პოლიტიკა

კახა კალაძე - შეცდომები იყო, იდეალური და შეცდომების გარეშე მგონი, მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ იყო

01.10.20 14:00


შეცდომები იყო, ცხადია. იდეალური და შეცდომების გარეშე მგონი, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დაუშვა თუ არა ხელისუფლებამ 8-წლიანი მმართველობის პერიოდში შეცდომები.

 

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა 20 ივნისს ხელისუფლების მხრიდან შეცდომა დაშვებული, კალაძე ამბობს, რომ შეცდომა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან იყო.

 

„20 ივნისი იყო შეცდომა ოპოზიციის მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან არა.

გადატრიალება, რევოლუციები, შევარდნა პარლამენტში მძიმეა და ცუდი. უნდა შევთანხმდეთ - ეს იქნება ხელისუფლება, ოპოზიცია თუ კონკრეტული პოლიტიკური წარმომადგენლები, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნების გზით. ეს უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ვის ანდობს ქვეყანას”, - განაცხადა კალაძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები