომ ასეთი ვერაგული ნაბიჯი მეზობელი დემოკრატიული სახელმწიფოს თანხმობით გადაიდგა. იმედი ემყარებოდა სომხეთისა და საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომელსაც არ ახსოვს სისხლისღვრა და ომი; პირიქით ხელი-ხელ ჩაკიდებულნი იბრძოდნენ აღმოსავლეთის დესპოტიის წინააღმდეგ.
ასეთი იყო მთავრობის შეხედულება საზღვრებთან განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც მივიღეთ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გ.ტიგრანიანის ულტიმატუმი, რომლის მიხედვითაც სომხეთის მთავრობა გვთავაზობს დაუყოვნებლიბ ჯარების გამოყვანას სომხური დასახლებების რაიონებიდან-ბორჭალო და ქართლი. ამგვარად კონფერენციისა და შეთანხმების მაგივრად- ჯერ თავდასხმა, შემდგომ ულტიმატუმი და ბოლოს ომი და სისხლისღვრა.
მშვიდობის შენარჩუნებისა და ომის თავიდან არიდებისათვის ყველა საშუალება გამოგველია-ეს ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ჩვენი მეომრები ათეულობით ტყვედაა აყვანილი და მოკლული.
ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვიღწვოდით და ეხლაც ვიღწვით ევროპისა და ამერიკის დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ერთად სისხლისმღვრელი ომების შეწყვეტისა და ერთა სოლიდარობის გამყარებისაკენ.
საუბედუროდ, სამეზობლო რესპუბლიკის პასუხისმგებელი წარმომადგენელნი ხელყოფენ დემოკრატიულ პრინციპებს, ორივე სახელმწიფოს ანარქიითა და კულტურის განადგურებით ემუქრებიან და იწვევენ ახალიომის აჩრდილს. საქართველოს მთავრობას არ აქვს კავშირი ამ დანაშაულებებთან და პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის მთავრობას.
საომარი მოქმედებები დაწყებულია. წინასწარ მომზადებული სომხური სამხედრო ნაწილები ემუქრებიან ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს. ჩვენი ქვეყნის განადგურების თავიდან აცილების მიზნით აუცილებლად მიგვაჩია დავიწყოთ ფართომაშტაბური საომარი სამზადისი. საქართველოს ყველა მოქალაქე განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ვალდებულია შეასრულოს ქვეყნის წინაშე მოვალეობა.
მოქალაქეებო! ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა გმირობითა და სამოქალაქო ვალდებულების შეგრძნობით. მივმართავს მოქალაქეების სწორედ მა გრძნობებს, იმის იმედით, რომ ომის დაწყების დროსაც კი მოქალაქეების, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, უფლებები ყარად იქნება დაცული.
საომარი მოქმედებების გახსნით ჩვენს მიწინააღმდეგეებს ანარქიის გაღვივების იმედი აქვთ. არ წამოეგოთ ჩვენი მტრის პროვოკაციებს. შეინარჩინეთ სრული სახლმწიფოებრივი წესრიგი.
დაე იცოდეს ყველა მოქალაქე, რომ საქართველოს სახელმწიფო ებრძვის არა სომეხ ერს, არამედ იმ სომხურ დაჯგუფებებს, რომლებიც დამნაშავენი არიან ძმების სისხლისღვრაში.
ქართული დემოკრატია მოწინააღმდეგეს დაუპირისპირებს მთელ ძალას,უმოკლეს ვადაში აღადგენს დარღვეულ უფლებებს და აიძულებს მოწინაღმდეგეებს აღიარონ საერთაშორისო დემოკრატიის საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პრინციპი და არა ხმლით."
საქართველოს მთავრობი მოქალაქეებთან მიმართვა დაიბეჭდა ქვეყნის მრავალ ბეჭდურ გამომცემლობაში და გამოიწვია მოსახლეობის აღშფოთება სომხებისა და სომხეთის სახელმწიფოს მიმართ. სომხეთის საზოგადო მოღაწეები გაკვირვებულნი დარჩნენ ქართველი მოსახლეობის რეაქციით. აღნისნულთან დაკავშირებით სომეხი ისტორიკოსი ლეო წერდა: „ შეუძლებელია იმ აღშოთების აღწერა, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. ქართველებმა ისევე, როგორც აზერბაიჯანლებმა, თავიანთ სიმღერებში სომხები მტრად გამოაცხადეს." და მართლაც ქვეყნის ყველა კუთხიდან შეიარაღებული ხალხი ცდილობდა საომარი მომქმედებების ზონაში მოხვედრას, რომ მიეღოთ მოწინააღმდეგეთა განადგურებაში მონაწილეობა.
სომხეთის რესპუბლიკისა და სომეხი ხალხის ქცევით განცვიფრებული საქართელოს საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები ცდილობდნენ ემმხილებინათ მათი ქმედებები და მიზნები ბეჭდური პრესის საშუალებით, ხალხს მოუწოდებდნენ ერთიანობისაკენ ახალი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. გ.გვაზავა წერდა: „ უნდა განვაცხადოთ, რომ ამ მომენტში არ არსებობს პარტიული განსხვავებულობა, ამ მომენტში მხოლოდ ერთი პარტიაა-ქართველი ერი, ჩვენ უნდა დავიცვათ მისი თავისუფლება და ნაციონალური ღირსება".
სომხურ-ქართულ ურთიერთობებსა და საომარი მოქმედებების პერიეტიებზე მოწინავე ბეჭდურ საშუალებებში წერდნენ : გ.კიკოძე , ს.ქედია , შ.ნუცუბიძე , შ.ამირეჯიბი , დ.კასრაძე და საქართველოს სხა მრავალი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.ი.ჯავახიშვილი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავდა: „ჯავახეთი და ბორჭალო საქართველოს კარიბჭეა მათი დაკარგვა სახელმწიფოს კარის გაღების ტოლფასია. ქართველი ხალხი არ დაუშვებს მათ დაკაგვას და თუ საჭირო გახდება გავერთიანდებით ისე, როგორც საქართელოს ყველა კუთხის მთები, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებიან".
სომხური შეიარაღებული ძალები აგრძელებდნენ შემოტევას მთელი ფრონტის მაშტაბით, 15 და 16 დეკემბრის ბრძოლების შედეგად ქართულმა ჯარმა დანაკლისით უკან დაიხია. ქართველი მეთაურების მთავარი მიზანი იყო სომხური ჯარის წინსვლის შეჩერება. თავის მოგონებებში მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ნ.ჟორდანია წერდა: „ როგორც კი მივიღე ცნობა შულავერიდან სომხეთის ჯარის მოულოდნელი თავდასხმის შესახებ, ჩემთვის ნათელი გახდა რაში მდგომარეობდა საქმე. მათი მოუოდნელი თავდასხმის მიზანი იყო თბილისის მისადგომების დაბყრობა. ქალაქის სომხური მოსახლეობა მზად იყო ამბოხბისთვის, რის შემდეგაც მარტივად დაიბყრობდნენ ქალაქს...ამიტომ მე ვუთხარი ჯუღელსა და მაისურაძეს დაუყოვნებლივ გადაეჭრათ ბოლნის-ხაჩენის გზა, რადგან ეს იყო თბილისისაკენ მიმავალი პირდაპირი გზა".
ეს მოსაზრება შეესაბამებდა სიმართლეს, სომხეთის ჯარი ცდილობდა საქართელოს დედაქალაქისაკენ მიმავალი მაგისტრალის შებყრობას. თუმცა საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიაზე მყოფი ძალა არასაკმარისი აღმოჩნდა მიზნის მისაღწევად, ამ მიმართულებით გადამწყვეტი მოქმედებების დასაწყებად საჭირო იყო მობილიზაციის გამოცხადება.
1918 წლის 17 დეკემბერს თბილისში ჩატარდა პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელზეც სიტყვით წარმოსდგა პრემიერ მინისტრი ნ.ჟორდანია : „მოქალაქეებო! მოხდა ის, რაც არ იყო მოსახდენი. იმ დროს როდესაც ნელდება მსოფლიო ომი, როდესაც მნიშვნელოვანი იმპერიალისტურური ქვეყნები ხმალს ქარქაშში დებენ და ემზადებიან მშვიდობისთვის, სომხეთის მთავრობა საიდუმლოდ ესხმის თავს საქართველოს რესპუბლიკას. ეხლა ნათელია, რომ თავდაპირველად მათმა მთავრობამ მოაწყო ამბოხება სომხურ დასახლებებში, შემდგომ კი ამის გამოყენებით შემოიყვანეს თავიანთი რეგულარული ჯარი ჩვენს ფარგლებში. ამით სომხეთის ხელისუფლებამ დაარღვია საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მეზობლური ურთიერთობები, გაანადგურა, როგორც ქართველი, სვე სომეხი რის ტრადიციები. ამ ორ ერს შორის არასდროს ყოფილა ომი, ხოლო ახლა ამ სახელწიფო ჩაითრა სამარცხვინო საქმეში ორივე ერი. თუ საუკუნის შუა წლებში, სასტიკ პერიოდში, ორივე ერის ხლისუფლებამ შესძლეს მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება, რა მოხდა ეხლა XX საუკუნეში ისეთი, რომ სომხეთის სახელმწიფო დაადგა ომის გზას? მან ჩაიდინა ისტორიული დანაშაული, რომელიც სამარცვინოდ და წარუშლელად დარჩება ისტორიის შავ ფურცლებზე. კაჩაზნუნის ხლისუფლბას მოუწევს პასუხის გაცემა სამართლიანობისა და ერის წინაშე.მან უნდა წარადგინოს ამ ქმედების გასამართლებელი საფუძვლები. ჩვენთვის ცნობილია ეს საფუძვლები და ეხლა მინდა ტქვენც განსაჯოთ, არის თუ არა ეს ისტორიული დანაშაულის გამამართლებელი საფუძველი. მოგვწრეს, რომ ერთერთ სომხურ სოფელში ჩვენს საზღვართან ქართულმა ჯარმა შეურაწყოფა მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას, რის მოთმენასაც არ აპირებენ. ეს არის მათი პირველი მიზეზი. მაგრამ საიდან იცოდნენ, რომ ამ შემთხვევას ჰქონდა ადგილი და თუ იცოდნნ რატომ არ შეგვატყობინეს, რატომ არ გვკითხეს: სიმართლეა? და თუ ეს ფაქტია- რატომ ფიქრობდნენ, რომ ჩვენთვითონ არ ვიპოვიდით დამნაშავეებს? საიდან მიიღეს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება ასეთი უღირსი მიზეზების გამო? სად მომხდარა ისეთი რამ, რომ ამგვარი მიზეზის გამო ერთმა სახელმწიფოს მეორეს ომი გამოუცხადოს. აქდან გამმდინარე ნათელია თქვენთვის, რომ მიზეზები გამოგონილია და არც ერთი სასამართლოს წინაშე არ გამოდგება მნიშვნელოვან და საფუძვლიან მიზეზად. სხვა მიზეზი: თქვენ დაიკავეთ, ამბობენ ისინი, სადაო ტერიტორია. დიახ ჩვენ დავიკავეთ სადაო ტერიტორია , მაგრამ ეს სიახლეა?ჩვენ დავიკავეთ ბორჭალოს მაზრის ხაზი, რომელიც დაკავებული იყო 2 თვის წინაც მათთან შეთანხმების საფუძველზე. მაშინ რატომ არ განაცხადეს, რომ ეს შეიძლება გამხდარიყო ომის მიზეზი? მაშინ ამაზე არ საუბრობდნენ. პირიქით მაშინ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს და ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენი ჯარები შეხვდნენ ერთმანეთს. თავის დროზე განვაცხადეთ, რომ საქართველოს ფარგლებში ვთვლით მთლიანად თბილისის გუბერნიას და დავიკავებთ ამ ტერიტორიას, თუ ვინმე თვლის, რომ არსებობს სადაო საკითხი მზად ვართ მოლაპარაკებებისათვის. ეს არ არის სიახლე. ამავე საფუძვლით დავიკავეთ ჯავახეთი-ესეც არ არის სიახლე. დიდი ხანია გავგზავნეთ ჯარი, ესეც არ დაგვიმალავს და დავაწესეთ განსაკუთრებული გენერალ-გუბერნატორი ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებში. ამ საკითხთან დაკავშირებით ვაწარმოებდით მიმოწერას თურქეთთან. თურქები წავიდნენ და ჩვენ დავიკავეთ ეს ადგილები, რაც არ წარმოედგენდა არავისთვის არც მოილოდნელობას და არც საიდუმლოს.
აი მოქალაქეებო, ეს არის მათი საფუძვლები, მეტი არგუმენტი მათ არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარ ნათლია, რომ ეს საფუძვლები მათ მიერ გამოგონილია ქმედებების გასამართლებლად. კარგათ იცით , რომ მგელს არ უჭამია ბატკანი უსაფუძვლოდ. ის ამბობდა, რომ ბატკანი წყალს ამღვრევდა, მაგრამ ვინ დაიჯერებს, რომ მგელი ამ მოტივით მოქმედებდა? არა, მგელი მოქმედებდა თავისი ბუნებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც უნდა ჭამოს ყველაფერი რაც ხელმისაწვდომია.ვფიქრობ, რომ კაჩაზნუნის ხელისუფლბის ბუნებაც ამდაგვარია (ადგილიდან ვეშაპელი:"ნუთუ ჩვენ ბატკნბი ვართ, როდემდე უნდა ვიყოთ ბატკნები"). ხაჩაზნუნის ხელუფლებას არ შეუძლია იყოს მეგობრულ ურთიერთობებში მეზობელ ქვეყნებთან. მას უნდა ჰქონდეს ვინმესთან მუდმივი უთანხმოება და ომი. სწორედ ეს არის ბორჭალოს მაზრაშო მომხდარის ძირითადი მიზეზი და ის რაც მათ წარმოგვიდგინეს და თქვენ გაეცანით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ერევნის ხელისუფლებამ იცის და დააფასებს იმ გარემოებას, რომ მოცემული პირობებიდან გამომდინარე გაფუჭებული აქვს ურთიერთობა მუსულმანებთან, სამაგიეროდ შენარჩუნებული აქვს მეგობრული ურთიერთობა ქართველებთან. თუმცა სრულიად მოულოდნელად გაწყვიტეს ეს მეგობრული ურთიერთობაც და დაამსხვრიეს საუკუნოვანი მეგობრობის ხიდი და იზოლაციაში მოიქციეს თავი. რისი იმედი აქვთ? ვკითხებით ჩვენს თავს, ვფიქრობთ, რომ გარეშე ძალის დახმარების იმედი აქვთ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს იმედი გაამართლებს. არ მგონია არსებობდეს ისეთი სახელმწიფო ძალა, რომელიც გაამართლებს მათ თავდასხმასა და ვერაგულ ქმედებას. მართალია ჩვენ მივმართეთ გარეშე ძალას, მაგრამ არა ამიერკავკასიის ხალხის წინააღმდეგ, არამედ ამიერკავკასიის ხალხის დაცვის მიზნით ამიერკავკასიის მტრის წინააღმდგ. ამ ძალის დახმარებით დავიცავით არამარტო ქართველები, არამედ სომხებიც (ხმები „მართალია"). მაგრამ კაჩაზნუნის ხელისუფლებას უნდა დაემხოს გარეშე ძალას არა ჩვენს სასარგებლოდ, არამედ ჩვნს წინააღმდგ. აქ ეჯახება ორი პოლიტიკური ხაზი. ერთი ჩვენი, მერე-მათი. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია ამიერკავკასიის ხალხთა შორის სოლიდარობის ჩამოყალიბებისაკენ, მეორე კი - პირიქით, ცდილობს იღწვის სოლიდარობის დანგრევისაკენ და ქართველებსა და სომხებს შორის იმ ურთიერთობის ჩამოყალიბებისაკენ, როგორიც აქვთ სომხებსა და მუსულმანებს. ჩვენ ყოველთვის ვებრძოდით და ეხლაც ვებრძვით ამ პოლიტიკას. ჩვენ ვიცოდით, რომ სომხეთში და ალბათ მთავრობაშიც ორი მიმართულება იყო : ერთი შეთანხმებული იყო ჩვენ მიმართულებასთან, მეორე კი იყო სამხედრო პარტიის მიმართულება მაუზერისტების მიმართულება. უნდა ავღნიშნო, რომ როდესაც ერევანში მოკლეს პირველი მიმართულების ხელმძღვანელი კარჩიკიანი, ავღნიშნე, რომ საქმე იღებს ცუდ სახეს (ვეშაპელი: „რა ზომები მივიღეთ?").
ვფიქრობ დადგო დრო, როდესაც ასე თუ ისე უნდა ჩამოვაყალიბოთ სამართლებრივი ურთიერთობა ამიერკვაკასიის ხალხს შორის, იქედან გამომდინარე, რომ სამართლებრივი ურთიერთობები არ აწყობს ერევნის ხელისუფლებას, უნდა მოვახვიოთ მათ თავზე, იარაღით ხელში(აპლოდირება). თუ დავმარცხდებით ამიერკავკასიაში სამუდამოდ დამკვიდრდება მტრობა და ჰგანცალკევება, აღარ იქნება შესაძლებელი არც ერთა ფედერაცია და არც კონფედერაცია. ჩვენ ვიწვევთ საქართველოს დემოკრატას არა სომეხი ერის წინააღმდეგ საბრძოლველად- პირიქით, სომეხი ერი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ სომხებსა და ქართველებს შორის, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის უნდა იყოს მშვიდობიანი სამართლებრივი ურთიერთობები,- მაგრამ ჩვენ ვიწვევთ ბრძოლისაკენ იმ ხელისუფლებისა და სამხედრო პარტიის წინააღმდეგ, რომელმაც ჩაიდინა ეს დანაშაული (ადგილიდან დადიანი: „რა აზრზეა სომხეთის პარლამენტი?"). მე არ გაწვდით სომხეთის პარლამენტის იდეას, მე გეუბნებით ჩვენი მთავრობის აზრს. ვინც ჩვენს წინააღმდეგ აღმართა იარაღი, მათ წინააღმდეგ იგივე იარაღით უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ გვაქვს ამსათვის აუცილებელი ძალა. აუცილებელია, რომ ყველა მოქალაქემ და რესპუბლიკის მსახურმა შეასრულოს თავისი ვალდებულება და ღირსეულად დახვდეს მტერს. (მხურვალე აპლოდისმენტები. დარბაზი დგება ფეხზე)
ამგვარად პარლამენტმა მთავრობის განცხადების მოსმენის შემდეგ აღიარა, რომ საქართველოს მთავრობას არ მიუცა სომხეთისათვის მტრული დამოკიდებულების მიზეზი და მიიღო ყველა შესაბამისი ზომა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის. სომხეთის ჯარის წინააღმდეგ გადამწყვეტი ქმედებების დაწყების მიზნით გამოცხადდა მობილიზაცია. 17 დეკემბერს გ.მაზნიაშვილი დაინიშნა ქართული ჯარის მეთაურად. 18 დეკემბერს ჯარის შტაბის მეთაურად დაინიშნა გ.კვინიტაძე . 18 დეკემბრს გ.მაზნიშვილი და გ.კვინიტაძე ჩავიდნენ სანდარში. რთული მდგომარეობა იყო ფრონტზე, პოლკოვნიკ ვაჩნაძის ეშელონმა სანაინთან ბრძოლაში დაკარგა შემადგენლობის მესამედი. ტყვიებს დამთავრებისა და ყველა მხრიდან ალყაში მოქცევის შემდეგ ჩავარდა ტყვედ. გარდა ამისა ვაჩნაძის დასახმარებლად სანაინის ყურეში გაიგზავნა ჯავშანირებული მატარებელი, რაც გამოუსადეგარი იყო იმ რაიონისთვის, სომხურმა ჯარმა ააფეთქა ჯავშანმატარებლები.
ფრონტზე კატასტროფული მდგომარეობა იყო, საბრძოლო მოქმედბების ორი კვირის მანძილზე სომხეთის შეიარაღებულმა ჯარმა ტყვედ ჩაიგდო 1000 ქართველი ჯარისკაცი, 100მდე ოფიცერი, ტროფეების სახით შებყრობილ იქა: 3 ჯავშანმატარებელი, 16 საბრძოლო იარაღი, 35 ტყვიამფრქვევი, ათზე მეტი ორთქლმავალი, ასობით ვაგონები და ა.შ.
გენერალი გ.კვინიტაძე ამ დღების გახსენებისას წერდა: „საზარელი იყო ჩემი სულის მდგომარეობა; ადგილს ვერ ვპოულობდი. გული მტკიოდა ჩემს სამშობლოზე, გარდაცვლილ ჯარისკაცებზე, რომლებიც ბრძოლის აუტანელ პირობებში მოხვდნენ ეს ყველაფერი კი- თბილისში 12 დეკემბრის გვარდიელების არსენალის აღების წლისთავთან დაკავშირებული ზეიმობის ფონზე. აქ სირცხვილზე განწირულნი, რომლებიც იმსახურებდნენ უმაღლეს ჯილდოებს სერიოზულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისათვის, სწორედ აქ დამარცხდნენ სუსტ მტერთან ბრძოლაში..."
ფრონტზე ასეთი მდგომარეობა გამოქვეული იყო საქართველოს მიერ სომხეთის მისამართით „სამშვიდობო" პოლიტიკის გატარებით. ქვეყნის სახელმწიფომ ამ არაადეკვატური პოლიტიკის გატარებით მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა თავისი შეიარაღებული ძალები. სამხრეთ საქართველოში მყოფი მცირერიცხოვანი ქართული ჯარი დარჩა ყურადღების გარეშე, სომხური ჯარი, პარტიზანულ ნაწილთან და გამყიდველ „ადგილობრივ " სომხურ მოსახლეობასთან ერთად გადაღალეს ქართული ჯარის ნაწილები. ასეთ რთულ ვითარებაში ქვეყნის ხელმძღვანელობა იმის მაგივრად, რომ საბრძოლო მოქმედებების რაიონში გაეგზავნა ძირითადი ძალა, ერევანში აგზავნიდა პროტესტის დიპლომატიურ ნოტებს. სწორედ ეს იყო ქართული ჯარის სამარცხვინო უკანდახევის მიზეზი და არა საბრძოლო წარუმატებლობა.
ამასთან ქართული მეთაურობის მთავარი მიზანი იყო მთავარი ძალის მოახლოებამდე სომხური ჯარის წინსვლის შეჩერება. ამ მიზნით გენერალ სუმბათაშვილს ნაბრძანები ქოდა ესკადრით მისულიყო მდ.ხრამამდე. 19 დეკემბერს დილის 4 საათზე ჯავშანმატარებლის მეშვეობით ესკადრამ მიაღწია მდ.ხრამს და შეებრძოლა მოწინააღმდეგე ძალას. სომხეთის მეთაურობამ მცდარად მიიჩნია, რომ მდ.ხრამს მოუახლოვდა საქართველოს ძირითადი ძალა და უკან დაიხია მცირე შულავერისკენ. გენერლამა სუმბათაშვილმა ისარგებლა სომხების შეცდომით და შეუტია მოწინააღმდეგეებს რკინიგზის ხაზზე. შეტაების შედეგად სომხურმა ჯარმა უკან დაიხია, როგორც რკინიგზის ხაზიდან, ასევე შულავრის მთებიდან. წარმატებით გაფრთიანებულმა სუმბატაშვილმა თავისი ესკადრონის ნახევარი გააგზავნა სადგურ აშაგი-სერალისაკენ. შეტაკების შედეგად სომხეთის ჯარის ნაწილი განადგურდა ნაწილმა კი უკან დაიხია, რამაც მისცა საქართველოს მრირერიცხოვან ჯარს დილის 8 საათზე აშაგ-სერალის სადგურისა და აშაგ-სერალისაკენ მიმავალი მთის მწყვერვალების დაკავების შესაძლებლობა.დილის 10 საათისკენ ჯავშანმატარებელმა ტყვიამფრქვევის ცეცხლი გაუხსნა მოწინაარმდეგეებს და გამოდევნა ისინი მცირე შულავერიდან.
გენერალ გ.სუმბათაშვილის ქმედებები სახიფათო იყო, მაგრამ ეს ერთადერთი საშუალება იყო სომხეთის ჯარის ორ კვირიანი წარმატებული შემოტევების შესაჩერებლად.
გენერალ სუმბათაშვილის ქმედებამ სომხეთის ჯარის მეტაურების ყურადღება მიიბყრო, რის გამოც შეაჩერეს თბილისისკენ მიმავალ საკრინიგო გზაზე შეტევა. ამით გენერალ სუმბათაშვილმა მოიგო საქართვლოსათვის ძვირფასი დრო, რადგად მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ძირითადი ძალები ჯერ კიდევ არ იყო გადასროლილი საომარი მოქმედებების ადგილას. სომხეთის ჯარის მეთაური დრო უფრო წინდახედული რომ ყოფილიყო გააგრძელებდა შეტევას რკინიგზის გასწვრივს მდ.დებედა-ცჰაის მარჯვენა ნაპირიდან და არ მიაქცევდა ყურადღებას გენ.შუმბათშვილის შულავრზე შეტევას. სომხეთის ჯარი იმ ტერიტორიაზე არ შეხვდებოდა წინააღმდეგობას და შესძლებდნენ ქართული ჯარის მდ.ხრამის ტერიტორიიდან განდევნას, თუმცა გენერალ სუმბათაშვილის ქმედებებმა გამოიწვიეს სომხური ჯარის სასურველი ქმედებები. ჩვენთვის სჭირო იყო -წერს გ.კვინიტაძე- სომხეთის ჯარი შულავერზე შეტევის შიშის ქვეშ გვყოლოდა. შულავერის მიმართულებით ერთ-ერთი მწვერვალის აღება დაარწმუნა სომხეთის ჯარი ჩვენს მიერ შულავერის აღების განზრახვაში, რაც ძალიან ხელსაყრელი იყო ჩვენთვის.
ამასთანავე სომხეთის ჯარი იკავებდა ქ.შულავერსა და მის აღმოსავლეთ მდბა მთის სიმაღლეებს, ქართველი ჯარი კი- სადგურ აშაგი-სრალიდან ქ.შულავერამდე სამაგისრალო გზას. თუმცა სომხეთს დარჩენილი ჰქონდათ ორი გზა: პირველი- წვრილი გრა, რომელიც გადიოდა მთა იუხარ-სერალზე და ჩადიოდა სადახლოსკენ, მეორე კი- სიონის სოფლიდან გამავალი გზა, რაც მდებარეობდა მათი მთავარი ხაზის დასავლეთით. ამგავრად ეს გზა ჰყოფდა სომხთის ჯარის მთავარ ძალებს ერთმანეთისგან.
გ.მაზნიაშვილის მთავარი ამოცანა იყო ამ გზის მოწყვეტა და დაბყრობა, რითიც დააბრკოლებდნენ სომხეთის ჯარის უკანდახევას სადახლოსაკენ, თუმცა გ.მაზნიაშვილს არ ჰქონდა ამისათვის საკმარისი ძალა, მიტომ ოპერაცია გადატანილ იქნა 21 დეკემბრისთვის. ამასობაში 20 დკემბერს ეკატერინოვკის რაიონში ქართულმა ჯარმა მიაყენა არტილერიული დარტყმა სომხეთის ჯარს, მოწინააღმდეგის ჯარში გარდაიცვალა 6 ოფიცრი და 230 ჯარისკაცი, ჯუღელი იუწყებოდა: „ სომხებმა შესძლეს დაჭრილთა ნაწილის გაყვანა, რაზეც მიუთითებს უკან დახევისას თოვლზე სისხლის ნაკვალები."
საქართველოს მთავრობა 26 დეკემბრიდან მოყოლებული აწარმოებდა მოლაპარაკებებს ინგლისისა და საფრანგეთის სამხედრო მისიიების წარმომადგენლებთან ჯორდანთან და შარდინიესთან, სომხეთთან ომის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში მოლაპარაკების შედეგი შემდეგნაირად აისახა: საქართველოს მთავრობამ, მთავრობის თავმჯდომარის მოლაპარაკებების შედეგების მოხსენების მოსმენის შემდეგ, დაადგინა:1.საქართველოს მთავრობა სიამოვნებით იღებს თანამოკავშირეების ინიციატივასსქართველოსა და სომხეთის ძმათამკვლელი ომის შეწყვეტის შესახებ.2.სქართველოს მთავრობა იღებს ტელეგრამის შემოთავარებულ ტექსტს შემდეგი ცვლილებებით:
ა.საქართველოს მხრიდან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ბრძანება უნდა გასცეს ჯარის მბრძანებელ საქართველოს მთავრობის მიერ.
ბ.როგორც კი შეწყდება საომარი მოქმედებები ორივე მხრიდა, სომხეთის ჯარი ვალდებულია გაათავისუფლოს ბორჭალს მაზრის მათ მიერ დაკავებული პოზიციები, იმ პირობით, რომ დაუბრუნდებიან ომამდე მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს, რითიც აღადგენენ ორივე მხრისთვის statusquoantebellum; საქართვლოს მთავრობა თავის თავზე იღებს მოსახლეობის პირად და ქონებრივ უსაფრთხოებას.
გ.შერეული კომისია, რომლის შექმნაც პროექტირდება ტელეგრამაში, სხვა სახითხებთან ერთად, უნდა დაადგინოს თუ რომელი მხარე იყო თავდამსხმელი, რადგან როგორც დამნაშავემ აუნაზღაუროს მეორე მხარეს ქვეყნის დაცვით გამოწვეული ხარჯები და ზარალი.
საქართველოს მიერ მიღებული ზემოდხსენებული დადგენილებები გაცამულ იქნა ინგლისის მისიისათვის , რომლის პირობებიც მათ მიერ გადაცემულ იქნა სომხეთის მთავრობისათვის, თუმცა სომხეთი მთავრობა საომარ მოქმედებებში წარმატების გამო ვერ დაუშვებდნენ ომის შეწყვეტას და მითუმეტეს statusquo-ს აღდგენას, ამგვარად კატეგორიული უარი განაცხადეს საკითხის ამგვარად გადაწყვეტაზე.
ამ დროს ბრძოლის ველზე მიმდინარეობდა ცვალებადი წარმატების სასტიკი შეტაკებები. ამგვარად 21 დეკემბერს აშაგი-სერალის რაიონში ქართულმა ჯარმა მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი სომხეთის ჯარს, გარდაიცვალა 100 მეტი ადამიანი, მათ შორის 3 ოფიცერი, ნადავლის სახით დაპყრობილ იქნა 2 ტყვიამფრქვევი, 140 იარაღი, ტყვიები და ა.შ., ტყვედ აიყვანეს 50 ადამიანი. თუმცა 21 დეკემბრის ღამეს სომხური ჯარის მიერ დაკავებულ სადგურ აშაგ-სერალის კვლავ დაკავება შეუძლებელი გახდა. მხოლოდ 30 დკემბრის 10 საათსა და 30 წუთზე მიიღებული 100 კაციანი რაზმის,ოფიცრებისა და ტყვიამფრქვევის დახმარებით საბოლოდ დაიკავეს სადგური აშაგ-სერალი. სომხეთის ჯარს დანაკლისი შეადგენდა 90 ადამიანს, მათ შორის 4 ოფიცერი. პოლკოვნიკი ჯაფარიძე გადმოსცემდა, რომ: „წინ ერთი ვერსტის მანძილზე კიდევ არაა მოშორებული გვამები."
მალევე ბაქოსა და ბათუმში მყოფმა ინგლისურმა ჯარმა განაცხადა საქართველოს დარჩენილი ნაწილის დაკავების სურვილი, მათი თქმით შიდა წესრიგის შენარჩუნების მიზნით.ამასთან დაკავშირებით 1918 წლის 22 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ე.გეგეჭკორმა მიმართა ნოტით ინგლისის მისიის თავმჯდომარე ჯორდანს, რომლიც იუწყებოდა:
„1. საქართველოს მთავრობას არ თვლის საჭიროდ საქართველოს ტერიტორიაზე შიდა წესრიგის შენაჩუნების მიზნით უცხო ჯარის შემოყვანას, რადგან ამ მიზნის მისაღწევად საქართველო ფლობს შესაბამის ძალებს.
2. თუ მოცემული ჯარის შემოყვანა ემსახურება რაიმე სხვა მიზანს, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ჯარის შემოყვანა არ შეიძლება განხორციელდეს საქართელოს მთავრობის თანხმობის გარეშე.
3. მეორე პუნქტის შესაბამისად შემოყვანიი ჯარს არ აქვთ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება..." .
პოლკოვნიკ ჯორდანის საპასუხო ნოტაში ნათქვამია: „ ჩვენ არ ჩავერევით თქვენს საშინაო საქმეებში და არ დავარღვევთ თქვენი ხალხის თავისუფლებებს". ნათელი იყო, რომ ეს დარწმუნებები ატარებდნენ მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, მიუხედავათ ამისა საქართველოს მთავრობა იძულებული იყო დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნა. რამოდენიმე დღის შემდეგ (25 დეკემბერი) ინგლისის ჯარი შემოვიდა თბილისში, რომელიც გახადა ცენტრალური კავკასიაში მოკავშირეთა მთავარი კომისრის რეზიდენცია. დაშნაკებმა მაშინვე მოიპატიჯეს ინგლისელები, რადგან იმედოვნებდნენ, რომ მათი საშუალებით დაამყარებდნენ სომხეთის ახალ საზღვრებს.
23 დეკემბერს გ.მაზნიაშვილი და გ.კვინიტაძე ჩავიდნენ სადგურ აშაგ-სერალში, შექმნეს შტაბი და დარჩნენ ომის დასრულებამდე. მდგომარეობა ფრონტზე იყო შემდგომი, წულუკიძის რაზმის დარჩენილი ნაწილმა, 200 კაცზე ნაკლები ადამიანი, დაიხია დებერ-ჩაის მარჯვენა ნაპირთან. გენ.სუმბათაშვილის რაზმი მოეშველა მათ და ერთად შესძლეს მოწინააღმდეგეთა მოწინავე ნაწილების გამოდევნა, რომლებიც იდგნენ აშაგ-სერალის სამხრეთით შულავერის მიმართულებით. გენერალ სუმბათაშვილისა და წულუკიძის რაზმებმა იმავე დღეს დაიბყრეს ერთ-ერთი მწვერვალი თუმცა მათი შემოტევა შეჩერებულ იქნა სომხური ჯარის არტილერიის მიერ, არადისციპლინირებულმა მოხალისეებმა გაათავისუფლეს სიმაღლეები.
საქართველოს ჯარის წარუმატებლობის მიზეზი გახდა აგრეთვე „ადგილობრივი" სომხური მოსახლეობის ქმედებები, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ სომხური ჯარის ხელისშეწყობას. ამის შესახებ საველე შტაბის ეროვნული გვარდიის გენერალი იმნაძე იუწყებოდა: „საიდუმლოდ. 1918 წლის 23 დეკემბერი, №01235. ეროვნული გვარდიის შტაბი. ბოლო ბრძოლებში სომხეთის ჯარის ყველა ქმედებაში აისახება ქმედებების ერთგვაროვანი სახე: ფრონტზე შეტევას ყველაზე გადამწყვეტ დროს მოსდევს იმავდროული ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყება, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენი ჯარის მდებარეობის მოწინავე თუ უკანა ფლანგებზე. ამასთან ეს მოსახლენი, სავარაუდოდ მართულნი სომხეთის მეთაურობის მიერ, თავიანთ ქმედებებს ათანხმებენ საერთო გეგმას, ამიტომ შემომტევ სომხურ ჯარს უწევენ დიდ დახმარებას. გუშინდელ სადახლოს ბრძოლაში სომხებმა გამოიყენეს იგივე მეთოდი. ფრონზე შეტევასთან ერთდროულად შულავერისა და დანიის მოსახლეობამ დაიწყო გენ.წულუკიძის რაზმის უკან დაიწყეს კომუნიკაციების განადურება და დაჯგუფებების ორგანიზება ქართული ჯარის უკან მოქმედებებისათვის."
ომის განმავლობაში სომხური ადგილობრივი მოსახლეობა იქცეოდა ისივე სამარცხვინოდ, როგორც იქცეოდა დაშნაკთა ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ. თავისი ქმედებებით სომხებმა დაამტკიცეს, რომ წარმოადგენენ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერს. ომის მსვლელობისას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ასევე თბილისში, საქართველოს სომხური ეროვნული საბჭო და სომხეთის წარმოჩენილი „სამხედრო და საზოგადო" მოღვაწეები ახორციელებდნენ დივერსიულ და საბოტაჟურ ქმედებებს, ამასთან საქართველოს დედაქალაქში გამოსცემდნენ გაზეთებს და აწამოებდნენ იდეოლოგიურ ომს საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტში სომეხი დეპუტატები აშკარად იცავდნენ არა საქართველოს, არამედ სომხეთის ინტერესებს. ამის გამო დაკავებულ იქნა სომეხი ეროვნების 2000-ზე მეტი მოქალაქე.
საომარი მოქმედებები გრძელდებოდა, სომხური ჯარი არ თმობდა პოზიციებს და იკავებდა ეკატერინფელდს, სადახლოს, შულავერსა და მიმდებარე სიმაღლეებს. სომხეთის არტილერია იდგა ამ მაღლობებსა და ქ.შულავერის მისადგომებში. ეს გარემოება აიძულებდა გ.მაზნიაშვილს ჯერ დაეკავებინა ეს სიმაღლეები და შემდგომ დაეგეგმა საერთო შეტევა ქ.შულავერზე.
23 დეკემბერს ეს მისია დაეკისრა გენერალ ჩხენკელს, ხოლო 24 დეკემბრის ღამეს დაიგეგმა ქალაქზე იერიში. 23 დეკემბერს სამტრედიის გვარდიამ ჩხეტიანის მეთაურობით გაანადგურა სომხური ძალა და დაიკავა ეს სიმაღლეები. ღამის 12 საათზე მაზნიაშვილმა გასცა შულავერზე შეტევის ბრძანება, თუმცა ამ დროს მოვიდა ცნობა სიმაღლეების ისევ სომხების მიერ დაკავების შესახებ. ჩხეტიანმა დაადასტურა ეს ცნობა, განაცხადა, რომ საღამოს გვარდიელებმა თვითნებურად, ბრძოლის გარეშე დატოვეს პოზიციები და ჩავიდნენ სოფელში. თავიანთი ქმედება გვარდიელებდა ახსნეს შემდეგნაირად: „ აქ ცივა, ჩავალთ სოფელში, გავთბებით, დავლევთ ჩაის, ღამეს გავათევთ და ისევ დავიკავებთ პოზიციებს."
ამგვარად შულავერზე დაგეგმილი შეტევა ჩაიშალა, როგორც ჩანს გვარდიელები, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა არ აღიქვავდა სერიოზულად სომხეთის შემოტევას, რაც შესაბამისად გახდა გვარდიელთა ასეთი ქმედების მიზეზი. გ.მაზნიაშვილი იძულებული გახდა გადაედო შეტევა, მოხალისეთა დაჯგუფებების ასეთი ტრაგიკული ქმედებებით იკარგებოდა ძვირფასი დრო.
24 დეკმბრის დილას მაზნიაშვილმა კიდევ გასცა სიმაღლეების დაკავების ბრძანება და მისი შეკავება სადამ არ დაიკავებდნენ ქალაქ შულავერს. 24 დეკემბერს დილიდან სამტრედილებმა ისევ შეუტიეს მათ მიერ მიტოვებულ სიმაღლეებს და სომხური ჯარი დაამარცხეს და ხლში ცაიგდეს 2 ტყვიამფრქვევი. თუმცა საღამოს ჩხენკელმა ისევ განაცხადა, რომ სამტრედიელებმა კვლავ დატოვეს პოზიციები და ცავიდნენ სოფელში. მოხალისეების ქმედებით აღშფოთებულმა ჩხენკელმა იკითხა: „ დაითხოვონ ის, რადგან არ სურს ასეთი არადისციპლინირებული რაზმის მეთაურობა". ამით შეტევა კვლავ გადაიო.
მალევე საქართველოს სამხედრო მინისტრმა გ.გიორგაძემ მიიღო ულტიმატუმი დროს ყაზახ-ბორჭალოს მაზრის რაზმისაგან, რომელშიც იყო მითითებული: „ საქართველოს რესპუბლიკის ჯარის ნაწილების მიერ ბორჭალოსა და ახალქალაქის მაზრის დაბყრობა, რომელიც დასახლებულია ძირითადად სომეხი ხალხის მიერ, მოცემულ რაიონში საქართველოს ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო და დაუშვებელმა ქცევებმა გამოიწვიეს მოსახლეობის სამართლიანი აღშფოთება.
ამჟამად იარაღისა და ძალის გამოყენების საშუალებით საქართველოს რესპუბლიკის ჯარის ნაწილები გადასროლილია მდინარე ხრამს იქეთ და ბორჭალოს მაზრის ტერიტორია, რომელიც სომხებითაა დასახლებული, გათავისუფლებულია.
გთავაზობთ ახალქალაქის მაზრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას საქართველოს რესპუბლიკის ჯარისაგან თუ არ გსურთ სამომავალო სისხლისღვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები გავაგრძელო საბრძოლო მოქმედებები მდ.ხრამის ჩრდილოეთით."
საქართველოს სამხედრო მეთაურობის აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ გ.გიორგაძემ მოსთხოვა გ.მაზნიაშვილს მოწინააღმდეგის ჯარის განადგურება ყველა მიმართულებით. გ.მაზნიაშვილმა დაიწყო ჯარის სამზადისი გენერალური შეტაკებისათვის, ჩამოყალიბდა სამი ძირითადი მიმართულება: 1.ცენტრალური ფრონტი- შულავერის მიმართულბა, მეთაური გენერალ გ.სუმბათაშვილი; 2. დასავლეთ ფრონტი- ეკატერინფელდის მიმართულება, მეთაური ვ.იმნაძე; 3. აღმოსავლეთის ფრონტი- სადახლინის მიმართულბა, მეთაური გენერალ გ.წულუკიძე. ქართული ჯარის იერიში დაინიშნა 25 დეკემბრის ღამის 12 საათისთვის.
იმავე 25 დეკემბერს თბილისში ინგლისისა და საფრანგეთის მისიის წარმომადგნლებმა დაადგინეს: „საომარი მომქმედებები სომხეთსა და საქართველოს შორის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს." ეს დადგენილება შემდეგი სახით გაეგზავნა სომხეთის სახელმწიფოს: „ დიდი ბრიტანეთის გენერალ-მაიორ რაიკფორტმა, რომელიც ამჟამად იმყოფება თბილისში, და პოლკოვნიკ შარდინმა, რომელიც ფრანგულის მისიის სათავეშია, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ჟორდანიასთან ერთად კონფერენციაზე, ბატონ ჯამალიანის თანდასწრებით, დაადგინეს, რომ საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ბატონ ჯემალიანის პროტესტის მიუხედავათ, გენერალ რაიკროფტმა, პოლკოვნიკ შარდინიმ და საქართველოს მთავრობის თავჯმდომარემ ბატონმა ჟორდანიამ დაადგინეს: შერეული კომისია, რომელიც შედგება ინგლისელი, ფრანგი, ქართველი და სომეხი წარმომადგენლებისაგან, სასწრაფოდ უნდა გაემგზავროს ფრონტზე შეთანხმების შემდეგი პირობების განსახორციელებლად:
კომისია ადგენს გარნიზონების რიცხოვანებას, რომელიც ბორჭალოს მაზრის ჩრდილოეთ ნაწილი უნდა დატოვოს ქართულმა ჯარმა, ხოლო სომხურმა- სამხრეთ ნაწილი. ახალქალაქის მაზრაც უნდა დატოვოს ქართულმა ჯარმა. გარნიზონბი უნდა იყოს მცირერიცხოვანი.
ქართული ჯარი იდგება მათ მიერ ამჯამად დაკავებუ ზოლზე, სომხურმა ჯარმა უკან უნდა დაიხიოს თურქეთის ტერიტორიისკენ დისიხ-ჯელალ-ოღლის ზოლზე.
ბრიტანული პიკეტი იდგება სომხეთისა და თურქეთის ჯარს შორის სარკინიგზო გზაზე. სადაო ტერიტორიაზე ადმინისტრაცია იქნება შერეული.
ახალქალაქის მაზრაში ქართულ ადმინისტრაციას თვალყურს ადევნებს მოკავშირეთა კომისია, რომელიც შედგება ადგილობრივ სომეხი და მუსულმანი მოსახლეობისაგან
საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლები მოკლე ვადაში გაგზავილ იქნებიან ევროპაში, სადაც საზღვრებთან დაკავშირებულ საკითხს გადაწყვეტენ დიდი სახელლმწიფოები."
ამავდროულად კარაკლისში სომხეთის რესპუბლიკის ჯარის მეთაურ გენერალ სილიკოვთან ერთად გაემგზავრა კომისია შემდეგი შემადგენლობით: ბრიტანეთის ჯარის კაპიტანი დუგლას ვიპერსკი, ფრანგული არმიის კაპიტანი გასფელდი და ქართული ჯარის პოლკოვნიკი ჯაფარიძე, თუმცა სომხეთის სახელმწიფომ უპასუხოდ დატოვა და კატეგორიული უარი განაცხადა ტელეგრამა პირობების შესრულებაზე. იმავე დღეს დრომ მიიღო სამხედრო მინისტრის ო.ახვრდიანის ბრძანება"...გააგრძელეთ შეტევა შეუწყვეტლად... ყველა მიმართულებით..." ამგვარად მოცემული დოკუმენტიდან გამომდინარე ჩანს, რომ სომხეთის ჯარის წინსვლა არ შეჩერებულა არც მოკავშირეთა და არც მთავრობის მოთხოვნით. მოკავშირები ითხოვდნენ ომის შეწყვეტას, თუმცა სომხეთის სახელმწიფო თბილისის დაბყრობის იმედით აგრძელებდა საომარ მოქმედებებს.
17 დეკემბერს სომხეთის ჯარის მიერ დაგეთ-ხაჩენის დაკავების შემდეგ თბილისამდე დარჩენილი იყო 70 კმ. მაგრამ როგორც ავღნიშნეთ 18 დეკემბერს მათ გზა მოუჭრეს, რის შემდეგაც სომხური ჯარი რთი კვირის მაძილზე ერთსა და იმავ ადგილზე იდგა და ვერ შესძლო ქართული თავდაცვის გარღვევა. 24 დეკემბრის შემდეგ ყველა მიმართულებით ინიციატივა ქართულმა ჯარმა აიღო ხელში, აქედან გამომდინარე იმ დროს თბილისის დაბყრობის საშიშროებ აღარ იდგა.
25 დეკემბერს ქართული ჯარის მეთაურობამ მოახდინა ძირითადი ძალების მობილიზაცია შულავერის, ეკატერინფელდისა და სადახლინის მიმართულებით და დაიწყო საერთო შეტევა ფრონტზე. ეკატერინფელდისთვის ბრძოლაში ქაქუცა ჩოლოყაშვილმაა, გიორგი მაისურაძემ, ვალიკო ჯუღელმა და სხვა გამოჩენილმა მოღვაწეებმა შესძლეს მოწინააღმდეგე ძალის დამარცხება და ქალაქის გათავისუფლება.
ღამის 2 საათზე შულავერის მიმართულბით ქართულმა ჯარმა დაიკავა მთა შულავერის სამხრეთ-აღმოსალეთ სიმაღლები, 26 დეკემრის სასტიკ შეტაკებაში მე-6-ე პოლკის როტამ ა.მაჭავარიანის მეთაურობით, ჰაუბიცებისა და არტილერიის დახმარებით, აიღეს ჩრდილოეთ სიმაღლეები , დაკარგეს მხოლოდ 12 ადამიანი. მოწინააღმდეგების დანაკლისი წარმოადგენდა 170 ადამიანს, ტყვედ ჩავარდა 57 ადამიანი, გარდა ამისა სომხებმა დატოვეს 7 ტყვიამფრქვევი, ათობით იარაღი და საბრძოლო მასალები.
27 ეკემბერს როს ჯარს მიუსწრო რეზერვმა, დაიკავა აშაგი-სერალის სადგურიდან 4 კმ.ში მდებარე ადგილი საიდანაც ართილერიის ცეცხლს უხსნიდა მთლი დღის განმავლობაში აშაბ-სერალს, ე.ი. ქართული ჯარის შტაბსა და რეზერვს. ამიტომ შულავერის პოზიციიდან მოიხსნა რაზმი, რომელსაც პოლკოვნიკ წულუკიძის მეთაურობით ევალებოდა სადახლოს მხრიდან მტრის პოზიციებზე უკნიდან თავდასხმა, აგრთვე ევალებოდა გზაზე მყოფი მოწინააღმდეგისა და სადგურ შაგ-სერალის დამცხრილველი რაზმის განადგურება. წულიკიძის რაზმის მიერ ამოცანა შესრულებულ იქნა და დამატბით 4 ზარბაზნიც კი ჩაიგდეს ხელში. შემტყობინების მომტან მხედარს გ.კვინიტაძემ უთხრა: „ გადაეცით პოლკოვნიკ წულუკიძეს, რომც ყველა ფრონტზე წარმატებაა, შემდგომ მითითებებს გამოვუგზავნი სხენოსნის მეშვეობით და მანამდე გააგრძელოს სომხბის განდევნა და შეასრულოს უკვე გაცემული ბრძანებები."
28 დეკემბერს დილის 5 საათზე გ.მაზნიაშვილმა მიიღო შეტყობინება, რომ ოფიცერთა რაზზმა გაარღვია სომეხთა დაცვა და შევიდა შულავერში. სომხეთის ჯარმა, ვერ გაუძლო რა ქართული ჯარის ზეწოლას, დაცალეს ქალაქი და გაიქცნენ. დილის 7 საათისთვის ყველა სომხური პოზიცია დაკავებული იყო ქართული ჯარის მიერ.
29 დკემბერს პოლკოვნიკმა წულუკიძემ სადახლოს მიდამოში შემოუარა უკნიდან სომხურ ჯარს და დიდი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გაფანტა იგი. რის შემდეგაც მდ.დებედა-ჩაის მარჯვენა სანაპიროზე შეხვდა გაქცეულ სომხურ ჯარს, რომელსაც უკან მოსდევდა სუმბათაშვილის რაზმი, გაერთიანებული ძალით მიაყენეს მოწინააღმდეგეს მძიმე და საბოლოო დარტყმა,რის შემდეგაც დაშნაკთა ჯარმა ვერ შესძლო ფეხზე დადგომა.
ქართული ჯარის მეთაურთა შემდეგი ამოცანა იყო სანაინის გათავისუფლება. ამ მიზნით მარცხენა ფლანგმა მიიღო ლომბელოსა და ნორაშენის დაკავების ბრძანება, მარჯვენა ფლაგს ევალებოდა ოპრეთთან დასვლა და იქედან სანაინზე საერთო იერიშის მიტანა. 30 დეკემბერს ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა.
დამარცხებისა და ჯარის უკუსვლის გამო სასოწარკვეტილმა სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა მოკავშირეების 25 დეკემბრის წინადადების მიღება ომის შწყვეტასთან დაკავშირებით. კლაკლისში 30 დეკემბერს მოკავშირეთა მეთაურობამ მიიღო ტელგრამა სომხეთის სახელმწიფოსაგან: „ სომხეთის სახელმწიფო თანახმაა ჯარის გაყვანასა და დაუყოვნებლივ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე, როგორც გადაწყვეტილი იყო გენერალ რაიკროფტის მიერ...". როგორც ჩანს ერევნის დაკარგვის შიშით სომხთის სახემწიფომ მიიღო მათ პოლიტიკურ წრეებში არაპოპულარული გადაწყვეტილება და დათანხმდა status-quo-ს აღდგენას.
31 დეკემბერს სომხეთის ჯარი დამარცხდა ბოლნის-ხაჩენსა და ბაშკიჩეთში. სომხეთის ჯარის დარჩენილი ნაწილები გარბოდა ფრონტიდან ისეთი სიჩქარით , რომ ქართული ჯარი ვერ ეწეოდა, ერევნისკენ გზა ფაქტიურად გახსნილი იყო, მაგრამ 31 დეკემბრს 4 საათზე ფრონტის მეთაურმა გ.მაზნიაშვილმა მიიღო ბრძანება: „ მთავრობის ბრძანების საფუძველზე გავალებთ საომარი მოქმედებების შეწყვეტას, 31 დეკემბრის 24 საათზე. ჯარი უნდა გაჩერდეს იმ ადგილას სადაც იქნება მოცემულ დროს. მოწინავე რაზმებს მეთაურებს ევალებათ შეატყობინონ სომხეთის ჯარის მეთაურებს ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება. აცნობეთ ისინი, რომ უნდა დაუბრუნდნენ იმ პოზიციებ, რომლებსაც იკავებდნენ საომარი მოქმედებების დაწყებამდე. ზემოდხსენებული დროის დადგომისას საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს ყვლაფრის მიუხედავათ, დაუყოვნებლივ ამცნობეთ ბრძანების მიღების შესახებ."
მთავრობის ბრძანებამ აღშფოთება გამოიწვია სამხედრო მეთაურობაში, მიუხედავად ამისა ქართული ჯარი აგრძელებდა წინსვლას, სომხეთის ჯარი დამარცხდა და ფაქტიურად არ უწევდა წინააღმდეგობას ქართულ შეიარაღებულ ძალებს. მოკავშირეტა მეთაურობა შეეცადე ქართული ჯარის იერიშის შეწყვეტას, თუმცა გ.მაზნიაშვილი პასუხობდა: „ მაქვს ბრძანება გავჩერდე მხოლოდ 24 საათზე."
19138 წლის 31 დეკემბერს 12 საათზე საომარი მოქმედებები შეწყდა. სომხეთის ჯარი განადგურდა და დაბრუნდა იმავე პოზიციაზე, რომელსაც იკავებდა ომამდე. მტერმა განაცხადა ინტერესებზე და დამარცხდა.
მიუხედავად მოვლენათა ამგვარი განვითარებისა, ა.ხატისიანი თავის მოგონებებში ცინიკურად წერს: „ სომხური ჯარის წინსვლა შეწყვეტილ იქნა, მაგრამ არა საქართველოს მთავრობის მიერ, არამედ სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილბით." ტუმცა ზემოდხსენებულიდან გამომდინარე ჩანს, რომ სომხეთის მთავრობის მიერ შეწყვეტილ იქნა არა წინსვლა, არამედ ჯარის უკანდახევა და აღდგენილ იქნა ომამდელი მდგომარეობა.
სომეხი მცნიერი გ.გევორკიანი იგივე აზრს უსმევს ხაზს თავის ნაშრომში და ამტკიცებს, რომ სომხური ჯარი შეჩერებულ იქნა ფრანგი და ინგლისელი დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ.
ისტორიული წარსულის გაყალბება- სომეხი ისტორიკოსების ძირძველი ტრადიციაა, სწორედ მიტომ მათი ნაშრომები არ წარმოადგენენ მეცნიერულ ღირებულებას.
სომხეთის საქართველოზე ვერაგული თავდასხმის კომენტირებისას, ი.ა.ჯავახიშვილი წერდა: „ ისტორიის მწარე გაკვეთილების მიუხედავად, სომხეთის სახელმწიფოს არ შეურცხვა საქართველოში შემოჭრასა და დედაქალაქის ძალით დაბყრობას. არ არის რთული არმოვიდგინოთ, თუ როგორ გაიზრდება მათი მადა, როდსაც დაავიწყდებათ ისტორიის მწარე დღეები, ამიტომ საქართველოს მტავრობა და ქართველი ხალხი ვალდებულია გაამახვილონ შესაბამისი ყურადღება მის საზღვრებზე და ღირსეულად დაიცვან იგი. ეს არ შეუშლის ხელს ერთიანობას, ძმობასა და მეზობლურ ურთიერთობებს მათთან, ვინც ნამდვილად ფიქრობს მეზობლობასა და ძმობაზე."
ამგვარად სომხეთის გეგმა, ჩამოაშოროს საქართველოს მისი სამხრეთ ტერიტორიები, ჩაიშალა. სომხეთის ხელისუფლებამ საქართველოს წინააღმდეგ თავიანთი ქმედებებით, ორი ერის ურთიერთობების ისტორიაში ჩაწერა კიდევ ერთი შავი ფურცლელი.
--------------------------------------------------------
ე.კ.სარკისიანი. ოსმალეთის იმპერიის ექსპანსიონური პოლიტიკა...,გვ.401.
R.G.Hovonnisian. The Republic of Armenia. University of California Press. Los Angeles. London. Volume I, 1975,
გ.ი.კვინიტაძე. ჩემი მოგონებები საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 1917-1921. პარიზი, 1985, გვ. 58
გ.მაზნიაშვილი. მოგონებები 1917-1925. თბ.,1927, გვ. 118(ქართ.ენაზე)
კარიბი.(პ.გელეიშვილი). წითელი წიგნი. ტიფლისი, 1920, გვ. 215.
Газ. «Мшак».21.11.1918. გაზეთის ამონარიდი ЦГИАА.,ф.276,оп.№.1,д. №93,л.118.
ЦГИААГ,ф.1969, оп. №.2, д. №57, л. 49.
ლეო (არაკელ ბაბახანიანი). წარსულიდან. ტიფლისი, 1925, გვ. 42 (სომხურ ენაზე.) აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობდა 1918 წლის ნოემბრის თვის მაძილზე.
ვორონცოვკა- ეხლანდელი კალინინო სომხეთში.
ბორჭალო-მარნეული.
ეკატერინფელდი-ბოლნისი.
ბაშკიჩეთი-დმანისი.
ЦГИААГ,ф.1969,оп.№.,д. №21,л.18.
არქივის დოკუმენტებში „დაუდევრად" იყო წაშლილი ოპერატიული მნიშვნელობის შემაჯამებელი მასალები, სადაც შევძელით ამოგვეკითხა, რომ 17 ქართველ მესაზღვრეს თავი ჰქონდა მოკვეთილი.
სომხურ-ქართული ურთიერთობების ისტორიიდან, 1918 წელი (სასაზღვრო კონფლიქტები, მოლაპარაკებები, ომი, შეთანხმება).ტიფლისი, 1919, გვ. 88-89.
იქვე. გვ. 90
ს.გ.მდივანი 1918 წლის 8 დეკემბერს სომხეთთან შეთანხმების მიუღწევლად გაემგზავრა ერვნიდან.
უზუნლაზის საზოგადოების ნარჩვი ტადიანი და კარაეშიშიანი. ЦГИАА, ф.276., оп.№1, д. №96, л.22.
ЦГИАА,ф.276,оп.№1.,д. №91,л.88.(об).
ЦГИАА,ф.1969,оп.№1.,д. №24,л.32.
ბ.იშხანიანი, ქართულ-სომხური შეიარაღებული კონფიქტი.ბაქო,1919,გვ.21
ქართულ-სომხური ურთიერთობების ოსტორიიდან...,გვ. 89
Газ. „ბრძოლა", 9.12.1918, №241.
ქართული ჯარების ზურგს უკან არსებული სომხური ჯარის შესახებ გახდა ცნობილი 13 დეკემბერს.
აღსანიშნავია, რომ სომეხი მოსახლეობა თბილისში მზად იყო ამბოხებისათვის, ელოდებოდნენ სომხური ჯარის მოახლოებას.
მოცემულ შემთხვევაში ლაპარაკი იყო კარინჯის, ცატერის, კოცჰაგანისა და კოჩხის საგუშაგოებზე.
ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან...გვ.89-90.
ЦГИАА,ф.276,оп.№1.,д. №96,л.116.(об).
იმავე დღეს, 9 დეკემბერს დიდი ლოდების სროლით გამოიწვიეს სამი თურქული ყუმბარებით სავსე ვაგონის(წასვლის შემდეგ მათ მიერ დატოვებული) აფეთქება. სადგური ფაქტიურად განადგურდა.
ЦГИААГ,ф.1864,оп.№1.,д. №1,л.4.
ЦГИАА,ф.276,оп.№1.,д. №96,л.118.
ЦГИАА,ф.276,оп.№1.,д. №96,л.119.(об).
ამის შემდეგ სომხეთის ჯარის ნაწილები გადასროლი იქნა კარაკლისის მიდამოებში.
არც სომხეთისა და არც საქართველოს არქივებში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა შედეგი გამოიღო ამ შეტაკებამ.
ЦГИАГ,ф.1864,оп.№1.,д. №1,л.57.
ს.გ. მდივანი ჩავიდა ალექსანდროპოლში 10 დეკემბერს. სამხედრო მოქმედებებისა და დაზიანებული ლიანდაგის გამო. მან და სომხურმა დელეგაციამ ვერ ჩააღწია თბილისში.
სომხურ-ქართული ურთიერთობების ისტორიიდან..,გვ.92; ЦГИАА,ф.276,оп.№1.,д. №594,лл.9-10.
ЦГИАГ,ф.1864,оп.№1.,д. №1,л.59; სომხურ-ქართული ურთიერთობის ისტორიიდან...,გვ.92-93.
საქმე იმაშია, რომ უზუნლართან განლაგებული ქართველი პიკეტები სთხოვდნენ მოსახლეობას საკვები პროდუქტების მოტანას-კარაქი, ფქვილი, კარტოფილი და ა.შ. თუმცა კომისარის თანაშემწემ უხეში ფორმით უარი განუცხადა ქართველებს თხოვნაზე, რის შემდეგაც მოკლს.(იხ.ბ.იშხანიანი. სომხურ-ქართული შეიარაღებული კონფლიქტი, გვ. 21.) ჩვენ არ ვუარყობთ ქართული ქვედაგანაყოფების ასეთ ქმედებას, თუმცა მოცემული ინციდენტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო სომხური აჯანყების და მითუმეტეს სომხეთის შეიარაღებულ ჩარევას საქართველოს საშინაო საქმეში.
ს.გ.მდივანს ვერ წარმოედგინა, რომ ელაპარაკებოდა ამბოხების ორგანიზატორს. დრო,-წერს ლეო- უბიძგებდა სამხრეთ საქართველოს სომხურ დასახლებას, რომ ჰქონოდა საქართველოში შეიარაღებული შეჭრის მიზეზი.(ს.მ.ლეო.წარსულიდან, ტიფლისი,1925,გვ.42; ა. აბდალაძე. მეტი ობიექტურობა, ჟურნალ „მნათობი", N3-4, თბ. 1998, გვ. 186. ქართ. ენაზე).
სომხეთის მეთაურობას გამიზნულად შეყავდა ს.მდივანი გაუგებრობაში და უხატავდნენ მომხდარის არარეალურ სურათს.
კობერში მსახური ქართველთა ჯარის ნაწილი მოკლულ იქნა, ნაწილი კი-ტყვედ აყვანილი.
მათ შეუერთდა კიდევ ერთი მგზავრი.
როგორც გაირკვა ვარდტაპეტ სარქისიანი იყო სომხური ამბოხების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
მხედველობაშია ერევაში წარმოებული მოლაპარაკებები სახელმწიფო საზღვრების მშვიდობიან გატარებასთან დაკავშირებით.
სომხუ-ქართული ურთიერთობების ისტორიიდან...,105-106.
ЦГИАГ,ф.11864,оп.№.1,д. №34,л.179.
გ.ი.კვინიტაძე. ჩემი მოგონებები. მხედველობაშია ერევანში წარმოებული მოლაპარაკებები საზღვრების მშვიდობიანი გარკვევის შესახებ; სომხურ-ქართული ურთიერთობების ისტორიიდან ...,გვ.105-106.სცია ,ფ.1864, აღ.№.1,ს. №34, ფ.179.
სცია,ფ.51,აღ.№.1,ს. №3,ფ.84.
ო.კაჩაზნუნის ულტიმატუმი თბილისში მიიღეს 16 დეკემბერს, ე.ი. მაშინ როდესაც სომხეთის ჯარმა ოფიციალურად გადალახა საქართველოს საზღვრები სადაც მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები.
ЦГИАГ,ф.51,оп.№.1,д. №8,л.77.
ЦГИАГ,ф.51,оп.№.1,д. №8,л.91. სომხურ-ქართული ურთიერთობების ისტორიიდან...,გვ.112-113; ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო ურთიერთობების შესახებ მასალები და დოკუმენტები.ტიფლისი,1919,დოკ.№235бგვ.456-457.
იქვე შესაბამისად,л.94; გვ.113-116; დოკ№№ 236,237, გვ.458-459.
ЦГИАГ,ф.1864,оп.№.1,д. №13,л.8.
ЦГИАГ,ф.1864,оп.№.1,д. №13,л.27.სომხურ-ქართული ურთიერთობების ისტორიიდან...,გვ.122.
გოგუაძე.მოგონებები.პარიზი,1963. ქართული ემიგრაციული ლიტერატურა.დაბრუნება.მრავალტომეული.ტ.III,თბ. 1992,გვ.449-450(გ.შარაძის სრული რედაქციით,ქართ.ენაზე).
იქვე,лл.31-32жпмю122-123. მოწინააღმდეგეთა დანაკლისი უმნიშვნელო იყო, 3 საბრძოლო საშუალება და 30 მდე ჯარისკაცი.ქართულმა ჯარმა უკან დახევისას ნეხვში ჩამარხა საბრძოლო მასალები, რადგან არ ჰქონდათ გატანის საშუალება.
ა.ანდრანიკიანი. „დრო" ერევანი,1991, სომხ.ენაზე. ქართული თარგმანი და კომენტარები ა.აბდალაძე.ჯურნალ „მნათობში", №№-4, თბ.,1998,გვ.175.
ამიერკავკასიისა და საქართელოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები.დოკ.№ 238,გვ.460.
ამიერკავკასიისა და საქართელოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები.დოკ.№ 240,გვ.461.
ა.ხატისიანი. სომხეთის რესპუბლიკის შექმნა და განვითარება.ბეირუტი,1968,გვ.123(სომხ.ენაზე).
ამიერკავკასიისა და საქართელოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები.დოკ.№ 242,გვ.464-466.
იქვე, დოკ.№245, გვ.468-469.
იქვე, დოკ.№246, გვ.469-470.
გაზ."საქართვლოს რესპუბლიკა" №117, 17.XII.1918; გაზ."ბრძოლა", №244, 17. XII.1918; გაზ. „ტიფლისის ურცელი" №272, 17. XII.1918 და სხვ.
ლეო(ა.ბაბახანიანი) სასაზღვრო დავა. ქართული თარგმნა და კომენტარები ა.აბდალაძე. ჟურნ. „ისტორიული ვერტიკალები".თბ.,1991,№1,გვ.86 და შემდგ.
გაზ."საქართველო", №243, 1918.
„სომხურ-ქართული კონფლიქტი", გაზ."საქართველო", №205, 1918.
„სომხეთის თავდასხმა", გაზ."საქართველო", №203, 1918.
„პარლამენტის სხდომაზე წარმოთქმული სიტყვა გაზ."საქართველო", №205 , 1918.
„საქართველო და სომხეთი". გაზ."საქართველო", №206, 1918.
„სომხურ-ქართულ კონფლიქტზე".გაზ."საქართველო", №207, 1918.
გაზ."სახალხო საქმე" №416, 1918.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი სომეხი მწერალი ოვანეს ტუმანიანი ქართულ-სომხური ერების მეგობრობის გააფთრებული დამცველი იყო. მას ჰყავდა 13 შვილი. თურქეთთან ომის დროს დაიღუპა მისი უფროსი ვაჯი, რის შემდეგაც ო.ტუმანიანმა გააგზავნა თავისი 7 ქალიშვილი ფრონტზე მოწყალების დებად. საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომის დროს მისი ქალიშვილები იმყოფებოდნენ ერევანში, მან უბრძანა შვილებს არ მიეღოთ არანაირი მონაწილეობა საქართველო-სომხეთის ომში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაწყევლიდა შვილებს. (სმ.ბ.არველაძე.ოვანეს ტუმანიანი.თბ.,1969,გვ.174)(ქართ.ენაზე).
ნ.ნ.ჟორდანია.ჩემი წარსული(მოგონებები).თბ., 1990,გვ.93 (ქართ.ენაზე).
გამოსვლის მნიშვნელოვანებიდან გამომდინარე მოგვყავს სრული ტექსტი.
ნ.ნ.ჟორდანია ლაპარაკობს უდაოდ საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე.
ი.კარჩიკიანი, ვისზეც ლაპარაკობდა ნ.ჟორდანია, იყო „დაშნაკცუთუნთა" პართიის ერთ ერთი ლიდერი. მაგრამ წინააღმდეგი იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული იმ პოლიტიკისა, რომლის მომხრენიც იყვნენ სომხეთის ხელმძღვანელები. ი.კარჩიკიანი მოკლულ იქნა ომამდე ცოტა ხნით ადრე. მკვლელმა აღიარა დანაშაული და გაზეთ „აშხატოვორ"-ში გამოაქვეყნა წერილი, სადაც წერდა, რომ კარჩიკიანი მოკლა გააზრებულად, რადაგან ის 4 წლის მანძილზე ატარებდა სომხეთისათვის წამგებიან პოლიტიკას. „გაანადგურა სომეხი ერი მისი ცეცხლა და ხმალზე გადაცემით". დაუსჯელად დარჩენილმა კვლავ დაიკავა საპასუხისმგებლო თანამდებობა, „ვმოქმედებდი დამოუკიდებლად და მზად ვარ პასუხი ვაგო საქციელზე". ს.მდივანი აღნიშნავდა, რომ კარჩიკიანის მკვლელობა დიდი დანაკლისი იყო ჩვენთვის, რადგან სომხურ-ქართული კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტაში შეეძლო დიდი წლილი შეეტანა. თუმცა არ მისცეს ამის შესაძლებლობა, ჩხენკელთან ერთად დააბრალეს ყარსის გაყიდვა და ამიტომ მოკლეს( გაზ."ერთობა".№266, 8.XII.1918).
საქართველოსა და ამიერკავკასიის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები. დოკ.№ 248, გვ.473-476; ЦГИАГ,ф.1836,оп.№1.,д. №166,л.10-12.
პრემიერ-მინისრის გამოსვლის შემდეგ პარლამენტში ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს, რომელიც ნათლად ასახავს იმ დაძაბულობას, რაც არსებობდა ორი ერის პოლიტიკ წრეებში. ნ.ჟორდანიას გამოსლის შემდეგ დეპუტატები ფეხზე დგომით უკრავდნენ ტაშს, თუმცა დაშნაკებს რა თქმა უნდა არ შეეძლოთ ქართველთა გრძნობის გაზიარება და არამარტო არ აპლოდირებდნენ, არამედ ფეხზეც არ წამოდგნენ. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ დეპუტატმა გ.რცხილაძემ ესროლა მათ სკამი, სხვებმა კი მუშტები მოიხმარიეს. დაშნაკები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ პარლამენტის სხდომა, ქართველების მიმართ ბრაზისა და სიძულვილის მომატებით.(ЦГИАГ,ф.1836,оп.№1.,д. №166,л.3).
გ.მაზნიაშვილი, მოგონებები..,გვ.123.
გ.მაზნიაშვილი, წერს გ.კვინიტაძე, ადგა თავისი სავარძლიდან, მე დამაჯინა და თქვა : „აი შენ რუკა, ქაღალდი,მელანი, ფანქარი, და შეუტიე". (სმ.გ.კვინიტაძე. ჩემი მოგონებები საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში...,გვ.60).
ჯერ კიდე 18 დეკემბერს გ.კვინიტაძე აფრთხილებდა გენერალ გედევანიშვილს, რომ „ არ შეიძლება არც ერთი ადამიანის სანაინში გაგზავნი, პირიქით ყველა უკან არის დასაბრუნებელი სადახლოში." (სმ.გ.კვინიტაძე(სმ.გ.კვინიტაძე. ჩემი მოგონებები საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში...,გვ.58).
18 დეკემბერს სადგურ აირუმზე, ჯავშანმატარებელი 250 კაცის შემადგენლობით ტყვედ ჩავარდა. ЦГИАГ,ф.1946,оп.№1.,д. №1,л.24; 250 ქართველი ტყვედან სომხებმა გადაარჩიეს 37 ადამიანი, გახადეს და დახვრიტეს. ამის შესახებ ჩანაწერს აწარმოებდა სომეხი ოფიცერი, რომელიც წერს: „ მაღლადმდგომებისადმი არაერთი თხოვნა და მიმართვა არ დაეხვრიტათ ტყვეები უხეშად იქნა უარყოფილი"(ЦГИАА,ф.200,оп.№1.,д. №67,л.134(об)). დანარჩენთა ხვედრი გაურკვეველია, შეიძლება განთავისუფლებული ყოფილიყვნენ 1919 წლის იანვარში.
გურევის არქივის დოკუმენტები (აშშ) სსრკს სამოქალაქო ომის შესახებ. კომენტარები და ტექსტის პიბლიკაციის სამზადისი ვ.მ.უსტინოვი და ე.ნ.ნაუმოვი. ჟურნ."სამამულო არქივები"მ.,1992, №1,გვ.61.
გ.კვინიტაძე, ჩემი მოგონებები საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში...,გვ.59.
ნ.გ.ვაშაღმაძე. სომხურ-ქართულ ომი 1918 წელს.ჟურნ"საქართველო",№№,თბ.,1992, გვ.31(ქართ.ენაზე)
გ.მაზნიაშვილი. მოგონებები...,გვ.124-125.
გ.კვინიტაძე. ჩვენი მოგონებები საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში...,გვ.61.
გ.კვინიტაძე.მოგონბები...,გვ.126.
ЦГИАГ.Ф.1946,оп.N1,д.N1,лл.4,23.
ЦГИАГ.Ф.1864,оп.N1,д.37,л.7.; ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები. დოკ.№250.გვ.477-478; სომხურ-ქართული ურთიერთობის ისტორიიდან...,გვ.128-129.
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები. დოკ.№251.გვ.478-479.
ЦГИАА.Ф.276,оп.N1,д.N69,л.104.
ЦГИАГ.Ф.1946,оп.N1,д.N1,л41.
ЦГИАГ.Ф.1946,оп.N1,д.N1,л.67.
ЦГИАГ.Ф.1946,оп.N1,д.N1,л.62-63.
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ დოკუმენტები და მასალები. დოკ.№208.გვ.425-426.
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ დოკუმენტები და მასალები. დოკ.№209.გვ.426-427.
გ.რ.მარხულია. სომხეთის ნაციონალური პარტია „დაშნაკცუთუნის" შექმნისა და მათი საქართველოსადმი პოლიტიკის შესახებ ისტორიიდან 1918-920წწ. ისტორიული ძიებანი.აფხაზური ორგანიზაცია. წელიწდეული. ტ.II, თბ.,1999, გვ.192.
როდესაც გ.მაზნიაშვილი და გ.კვინიტაძე მიუახლოვდნენ სადგურ აშაგ-სერალს, მათ შეხვდა გენ.სუმბათაშვილი. ჩემი დანახვისას, -წერს გ.კვინიტაძე- მან მითხრა: „ თქვენც ჩამოხვდით აქ თქვენი სახელის შესალახად". „ის ისედაც შელახულია"- პასუხობდა გ.კვინიტაძე-„არ ღირს ამაზე ფიქრი".(სმ.გ.კვინიტაძე. ჩემი მოგონებები საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში...,გვ.60). მსოფლიო ომის გმირთა გენერლების საუბრიდან გამომდინარე, ჩანს თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო ისინი საქართველოს სახელმწიფომ „თავისი სამშვიდობო და ინტილიგენტური დიპლომატიით".
გ.კვინიტაძე.ჩემი მოგონებები საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში...,გვ.62.
სომხურ-ქართული ურთიერთობების ისტორიიდან..., გვ.125-126.
ამის შესახებ სმ.შ.თეთვაძე, ო.თეთვაძე. სომხები საქართველოში.თბ.,1998,გვ.98 და შემდგ.(ქართ.ენაზე).
ამის შესახებ სმ. დ.ჭუმბურიძე,ქართულ-სომხური ურთიერთდამოკიდებულება 1918-1921წწ. და ქართული საზგადო აზრი. თბ., 1999, გვ.27 და შემდგ.(ქართ.ენაზე).
შ.თეთვაძე,ო.თეთვაძე. სომხები საქართველოში, გვ.98.
გ.მაზნიაშვილი.მოგონებები...,გვ.127-128; გ.კვინიტაძე. ჩემი მოგონებები საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში...,გვ.67.
გ.კვინიტაძე.ჩემი მოგონებები საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში...,გვ.67-68; გ.მაზნიაშვილი.მოგონებები...,გვ.128.
ЦГИАГ.Ф.1864,оп.N1,д.N32,л.1.
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ დოკუმენტები და მასალები. დოკ.№253.გვ.480; ЦГИАГ.Ф.1864,оп.N1,д.N1,л.28.
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ დოკუმენტები და მასალები. დოკ.№254.გვ.480-481; სომხურ-ქარტული ურთიერთობების ისტორიიდან...,გვ.131.
ЦГИАА.Ф.200,оп.N1,д.N67,л.134. დოკუმენტი დიდი გულდასმით იყო გადახაზული ბევრ ადგილას, როგოც ჩანს სომხეთის სახელმწიფო აცნობიერებდა დოკუმენტის მნიშვნელობას.
ვ.ჯუღელი. მძიმე ჟვარი (ეროვნული გვარდიელის წერილები). ტიფლისი, 1920, გვ.37; გ.კვინიტაძე. ჩემი მოგონებები...,გვ.71.
გ.მაზნიაშვილი.მოგონებები...,გვ.128-129; გ.კვინიტაძე. ჩემი მოგონებები..,გვ.70.
ЦГИАГ.Ф.1864,оп.N1,д.N37,л.42.
გ.კვინიტაძე. ჩემი მოგონებები...,გვ.71.
გ.მაზნიაშვილი,მოგონბები...,გვ.123.
იქვე,გვ.130.
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ დოკუმენტები და მასალები. დოკ.№256.გვ.483.
ბაშკიჩეთი-ეხლანდელი დმანისი.
აღსანიშნავია, რომ ჯარის ნაწილებთან ერთად დასახლებას ტოვებდა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობაც, თუმც ომის შემდეგ ისინი კვლავ დაბრუნდნენ საქართველოში ვითომც არაფერი მომხდარიყო.საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ მიიღო ისინი ისეთი ზრუნვით, თითქოს იყვნენ „გმირები" და არა ქართველი ერის მტრები.
ЦГИАГ.Ф.1864,оп.N1,д.N32,л.168.სომხურ-ქართული ურთიერთობების ისტორიიდან...,გვ.132.
ЦГИАГ.Ф.1864,оп.N1,д.N31,л.28.
ა.ხატისიანი, მოგონებები. ბეირუთი, 1958,გვ.149.(სომხ. ენაზე).
ა.ანდრანიკიანი."დრო".გვ.177.
ი.ა.ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები. თბ.,1919,გვ.60-61.(ქართ. ენაზე).

Прочитано : 10


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента