საზოგადოება

საქართველოში აივ ინფიცირების 418 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

01.10.20 12:20


მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში დაფიქსირებულია 418 ახალი აივ ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით გასული წლის 1-ელ ოქტომბერს ქვეყანაში აივ ინფიცირების 503 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

„მთლიანობაში კი, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში 2020 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაცემებით 8520 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებულია მათ შორის 6362 მამაკაცია და 2158 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1766 გარდაიცვალა. 2020 წელს გარდაიცვალა 131 აივ ინფიცირებული.

 

1-ელ ოქტომბრის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 5297 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია“, - აცხადებენ შიდსის ცენტრში.

 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.5% (3111) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია, 49.1% (4181) - ინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად 12.0% (1031) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან, 1.3%(109) - ინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით 0.5%, (41) - სისხლის რეციპიენტია 0.6%, (47) - გადაცემის გზა დაუდგენელია.

 

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3169 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი), სამეგრელოში 1168, შემდეგ იმერეთში 1020, აჭარაში 974, აფხაზეთში (529), კახეთში (427) ქვემო ქართლში (485), შიდა ქართლში (316), გურიაში (181), სამცხე-ჯავახეთში (113) და ა.შ.

 

„სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი, მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27გარდაიცვალა.3 გავიდა ქვეყნიდან, განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით _ 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით), სისხლის რეციპიენტი - 4, დაუდგენელი - 2“, - აცხადებენ შიდსის ცენტრში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები