პოლიტიკა
09.05.16 15:35
ყოველდღიური შეხვედრები მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ზაფხულში წარმატებით დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მინისტრის თქმით, საქართველო ევროპარლამენტთან და ევროკავშირის საბჭოსთან აქტიურად მუშაობს, რათა საქართველომ მიიღოს დამსახურებული შედეგი, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც დღეს ევროკავშირში არსებობს.
”ეს პრობლემებია არალეგალური მიგრაცია, ევროსკეპტიციზმი და ა.შ., რომელიც ირიბად ახდენს გავლენას საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებაზეც. დღეს საქართველოს უწევს ბევრად მეტი სირთულის გადალახვა ამ პროცესში, ვიდრე, მაგალითად, ეს მოლდოვას შემთხვევაში იყო”, - აღნიშნავს მინისტრი.
მიხეილ ჯანელიძე ”ევროპის სახალხო პარტიის” წევრების განცხადებებსაც ეხმაურებს და განმარტავს, რომ პარტიის ცალკეული წარმომადგენლების მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ ასახავს არც ”ევროპის სახალხო პარტიის” პოლიტიკური ჯგუფისა და არც ევროპარლამენტის ერთიან პოზიციებს.
”აპრილში სტრასბურგში, ევროპარლამენტში ჩემი ვიზიტის დროს შეხვედრები გავმართე, როგორც ”ევროპის სახალხო პარტიის”, ასევე ევროპის სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროპული ინტეგრაციისთვის აქტიური მხარდაჭერა და ასევე, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დროულად მინიჭების მზაობა. ასევე, ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტში უკვე გაიმართა პირველი მოსმენა, სადაც მომხსენებელი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ”ევროპის სახალხო პარტიის” წარმომადგენელი იყო და ამ განხილვის დროსაც ნათლად გამოჩნდა საქართველოს საკითხისთვის სრული მხარდაჭერა”, - აღნიშნა მინისტრმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 73
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24