ეკონომიკა
06.03.24 16:39
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანტონელა ბასანის შეხვდა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის მისიის სხვა წარმომადგენლები.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
„ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გააცნო ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა აპირებს საშუალოვადიან პერიოდში, რათა შესაძლებელი იყოს უფრო მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.
ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ისეთ სექტორებში, როგორებიცაა განახლებადი ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგაბმულობა და სხვ. აღინიშნა, რომ საქართველო მდებარეობს ევროპასა და აზიის დამაკავშირებელ უმოკლეს გზაზე და, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უფრო წარმატებით გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების კუთხით.
ასევე, ხაზი გაესვა ისეთი პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სისტემას ევროკავშირისას დააკავშირებს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და სხვ. ითქვა, რომ საქართველო ძალისხმევას მიმართავს შუა სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისა და საკუთარი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის კუთხით.
მსოფლიო ბანკის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები პოსტპანდემიურ პერიოდში, რამაც ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა მისცა. აღინიშნა, რომ ბანკი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინკლუზიური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
1tv.ge
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24