ЭКОНОМИКА
21.11.15 18:44
სომხეთსა და აზერბაიჯანს, აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციის, მთიანი ყარაბაღის გამო სრულმასშტაბიანი ომი ჰქონდათ და უკვე 15 წელია, რაც სამშვიდობო შეთანხმება დაიდო, ხოლო ტერიტორიას სომხეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. ეს ის დაზავებაა, რომლის დაკვირვებაც ცუდად ხორციელდება. კონტაქტის ხაზზე ხშირია ორმხრივი სროლა, რეგულარულად ფეთქდება ნაღმები და 30 000-მდე სამხედრო მუდმივად საომარ მზადყოფნაშია.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს გაყინულს ვერ ვუწოდებთ და მართლაც მთიანი ყარაბაღი "გაყინულ კონფლიქტთა" შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტად სახიფათოა, უფრო სახიფათო, ვიდრე მოლდავეთისა და საქართველოს კონფლიქტები. ორივე მხარე შეიარაღებისთვის რბოლაში ერთმანეთს ეჯიბრება, რამაც რეგიონი ევროპაში ყველაზე მილიტარიზებულ ადგილად აქცია. აზერბაიჯანი სამხედრო შესყიდვებში დღესაც $2 მილიარდს ხარჯავს, რაც სომხეთის ბიუჯეტზე მეტია. ორივე ქვეყანაში მტრული განწყობები აშკარაა და სიძულვილის პროპაგანდა ყოველდღიურად წარმოებს. მშვიდობა შორეულ პერსპექტივად რჩება, ხოლო "მინსკის ჯგუფის" შეხვედრებს, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ეგიდით ტარდება, ვერ მოაქვს ხელშესახები შედეგები.
ბაქოს მთავრობას უნდა, რომ მთიანი-ყარაბახი აზერბაიჯანის შემადგენლობაში დარჩეს, ხოლო სომხური ჯარი შვიდი ოკუპირებული რაიონიდან გავიდეს. ერევანი თვითგამორკვევის უფლებას ითხოვს და მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთის ინტერვენციამ საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ომი საკითხის ცუდი გადაწყვეტაა, ბაქო სულ უფრო შფოთავს უშედეგო დიპლომატიური მცდელობების გამო.
ევროკავშირის როლი
ომმა მთიანი ყარაბაღისთვის, რეგიონი შესაძლოა გამანადგურებელ შედეგებამდე მიიყვანოს. მას შეუძლია გააცამტვეროს რეგიონის ისედაც მყიფე სტაბილურობა და სერიოზულად დაემუქროს კასპიის ზღვიდან საერთაშორისო ბაზრებისთვის განკუთვნილი ენერგეტიკული მომარაგების უსაფრთხოებას, მათ შორის სამხრეთის კორიდორს, რომელიც ევროკავშირს კასპიის ზღვის ენერგეტიკულ რესურსებთან აკავშირებს. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ თურქეთი და რუსეთი სხვადასხვა დაპირისპირებულ მხარეს მიემხროს, იმ დროს, როდესაც აშშ-სა და ევროკავშირს პროცესებში ჩარევა გაუჭირდებათ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ისევე როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში იყო, შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს ევროპის კავშირს, ამიტომაა გასაოცარი ის, თუ რამდენად მცირე ყურადღებას უთმობს ევროპა კონფლიქტს.
იმ დროს, როდესაც ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული მოლდავეთის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის პრობლემების მოგვარებაში, ხოლო ახლა უკვე ჟენევის პროცესის მეშვეობით, საქართველოს კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში, ის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით უშუალოდ არავითარ როლს არ ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს ჰყავს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მინსკის ჯგუფის მუშაობაში, სადაც საფრანგეთს თავისი წარმომადგენელი ჰყავს, მისი როლი უმნიშვნელოა.
არის კიდევ ერთი პრობლემა - ევროკავშირის ინსტიტუტებში კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის დეფიციტია, ხოლო ზოგიერთ წევრ ქვეყანას პროცესებში ევროკავშირის ღრმად ჩართვა მაინც და მაინც არ სურს. ამავე დროს რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელოვნებას სულ უფრო მეტად აღიარებენ და არა მხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული დივერსიფიკაციის ტერმინებში - კასპიის ზღვიდან მომავალი მთავარი მილსადენი სულ 15 კილომეტრითაა დაშორებული ცეცხლის შეწყვეტის ხაზს და რამდენიმე საქაჩი სადგური შეტევის დროს დაუცველი და მოწყვლადი იქნებოდა. ამასთანავე, თუ შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა, არსებობს იმის შანსიც, რომ ევროკავშირს მისი შედეგების აღმოსაფხვრელად ჩარევას მოსთხოვენ (ისე, როგორც ეს გასულ წელს საქართველოსთან დაკავშირებით მოხდა) და თუ სამშვიდობო შეთანხმება შედგება, ევროკავშირი, სხვა კონფლიქტების მოგვარებაში მისი წარსული გამოცდილების გამო, დაზავების შესრულების ზედამხედველობას კარგად შესძლებდა. ამიტომ გონივრული იქნებოდა, ევროკავშირს ახლავე ეკისრა უფრო მნიშვნელოვანი ვალდებულება.
ევროკავშის ამოცანები
უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირი უნდა ინტეგრირდეს მინსკის ჯგუფში. თუ ევროპა სამშვიდო შეთანხმების მთავარი შემსრულებელი და გარანტორი გახდება, მას დასჭირდება შეთანხმების ფორმირების პროცესში ჩართვა. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთმა თავისი როლი უნდა დათმოს და მინსკის ჯგუფში ევროკაშირის ახალ წარმომადგენელს უფრო ცხადი და ძლიერი მანდატი უნდა მიენიჭოს, ისეთი, რომელიც 27 წევრი ქვეყნის სახელით მოლაპარაკებების წარმოების უფლებას მისცემს.
მეორე, ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, უჭერს თუ არა მხარს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. დადგება ის დროც, როდესაც ბრიუსელმა სომხეთის მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა უნდა მოსთხოვოს და იმ შემთხვევაში, თუ ერევანი უარს იტყვის მან ბერკეტები უნდა აამოქმედოს - სომხეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და ასოცირებული წევრობის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებით დაემუქროს. შეუძლებელია, ერთის მხრივ, აქო აზერბაიჯანი, როგორც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მოკავშირე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესების პროცესში და მეორეს მხრივ, ვერ შესძლო აზერბაიჯანის დახმარება საკუთარ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენაში. გაერო-ს უთვალავმა რეზოლუციამ, ნატო-ს დეკლარაციებმა და ევროპის საბჭომ, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
და ბოლოს, ევროკავშირის მიერ მთიანი ყარაბაღის სამშვიდო პროცესში, დასავლეთ-ბალკანეთში მიღებული გამოცდილება ასევე შეიძლება რელევენტური აღმოჩნდეს. როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება შედგება, ევროკავშირს შეეძლება, განაღმვის პროექტში ჩაერთოს, რადგან რეგიონი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დანაღმულ ტერიტორიას წარმოადგენს. ევროკავშირმა უსაფრთხოების სიტუაციის და ოკუპირებული ტერიტორიებისთვის მიყენებული ზარალის შესაფასებლად მისია უნდა გააგზავნოს, უნდა დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე, პატივსაცემი ექსპერტი კონფლიქტების მოგვარებაში, რომელსაც ყველა მხარე ენდობა და ამიტომ მთიანი ყარაბაღის საზოგადეობის ყველა ნაწილს შორის შუამავლობასა და გადაწყვეტილებების იდენტიფიცირების პროცესში დახმარებას შესძლებს. მან სხვადასხვა პროექტებზე სამუშაოდ თავი უნდა მოუყაროს ახალგაზრდულ ჯგუფებს. ევროკავშირი ასევე კარგად შესძლებს სამშვიდობო და რეკონსტრუქციის პროცესების ხელმძღვანელობას.
ევროკავშირის ახალი პროგრამა, აღმოსავლეთის პარტნიორობა აცხადებს, რომ მისი მიზანი აღმოსავლეთის სამეზობლოს სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობაა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის გარეშე ეს მიზნები ვერ განხორციელდება, ხოლო რეგიონი ფეთქებადსაშიშ ნაღმად დარჩება, ამიტომ ევროკავშირმა უნდა აჩვენოს, რომ საქართველოს გაკვეთილები შეისმინა და სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში მშვიდობისმყოფელის როლს უფრო აქტიურად შეასრულებს.
Прочитано : 1
Напишите комментарии
Новостная Лента
-
18:0028.03.24
-
17:2628.03.24
-
Подписан меморандум по развитию исследовательской деятельности грузинских и немецких ученых
17:0028.03.24
-
Георгий Амилахвари обсудил вопросы укрепления будущего сотрудничества с послом Италии в Грузии
16:2028.03.24
-
15:4028.03.24
-
Суд по делу Лазаре Григориадиса перенесен на 8 апреля
15:0028.03.24
-
Ираклий Кобахидзе встретился с послом Венгрии в Грузии
14:2128.03.24
-
В связи с EURO 2024 увеличивается частота рейсов из Грузии в Германию
13:4528.03.24
-
"Грузстат" - В 2023 году по сравнению с предыдущим годом рождаемость в Грузии снизилась на 5%
12:5528.03.24
-
В результате атаки российских сил на Херсон погиб один человек
12:0028.03.24
-
Германия передать Украине 10 тысяч артиллерийских снарядов
11:2128.03.24
-
На "Блэк Си Арена" пройдут концерты OneRepublic, Scorpions и Jungle
10:4028.03.24
-
ЕС и США «разделяют» Южный Кавказ, подчиняя Грузию хайскому лобби?
18:0527.03.24
-
18:0027.03.24
-
Каха Каладзе – 26 марта 2024 года будет вписано золотыми буквами в новейшую историю Грузии
17:2027.03.24
-
Грузия получит от УЕФА 9,25 млн евро за выход на Евро 2024
16:4027.03.24
-
16:0027.03.24
-
Владимир Зеленский - Алексея Данилова переводят на другое направление, об этом вы узнаете позже
15:2027.03.24
-
28-29 марта в Грузии ожидается теплая погода преимущественно без осадков
14:4027.03.24
-
14:0827.03.24
-
Посольство ЕС – Вместе с Грузией мы празднуем эту историческую победу!
13:0527.03.24
-
12:1027.03.24
-
Сегодня пройдет судебный процесс Михаила Саакашвили по делу о событиях 7 ноября
11:2127.03.24
-
10:4027.03.24
-
Армении не дадут «соскочить» с «Большой войны» - «Сасна Црер» опять «предупреждает»
8:5127.03.24
-
Дмитрий Кулеба призывает Запад передать Украине системы ПВО - Дайте нам эти чертовы Patriot
18:0026.03.24
-
Робин Данниган - Желаем сборной Грузии удачи в сегодняшней игре, все посольство болеет за вас
17:0026.03.24
-
16:2026.03.24
-
Ираклий Чиковани принял словацких дипломатов
15:4026.03.24
-
На участке Гудаури-Коби восстановлено движение легкового транспорта
15:0026.03.24
-
14:2026.03.24
-
Михаил Сарджвеладзе встретился с представителями медицинского сектора
13:4026.03.24
-
Из-за футбольного матча на «Динамо Арене» продлено время работы муниципального транспорта
13:0326.03.24
-
12:2326.03.24
-
Австрийское туристическое издание публикует статью о Грузии - Грузия, гордая история, часть Европы
11:2426.03.24
-
На перевале Накерала запрещено движение прицепов и полуприцепов
10:4026.03.24