ЭКОНОМИКА

ეუთო–ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა ბუდაპეშტის შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის გამოსვლა –1994 წელი 6 დეკემბერი

21.11.15 16:39




პატივცემულო ბატონო თავჯდომარე!

პატივცემულო სახელმწიფო მეთაურებო!

ქალბატონებო და ბატონებო!

გამოჩენილი სტუმართამოყვარეობისათვის , ქალაქ ბუდაპეშტში ჩვენი მუშაობისათვის შექმნილი შესანიშნავი პირობებისათვის უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ არფად გონთსას და უნგრეთის მთავრობას გულწრფელ მადლობას მოვახსენებ.



აზერბაიჯანელი ხალხი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციას , რომელიც ევროპაში იმართება.,ახლანდელი შეხვედრისაგან მრავალ სიკეთკს მოველით. 1975 წელს ჰელსინკში ეუთოს დასკვნითი აქტის ხელმოწერამ მსოფლიო პროცესებზე დიდი ხნის მანძილზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა.ბოლო წლებში მსოფლიოში მიმდინარე ძირითადი ცვლილებების ერთ–ერთი პირველი მინიშნება იყო, შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა , გამოჩნდნენ ეუთოს წევრი სუვერენული სახელმწიფოები , ჩემი ქვეყანა– სუვერენული აზერბაიჯანიც მათ შორისაა.

თანამედროვე პირობებში ეუთოს მნიშვნელობა და როლი კიდევ უფრო მატულობს . ახალ ევროპას ,რომელსაც არ ექნება საზღვრები და გავლენის სფეროები გაუმჯობესებული ეუთო სჭირდება., რომელიც გააძლიერებს მის დემოკრატიულ მოღვაწეობას, და ადამიანის უფლებების დაცვის პროცესებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, რომელიც შესძლებს წინ აღუდგეს აგრესიულ ქმედებებს, რომლებსაც შეუძლიათ ზარალი მიაყენონ ჯერ კიდევ სუსტი ახალგაზრდა სახელმწიფოების სუვერენულობასა და დამოუკიდებლობას ან და მათ გეგმებს , ჩვენი კონტინენტის ცხელ წერტილებში აღადგენს სტაბილურობას, „ცივი ომის „ დასრულების შემდეგ ევროპის უსაფრთხოების ახალი ბინის ერთ–ერთ მყარ და სარგებლიან საფუძვლად და საშუალებად იქცევა, ყოველივე ეს ძალზედ აუცილებელია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შექმნა საბაზრო ეკონომიკა,კანონმდებლობა,რომელიც უზრუნველყოფს მრავალპარტული სისტემას, ადამიანთა უფლებებისა და პიროვნების თავისუფლებას .ამჟამად კი დემოკრატიის შექმნის გზაზე რწმენით მიაბიჯებს. გარდატეხის პერიოდის ობიექტური სიძნელეების, იძულებით ჩათრეული ექვსწლიანი ომის შედეგების მიუხედავად, ჩვენ აღნიშნული გზის დიდი ნაწილი გავიარეთ და დარწმუნებული ვართ ,რომ დასახულ მიზნებს მივაღწევთ.

აზერბაიჯანი ჩაერთო ნატოს„ სამშვიდობო თანამშრომლობის , განიარაღებისა და შეიარაღების მეთავლყურეობის სფეროში საერთაშორისო იურიდიული ვალდებულებების პროგრამაში , მათ შორის სერიოზულად უდგება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებას .

ჩვენ, ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის ,რომ დავაჩქაროთ მსოფლიო ერთობაში ჩართვის პროცესი, მრავალ ქვეყანასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ,მათ შორის ჩვენს ახლო მეზობლებთან და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყნპსთან.

წელს, 20 სექტემბერს, კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში ნავთობ საბადოების ერთობლივი გადამუშავებისათვის მსოფლიოს მსხვილ კომპანიებთან ხელშეკრულების ხელმოწერა ჩემს მიერ აღნიშნულეთა ბრწყინვალე ნიმუშია. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო,რომ ამ მსხვილი ინვესტიციის პროექტის მონაწილეთა ერთი ნაწილი ეუთოში შემავალ წევრ ქვეყნებს– რუსეთს, ინგლისს, თურქეთსა და ნორვეგიას წარმოადგენენ. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება დიდ დახმარებას გაუწევს ამ კონფერენციის მონაწილე ქვეყნებისა და ხალხების ერთმანეთთან დაახლოებას , ევროპაში სტაბილურობის და თანამშრომლობის გაძლიერებას.

პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო!

კონფერენციის მონაწილეთათვის ცნობილია,რომ ექვსწი წლის წინ ჩვენი რესპუბლიკის ერთი ნაწილის – მთიანი ყარაბაღის მიტაცების მიზნით ჩვენს წინააღმდეგ აგრესია განახორციელეს. სომხეთის რესპუბლიკამ , მთიანი ყარაბაღის სეპერატისტებმა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ფართო სამხედრო ოპერაციები განაცხორციელა . აზერბაიჯანის ქალაქ შუშისა და ლაჩინის დაპყრობის შემდეგ ,ფაქტიურად მთიანი ყარაბაღი ანექსირებული იქნა. მთიან ყარაბაღში 50 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა ,მათი სახოვრებელი ადგილ–მამული გაპარტახებული და განადგურებულ იქნა. სომეხთა გაერთიანებლმა ძალებმა ისარგებლეს რა მთიანი ყარაბაღის საოპერაციო მოედნით აზერბაიჯანის ექვსი სხვა რაიონი– მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რაიონები , რომელთა ტერიტორია ყარაბაღის ტერიტორიას ოთხჯერ აღემატება ქელბეჯერის,აღდამის, ფიზულის, ჯაბრაილის,ზანგილანი და გუბადლის რაიონები ოკუპაციაში მოაქციეს.

აგრესიის შედეგად აზერბაიჯანის ტერიტორიის 20 პრცენტზე მეტი ოკუპირებულ იქნა. ჩემს თანამემამულეთაგან 20 ათასზე მეტი კაცი დაიღუპა, დაახლოებით 100 ათასზე მეტი კაცი დასახიჩრდა და ინვალიდი გახდა,6 ათასზე მეტი ტყვედ ჩავარდა, მშობლიური კერებიდან აყრილი და განდევნილ იქნა ერთ მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი,ანუ რესპუბლიკის მოსახლეობის დაახლოებით ხუთი პროცენტი , დღეს–დღეობით კარვის ქალაქებში ცხოვრობენ და ყველაზე აუცილებელ მოთხოვნილებებსაც ვერ იკმაყოფილებენ.ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 700– ზე მეტი ქალაქი და სოფელი გადამწვარი , მთელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები გაპარტახებული, უძველესი კულტურის კერები კი განადგურებული იქნა.

კონფლიქტის მოგვარების მიზნით , 1992 წლის გაზაფხულზე ეუთოს მიერ მინსკის ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანელი ხალხი დიდი იმედით შეხვდა.ჯგუფის შემადგენლობაში კონფლიქტის მონაწილე სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად მსოფლიოს ცხრა გავლენიანი სახელმწიფოც შედის. აღნიშნულმა ჯგუფმა გასულ წელს მრავალი საქმე გააკეთა,რასაც მადლიერების გრძნობით ვაფასებთ .

მინდა განსაკუთრებით გამოვყო რუსეთის ფედერაციის საშუამავლო მოღვაწეობა. მისი მცდელობისა და ეუთოს დახმარებით შვიდი თვეა რაც ცეცხლი შეჩერებულია და სისხლი არ იღვრება. მაგრამ ცეცხლის ნებისმიერი ფორმით შწყვეტა , ჯერჯერობით მშვიდობას არ ნიშნავს. თუ არ დაიდება პოლიტიკური ხელშეკრულება , რომელიც გაითვალისწინებს მხარეთა ინტერესებსა და საერთაშორისო უფლებათა ნორმებს ძლიერი და სამართლიანი მშვიდობა ვერ დამყარდება. ვიყენებთ რა ცეცხლის შეჩერების მომენტს , ინტენსიურად ვცდილობთ,რომ აღნიშნულ შეთანხმებას მივაღწიოთ.

მინდა დაგარწმუნოთ რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკას ამ პროცესში ძალზედ მშვიდობიმოყვარე და პრაქტიკული პოზიცია უკავია. აგრესიის მიუხედავად ,ჩვენ სომხეთის მხარეს სამართლისა და ჰუმანიზმის საფუძველზე , ეუთოს პრინციპების, გაეროს უშიშროების საბჭოს დადგენილების საფუძველზე მშვიდობას ვთავაზობთ. მზად ვართ, რომ მთიანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას მივცეთ გარანტია , რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას , მზად ვართ კონფლიქტის ზონაში განვალაგოთ ეუთოს სამშვიდობო ძალები . მზად ვართ აზერბაიჯანის სახელმწიფოს შემადგენლობაში განვიხილოთ მთიანი ყარაბაღის სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს სომხების ,როგორც ეროვნულ უმცირესობის უფლებებსა და უსაფრთხოებას, აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კომუნიკაციის ნორმალური მუშაობის უზრუგნველყოფისათვისაც მზად ვართ . მაგრამ არსებობს ჩვენთვის ურყევი ნორმები და პრინციპები , ეს არის საზღვრების ხელშეუხებლობა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებული მიწებიდან მთელი სომეხი შეიარაღებული გაერთიანებების გაყვანა და დევნილების მშობლიურ მამა–პაპეულ მიწებზე დაბრუნება

ის, რომ სომხეთის მხარე არად აგდებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ გაჰყავს თავისი შეიარაღებული ძალები , დაბრკოლებას უქმნის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას .

დღეს , მინსკის ჯგუფის მონაწილეთა შორის აზრთა სხვაობის ლიკვიდაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისათვის მათ ერთობლიობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად მივესალმებით,ეუთოს თავჯდომარის მშვიდობის დამცველი ძალების ორგანიზების სფეროში მცდელობებს უღრმეს მადლობას მოვახსენებ ყველა სახელმწიფოს,რომლებმაც მხარი დაუჭირეს თავჯდომარის მოწოდებას და მათ ამ კეთილშობილურ საქმის განხორციელებაში დახმარებას მხარდაჭერას ვთხოვ.

მდინარე ხრამზე მდებარე ხიდის, რომელიც სომხეთსა და საქართველოს აკავშირებს ,აფეთქების შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ტერ პეტროსიანის განცხადებამ ძალზედ განმაცვიფრა. სრულიად ვუარყოფ პრეტენზიას იმის შესახებ რომ ვითომდაც ამ მოვლენაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელი ურევია . და ამ განცხადებას მივიჩნევ ბრალდებად ,რომელსაც არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია.მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე , საბრძოლო ოპერაციის ზონიდან ასობით კილომეტრის დაშორებით მომხდარი მოვლენის აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის შეჩერების რეჟიმის უხეშად დარღვევის ბრალდებასავით შეფასება ,ჩემში განასკუთრებით შეშფოთებას იწვევს.

ასეთი შთაბეჭდილება იქმნება,რომ აზერბაიჯანს, რომელსაც ამ მოვლენაში არავითარი ხელი არ აქვს , მდგომარეობის გართულებისათვის სპეციალურად ასახელებან . ამასთან დაკავშირებით, ბატონ ლევონ ტერ– პეტროსიანს მოვუწოდებ უარი თქვას ნებისმიერ დაუფიქრებელ ქმედებაზე, რომელიც ზიანს აყენებს აქ, ბუდაპეშტში ჩვენს მეჯლისზე შექმნილ შესაბამის სამშვიდობის პროცესს .

ერთხელ კიდევ ვაცხადებ,რომ ჩვენი სახელმწიფო მიღწეული ცეცხლის შეჩერების რეჟიმის ერთგულია და სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებისათვის მზადაა ძალისხმევის არ დაიშუროს.მე , ბატონ ლევონ ტერ–პეტროსიანს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობის გზაზე აქტიური თანამშრომლობისაკენ მოვუწოდებ.

ბუდაპეშტის კონფერენციას კონფლიქტის მოგვარების საქმეში წარმატების მიღწევისათვის უნიკალური შესაძლებლობები აქვს. ეუთოს წევრ სახელმწიფოთა პატივცემულ მეთაურებს ვთხოვ,რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ექვსწლიანი ომის კერის ჩაქრობაში, რომელმაც ჩემს ხალხს , მილიონობით ადამიანს ტკივილი და ტანჯვა მიაყენა. დახმარება გაგვიწიონ და ამითაც ხელი შეუწყონ ევროპის უშიშროების თანამშრომლობის შესახებ კონფერენციის დასკვნითი აქტის პრინციპების განხორციელებას. ამ დოკუმენტს ,ჩვენ ყველანი საგანგებოდ მოვაწერეთ ხელს.

მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента