საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერა

29.01.20 14:00


შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრმა ცენტრში მოქალაქეთათვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების სივრცე, შიდა ოპერაციების ახლად შექმნილი განყოფილება და საპატრულო პოლიციის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი დაათვალიერა.

ვახტანგ გომელაური ცენტრში მოსულ მოქალაქეებს პირადად გაესაუბრა.

მინისტრი 50-მდე საპოლიციო სერვისის მიწოდების პროცესს გაეცნო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ცენტრის თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციები და მითითებები მისცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვა 2018 წლიდან, სისტემური განახლების ფარგლებში დაიწყო.

გახსნის დღიდან ცენტრი 500 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრმა კი 250000-მდე ზარს უპასუხა.​

გასულ წელს ერთიანი მომსახურების ცენტრი ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ რუსთავში გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს საპოლიციო სერვისები ასევე „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიეწოდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი მომსახურების სტანდარტის დანერგვაა, რათა მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეს, დროის ნაკლები დანახარჯით, კომფორტულ გარემოში მიიღოს სამინისტროს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა საპოლიციო მომსახურება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები