ЭКОНОМИКА
21.11.15 16:56
არავის გულით არ სურვებია
ძმობა, ერთობა და სიყვარული
როგორც ჩვენ თქვენი!.. ჩვენ იმ თავითვე
ამ აზრით ვიყავით ხომ გამსჭვალული.
როცა დაემხო თქვენი სამეფო...
მტერმა დაიპყრო რა თქვენი მხარე,
ვინ იყო თქვენი თანამგრძნობელნი,
თუ არ ჩვენ? ვღვარეთ ცრემლები მწარე.
რაც - კი შევსძელით , არვ დაგვიკლია,
გეხმარებოდით ჭირში ძმურადა,
და მეფეებიც ქართველი ჯარით
თავს სდებენ ანში ვაჟკაცურადა.
ბოლო მიგიღეთ სამსობლოშიაც,
გამოგიწოდეთ ძმებს ძმურად ხელი.
ტაძრები მოგცათ თვით ეკლესიამ....
ისე მიგიღეთ, ვით საყვარელი.
ჩვენ სისხლს ვანთხევდით თვენი გულისთვის,
თქვენ იმ დროს მხოლოდ თქვენთვის ვაჭრობდით,
ჩვენ ,რომ როგორც ძმებს , თავს გევლებოდით,
თქვენ თურმე მაშინ სულ სხვას ნატრობდით.
აბა, თუ რამე მიგიძღვით ღვაწლი,
საქართველოს წინ წამოაყენეთ!
და თუ ჩვენც შრომა ვერ დაგიფასოთ,
უარი გვყავით და შეგვაჩვენეთ!
თითქმის მეტია ათას წელზედაც,
საქართველოში მოსახლედ რომ ხართ!
აბა, თუ ჩვენგან რამე გაკლიათ?
ღმერთმაც ხომ იცის, ეხლაც გვიყვარხართ.
მაგრამ თქვენგან-კი არა გვახსოვს -რა,
გარდა მტრობისა და სიძულვილისა.
ჩვენზე ისე ხართ შემოჩენილი,
როგორც წურბელა და მატლიო კბილის.
როგორ არ გითხრათ, რომ მამა -პაპით
ჩვენში გაზრდილხართ...ჩვენში შობილხართ,
და სასომხეთი , როგორც ქვეყვანა,
არც-კი გინახავთ, არც-კი ყოფილხართ.
დედა-ენადაც ქართული ენა
ჰქონიათ თქვენთა მამა-პაპათა.
ეხლა-კი ძმადაც აღარ გვკადრულობთ,
აგვითვალწუნეთ, აგვიღეთ ყბადა.
და აღარც ამხელთ ქართულს...გრცხვენიათ!
თითქოს ის სომხურს უშლიდეს ხელსა...
და თქვენთან ერთად რომ მოსაქმოდეს,
გაურბით მტრულად დღეს თქვენ ქართველსა.
ამას ვჩიოდით! ამას ვსტიროდით!
ეს იყო ჩვენი მოთქმა და ზარი!
გვსურდა, რომ ჩვენსა და სომხებს შუა
არ დახშულიყო საერთო კარი
ნუთუ ამდენ ხანს ვერ მიხვდით განა,
რომ მტრობა-შურით ვერას გავხვდებით!
მხოლოდ ერთმანეთს კი გავაოფუჭეთ ,
დავგლახაკდებით ორივ... წავხდებით!
და რაც საჯაროდ დღეს წარმოგითქვამთ,
თუ მართლია, ვერ გეტყვით ,,ვაშას',
ის არ შეჰფერის ძმობა-ერთობას,
კეთილ მოღვაწეს და ნამდვილ მუშას.
სომეხი, ფრანგი, თათარი, ოსი,
ყველა ძმა არის, ვინც -კი მოგვცემს ხელს,
და საზიარო ჭირსა და ლხინში
იწამებს მოძმედ მოკეთედ ქართველს
აი რას ჰფიქრობს ყველა ქართველი,
სომხისთვისაც რომ კარგი სწყურია,
და იმიტომაც გულს ისრად ხვდება
თქვენი სიმღერა : ,,ხაჩატურია'.
1905წ. 2 მარტი.
Прочитано : 1
Напишите комментарии
Новостная Лента
-
18:0025.04.24
-
НБГ назвал спекуляциями предупреждения о рисках налоговой амнистии для офшоров
17:2025.04.24
-
16:4025.04.24
-
Европарламент принял резолюцию в связи с проектом закона «О прозрачности иностранного влияния»
16:0025.04.24
-
15:2025.04.24
-
14:4025.04.24
-
14:0025.04.24
-
12:5925.04.24
-
АБР выделит Грузии 46 млн евро на развитие здравоохранения
12:1625.04.24
-
По факту коммерческого подкупа задержан один человек
11:2325.04.24
-
Армения и Россия – от «союзничества» к открытой вражде...
11:0725.04.24
-
10:4025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:2024.04.24
-
В Батуми иностранцы стали жертвами вымогательства в баре, задержаны двое
16:4024.04.24
-
Ираклий Кобахидзе примет участие в «Конференции консервативного политического действия» в Венгрии
15:5424.04.24
-
Президент помиловала Лазаре Григориадиса
15:0024.04.24
-
14:1724.04.24
-
13:4524.04.24
-
Мария Захарова – Маневры НАТО у границ России повышают риски военных инцидентов
12:4224.04.24
-
12:0024.04.24
-
Нодар Шерозия отстранен от должности председателя сакребуло Рустави
11:1524.04.24
-
24-25 апреля в старом туннеле Рикоти в ночное время введут ограничения
10:3024.04.24
-
18:3123.04.24
-
Александр Месхи назначен директором Республиканской больницы
18:0623.04.24
-
Знаменитый шеф-повар Джейми Оливер прибыл в Грузию в рамках гастрономического тура
17:3023.04.24
-
16:5823.04.24
-
16:1523.04.24
-
15:2823.04.24
-
Ираклий Кобахидзе встретился с постоянными представителями разных стран при ООН
13:3823.04.24
-
12:5423.04.24
-
12:0823.04.24
-
Ираклий Кобахидзе поздравил старейшего госслужащего со 100-летием
11:1623.04.24
-
Рост количества визитов туристов в Грузию в I квартале составил 11% в годовом выражении
10:3023.04.24
-
Новый официальный курс доллара – 2.6729 лари
18:0022.04.24
-
17:3422.04.24