პოლიტიკა

მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა ნათლად გვაჩვენებს ვითარების სიმძიმეს - გიგი წერეთელი

01.10.20 10:00


ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი წერეთელი, მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

 


გიგი წერეთლის თქმით, ამგვარი ფაქტები მძიმე დარტყამს აყენებს საარჩევნო პროცესს და საბოლოოდ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საარჩევნო პროცესის შეფასებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

 

წერეთელმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების განცხადებები სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე არ უნდა შემოიფარგელობდეს მხოლოდ სიტყვებით და ის უნდა განმტკიცდეს კონკრეტული მოქმედებებით. როგორც წერეთელმა აღნიშნა, სწორედ მსგავსი ფაქტების დაუსჯელობამ და შერჩევითმა დამოკიდებულებამ წაახალისა დაპირისპირება და ძალადობა.

 

„მარნეულში განხორციელებული მორიგი ძალადობა, ამჯერად უკვე ჟურნალისტებზე არის ერთიმხრივ სრულიად მიუღებელი და მეორემხრივ ძალიან მძიმე დარტყმას აყენებს საარჩევნო პროცესს. ხელისუფლების მხრიდან ვითარების რადიკალიზაცია, ყველაფრის ოპონეტებისათვის გადაბრალება და შიშის დანერგვა ამომრჩევლებში მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს და ამავდროულად ცუდ როლს ითამაშებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

 

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები არჩევნების მაღალ სტანდარტზე და დემოკრატიულობაზე უნდა იყოს გამაგრებული კონკრეტულ მოქმედებებით და ამგვარი გარემოს შექმნა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ არცერთი მოძალადე არ დარჩეს დაუსჯელი, რადგან სწორედ წინა პერიოდში მსგავსი ფაქტების მიმართ დაუსჯელობამ, შერჩევითმა დამოკიდებულებამ, წაახალისა დაპირისპირება და ძალადობა.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები