საზოგადოება

თბილისში ავტობუსების თანამედროვე გაჩერებები დაიდგმება

25.04.16 20:10


თბილისში შვიდასი ახალი, თანამედროვე გაჩერება გაჩნდება, რომლებიც უნარშეზღუდულ პირებზე ინება მორგებული.

აუქციონში გამარჯვებული კომპანია გაჩერებების მონტაჟს ივნისის დასაწყისში შეუდგება. სამუშაოები მომავალი წლის მაისამდე უნდა დასრულდეს.

კონსტრუქციის სიგანე 1,3 მ იქნება, სიგრძე კი 3–დან 5 მეტრამდე. გაჩერებები LED-ეკრანებით იქნება აღჭურვილი, განაცხადეს თბილისის მერიის პრეს-სამსახურში.
2016 წლის ივლისში თბილისის მერია კიდევ 200 ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს, რომელთა სიგრძე 12 მეტრი იქნება და ბუნებრივ აირზე იმუშავებს.

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები