პოლიტიკა

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ საქართველოს პროკურატურას და ევროპულ საგამოძიებო გუნდს წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა

25.04.24 18:00


საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ საქართველოს პროკურატურას და ევროპულ საგამოძიებო გუნდს ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მადლობას გიხდით გენერალურ პროკურატურას და მის ყველა თანამშრომელს ამ პრეზენტაციისთვის, შედეგებისთვის, მობილიზებისთვის, წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის, ასევე განსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოვხატავთ ევროპული საგამოძიებო გუნდის წევრების მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ღონისძიებაში, - განაცხადა საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ ოლივიე ლეფებვრიმ.

 

მისი თქმით, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენისთანავე, საფრანგეთის და ზღვისიქითა ტერიტორიების შინაგან საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურმა ოფისმა შუამდგომლობით მიმართა ევროპულ სააგენტოს - ევროპოლს და გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე, ევროჯასტის და ევროპოლის ხელმძღვანელობით სამართლებრივი ჯგუფის და ერთიანი ევროპული საგამოძიებო გუნდის შექმნა მოითხოვა.

 

ოლივიე ლეფებვრის განცხადებით, ერთობლივი საგამოძიებო გუნდის შექმნის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აღნიშნული ღონისძიება საერთაშორისო პარტნიორობისა და თანამშრომლობის შედეგად, საბოლოოდ წარმატებით განხორციელდა.

 

„მადლობა ჩემს კოლეგებს შვეიცარიიდან, ლიეტუვადან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ერთობლივ საგამოძიებო პროცესში“, - აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 1450


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები