ეკონომიკა

დეკემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 42%-ით შემცირდა, მათ შორის რუსეთიდან -77.75%-იანი კლება ფიქსირდება  

15.01.24 13:18


საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს 2023 წლის დეკემბრის ფულადი გზავნილების სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, დეკემბრის თვეში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა (70.58) რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. სამეულში ასევე შედის იტალია (49.68) და აშშ (46.19).

 

აღსანიშნავია, რომ 2 წლის დეკემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 42,4%-ით შემცირდა. პროცენტულად ყველაზე დიდი კლებაა (-77.75) რუსეთიდან ფულად გზავნილებზე.

 

სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი (828.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4%-ით (227.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

 

pia.ge

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები