12.05.21 14:20
„არაბებმა ჭრილობა განაახლეს და გამოაგზავნეს შეტყობინება - მსოფლიოს ნუ ჰგონია, რომ ისრაელში ყველაფერი მოგვარებულია“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ჰამასის“ მიერ ისრაელის ცენტრალური ნაწილის დაბომბვას.
იგი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში ხაზს უსვამს ფაქტს, რომ პალესტინელების მიერ ეს ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმა იყო, რასაც თავისი მიზეზები და ახსნა აქვს.
„ერთმანეთს რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა. პირველ რიგში, ისრაელმა გადაწყვიტა თავისი კანონის შესაბამისად, გამოესახლებინა ებრაელების კუთვნილ სახლებში მცხოვრები არაბები.
ეს იყო ფაქტორი, რომელმაც წარმოაჩინა უამრავი სხვა პრობლემა და როგორც იტყვიან, ბოლო წვეთი. დიდი ხანია ისრაელის სახელმწიფოსა და იქ მცხოვრებ არაბებს შორის დაძაბულობაა, თუმცა ასეთი მასშტაბის თავდასხმა ჯერ არ ყოფილა. პრაქტიკულად, 66 წლის შემდეგ ქალაქი ლოდი პირველად არის ასეთი დარტყმის ქვეშ“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული ესკალაცია ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს და მასში სხვა დიდი სახელმწიფოები ჩაერთონ.
„მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ეპიზოდი არაბებსა და ებრაელებს შორის საერთო ენის გამონახვით დასრულდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ ფართომასშტაბიან დაძაბულობას, სადაც შეიძლება ესა თუ ის არაბული სახელმწიფო უფრო მეტად ჩაერთოს. რაც უნდა უცნაური იყოს, არაბული მოსახლეობაა დარტყმის ქვეშ, მაგრამ მათ უფრო მეტად იცავს თურქეთი. ის ყველაზე მეტად აკრიტიკებს ისრაელს. კი, იქ სულ სხვა კულტურა და ცივილიზაციაა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს თურქეთი უფრო უჭერს მხარს პალესტინელ არაბებს, ვიდრე რომელიმე არაბული სახელმწიფო.
თუ მოხდება რომელიმე არაბული სახელმწიფოს ჩართვა პალესტინელების დაცვაში, ისრაელში ამან შეიძლება უფრო გრძელვადიანი, შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს. თუ სადმე ახლა ცხელი წერტილია მსოფლიოში, ეს ისრაელია, ამიტომ ყველა ველოდებით, როგორ ჩაერთვებიან ამაში სხვადასხვა სახელმწიფოები“, - განაცხადა კონფლიქტოლოგმა.
პაატა ზაქარეიშვილი კონფლიქტის ამ მომენტში არაბების გათამამებას, ამერიკაში ლიდერი ცვლილებას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ პალესტინა ბაიდენის ნებისყოფას ამოწმებს.
„მნიშვნელოვანია ამერიკის პოზიცია რამდენად მკაფიო იქნება ისრაელის მხარდაჭერასთან მიმართებაში. ცნობილია, რომ ტრამპი ისრაელს ცალსახად უჭერდა მხარს, ახლა კი, ბაიდენის მოსვლის შემდეგ, ჩანს, რომ ეს მხარდაჭერა ისეთი მკაფიო აღარაა. შეიძლება ამან გამოიწვია არაბი მოსახლეობის გათამამება. მათ ჭრილობა განაახლეს და განახორციელეს შეტყობინება - მსოფლიოს ნუ ჰგონია, რომ ყველაფერი მოგვარებულია ისრაელში.
ისრაელს ახსენებენ, რომ ტრამპი რომ გყავდათ და მან მოაგვარა ვითარება, ახლა ეს ასე არ არის. ცდიან ბაიდენის ნებისყოფას. ბაიდენი მკაფიოდ ჩაერთო უკრაინის საკითხში და ცალსახად და მკაფიოდ, სერიოზული რესურსებით, რუსეთს აჩვენა, რომ უკრაინაში ომს ვერ აიტანს, რის გამოც რუსეთმა უკან დაიხია. არაბები ელოდებიან, ისრაელთან მიმართებაში რამდენად მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს ახლა ამერიკის შეერთებული შტატები.
თუ გავითვალისწინებთ შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტს, რომ ამერიკაში შეიცვალა ვითარება, არაბებს იმედი აქვთ, რომ შეიძლება მსოფლიო ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებას ხელახლა დაუბრუნდეს“, - განმარტავს ზაქარეიშვილი.
კონფლიქტოლოგის აზრით, ამ პროცესში თავისი ადგილის დაკავება შეიძლება სცადოს რუსეთმაც, რომელიც ისრაელთან მეგობრობს, თუმცა კავშირები აქვს „ჰამასის“ ლიდერებთანაც.
„შესაძლებელია ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთოს. ორივე მხარე მეგობრობს რუსეთთან. მსოფლიო ლიდერებიდან ყველაზე ხშირად მოსკოვში ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩადის. ის პრაქტიკულად 5-6 თვეში ერთხელ მოსკოვშია, ესეც რაღაცაზე მეტყველებს. ამავე დროს გარკვეული პერიოდულობით მოსკოვში ჩადიან პალესტინელი ლიდერებიც.
საბოლოო ჯამში, ეს ესკალაცია არის საკითხის ხელახალი გახსნა, რათა კიდევ ერთხელ გამოჩნდეს სახელმწიფოების პოზიციები და გაირკვეს ახლა, ამ ვითარებაში ვინ ვის მხარესაა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24