ეკონომიკა
05.05.16 16:15
დამწყები ბიზნესის დასაფინანსებლად ერთ თვეში ახალი საფინანსო ინსტიტუტი დაიწყებს ფუნქციონირებას – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
კვირიკაშვილის განცხადებით, ამ საფინანსო ინსტიტუტის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება.
“მინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ეს გახლავთ ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რაც ეხება საქართველოში სტარტაპის, ანუ დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტის შექმნას. დღეს ჩვენ დავამტკიცებთ ამ ინსტიტუტის მუშაობის ძირითად პრინციპებს, ხოლო დღეიდან ერთი თვის თავზე ეს ინსტიტუტი დაიწყებს ფუნქციონირებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ახალი პარკის შენობაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა ოქროყანის ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, გამომდინარე იქიდან, რომ იგი იძლევა საშუალებას, დამწყებმა ბიზნესმა და ასევე ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ახალმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე,” განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევ აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტის შექმნა რაც მნიშვნელოვანი იქნება ინოვაციური პოტენციალის განვითარების კუთხით. მისივე თქმით, ამ მიმართულებამ გარდატეხა შეიტანა ბევრი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
“ამ ინსტიტუტის დაფინანსება ხდება საპარტნიორო ფონდის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით, საწყისი ბიუჯეტი იქნება 11 მილიონი ლარი, ხოლო საბოლოოდ ეს ბიუჯეტი გაიზრდება 35 მილიონ ლარამდე, რაც იძლევა საშუალებას, რომ ამ წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპი ჩატარდეს ასეთი პროექტების შერჩევის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ პროცესში ამ ინსტიტუტის სტრუქტურირებაში და შემდეგ, მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო პროფესიონალები, აღიარებული ექსპერტები,”- ამბობს პრემიერ-მინისტრი.
წყარო : IPN /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 73
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24