ანალიტიკა

დაიწყებს თუ არა „ბრძოლას ძეგლთათვის“ საფრანგეთი სომეხი ნაციონალისტების მხარეზე კავკასიაში „დიდი ომის“ დაწყებამდე?

15.03.24 15:53


საფრანგეთში სიმბოლოებს დიდი ყურადღება ეთმობა. ძეგლები და მათ მიმართ დამოკიდებულება ძალიან ხშირად მიუთითებს, თუ „რა მიმართულებას“ აიღებს საფრანგეთის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა.

 

საგარეო პოლიტიკაში, ბოლო დროს საფრანგეთი, რომელმაც მარცხი განიცადა თავის ტრადიციულ გავლენის სფეროში აფრიკაში, სამხრეთ კავკასიაში „ცდილობს ცხვირის შეყოფას“. სომხეთის რესპუბლიკა კი საფრანგეთის „ტრადიციული ფორპოსტი“ გახდა კავკასიაში. შესაბამისად, სომეხი ნაციონალისტებისა და რევანშისტების მთელი აგრესიული იდეოლოგია საფრანგეთის „ნეოიმპერიული პოლიტიკის“ ნაწილად იქცევა.

 

ისეთი ცნებები, როგორცაა თავადაზნაურობა, იმთავითვე უცხოა სომეხი ნაციონალისტებისთვის, ხოლო ტერორიზმისადმი დამოკიდებულება, ზოგადად, უპრეცედენტოა - ტერორისტები და მკვლელები სომეხი ნაციონალისტების მიერ  "გმირებად" ითვლებოდნენ და ეხლაც ითვლებიან. შედეგად, ფრანგული იმპერიალიზმისა და სომხური ნაციონალიზმის სიმბიოზი ერთგვარ სიმახინჯეს ქმნის. ეს კი უკვე ვლინდება საფრანგეთის დამოკიდებულებაში მის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მიმართ.

 

ბოლო დროს საფრანგეთში პოეტებისა და კულტურის მოღვაწეების ძეგლებს საფრანგეთის ხელისუფლების წაქეზებით შეურაცხყოფენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უკავშირდება აზერბაიჯანს, რომელიც სძულს სომეხ ნაციონალისტებს. აზერბაიჯანის ნებისმიერი სახსენებელი იშლება საფრანგეთის ქალაქების რუკებიდან. სამაგიეროდ საფრანგეთის ქალაქებში სომეხი ტერორისტების, სადისტებისა და მკვლელების შესახებ ბნელი მოგონებები ბრუნდება და მათთვის ძეგლების დადგმას აპირებენ.

 

2024 წლის დასაწყისში მე-19 საუკუნის ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის ხურშიდბანუ ნატავანის ძეგლის მიმართ განახორციელეს ვანდალური აქტი, მას წითელი საღებავი გადაასხეს. ეს ძეგლი თავდაპირველად ქალაქ ევიან-ლე-ბეენის „აზერბაიჯანულ ბაღში“ დამონტაჟდა, როგორც აზერბაიჯანის საჩუქარი ამ ქალაქისთვის, აზერბაიჯანის ქალაქ ისმაილისთან დამეგობრების ნიშნად.

 

ყველას ესმის, რომ ეს ვანდალური აქტი თავად საფრანგეთის ხელისუფლებამ მოაწყო მათი ანტიაზერბაიჯანული და პროსომხური პროპაგანდის კამპანიის ფარგლებში, რომელშიც ჩართული იყო საფრანგეთის ოპოზიციაც. აქ ანტიაზერბაიჯანული ისტერიის მიზეზი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აზერბაიჯანული ყარაბაღის ტერიტორიაზე ე.წ. სეპარატისტული „არცახის“ საბოლოო ლიკვიდაცია გახდა.

 

სომეხ ნაციონალისტებს განსაკუთრებით სძულთ ხურშიდბანუ ნათევანი - ის ხომ ბოლო ყარაბაღის ხანის მეჰთიყული ხანის შთამომავალია, აზერბაიჯანის ყარაბაღის სახანოს გამოჩენილი მმართველის იბრაჰიმ ხალილ ხანის შვილიშვილი. თავად ხურშიდბანუ ნათევანი გამორჩეული პიროვნება გახლდათ - მჭევრმეტყველი უარყოფა სომეხი ისტორიული ფალსიფიკატორების ცრუ განცხადებებისა იმის შესახებ, რომ თითქოს "თურქები არასოდეს ცხოვრობდნენ ყარაბაღში".

 

ჯერ კიდევ 2023 წლის 18 დეკემბერს ხურშიდბან ნატავანის ძეგლის შეურაცხყოფამდე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ ევიან-ლე-ბეინის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურად მოეხსნა ქალაქში ყველა წარწერა, სადაც ნახსენები იყო „აზერბაიჯანის პარკი“. შედეგად, ქალაქის მერის, ჟოზიან ლეის ბრძანებით, ყოველგვარი ხსენება „აზერბაიჯანის პარკისა“ ამოიძირკვა.

 

ჯერ კიდევ 2024 წლის იანვარში საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩომ ოფიციალური წერილი გაუგზავნა ევიან-ლე-ბეენის მერიას, სადაც ნათქვამია, რომ ვანდალიზმის აქტის შემდეგ ძეგლი ამ ქალაქში ვერ დარჩება. წერილში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანულ მხარეს სურს ძეგლის განთავსება პარიზში აზერბაიჯანის საელჩოს კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე.

 

მერიაში პასუხის გაცემაზე თითქმის ორი თვე ყოყმანობდნენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი ნოტაც ​​უპასუხოდ დარჩა. მხოლოდ 2024 წლის მარტში მოხერხდა ხურშუდბან ნატავანის შეურაცხყოფილი ძეგლის გადაიტანა საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბეენიდან პარიზში. 4 მარტს მოხდა ძეგლის დემონტაჟი, ხოლო 2024 წლის 6 მარტს საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოს კულტურის ცენტრს გადაეცა.

 

საფრანგეთის „საოცრად ცივილიზებული“ ხელისუფლება ვანდალიზმს ახდენს და „შლის“ ძეგლებსა (პოეტესა ხურშუდბანუ ნატავანს) და აზერბაიჯანთან ასოცირებულ სახელებს თავის ქვეყანაში, სანაცვლოდ ცდილობს სომეხი ტერორისტებისა და მკვლელების ხსოვნის შენარჩუნებას მათ სახელების მოედნებზე დარქმევითა და ძეგლების პომპეზურად აღმართვით.

 

უკვე ცნობილია, რომ საფრანგეთის მარსელში, ქალაქში, სადაც სომხური დიასპორაა, ტერორისტისა და მკვლელი სოღომონ თეჰლირიანის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნება. ძეგლის გახსნა 2024 წლის 15 მარტს მარსელის ბომონტის რაიონში გაიმართება. 

 

შეგახსენებთ, რომ 1921 წელს ბერლინში სოღომონ თეჰლირიანმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ერთ-ერთი გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და ოსმალეთის თურქეთის ყოფილი დიდი ვეზირი, მეჰმედ თალაათ ფაშა, რომელიც იქ პოლიტიკურ გადასახლებაში ცხოვრობდა. მკვლელობის მიზეზი ეგრეთ წოდებული „სომხების გენოციდის“ მითი გახლდათ, რომელიც სომეხმა ტერორისტებმა გამოიყენეს თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ტერორის გასამართლებლად. თეჰლირიანი სომხური ლობის მიერ მოსყიდულმა გერმანიის სასამართლომ გაამართლა და იგი სხვა სომეხი ტერორისტების „გმირი“ და „მისაბაძი მაგალითი“ გახდა.

 

მარსელში სოღომონ თეჰლირიანის ძეგლის მოახლოებული გახსნის ცერემონიალი ტერორისტის ამ ქალაქში განდიდების პირველი შემთხვევა არ გახლავთ. 2017 წლის 21 აპრილს მარსელში, კამბოჯისა და მონტებელო დუ ვალონის ქუჩების კვეთაზე, სომეხი ტერორისტის სოღომონ თეჰლირიანის სახელობის მოედანი გაიხსნა. 

 

მთლიანობაში მარსელში დაახლოებით 80 ათასი სომეხი ცხოვრობს. მარსელის მოედნის სახელში ტერორისტის სახელის „უკვდავყოფის“ იდეა ფრანგ სომეხ ოჰან ეკიმიანს ეკუთვნოდა. მან თავისი გეგმით მარსელის ადმინისტრაციული ოლქების პრეფექტს ივ მორენს მიმართა, რომელმაც, თავის მხრივ, შესთავაზა მისი გაცოცხლება საკუთარ რაიონში. 2017 წელს ტერორისტ სოღომონ თეჰლირიანის სახელობის მოედნის გახსნას მარსელის მერი ჟან-კლოდ გოდინი, არაერთი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე და მარსელის სომხური თემის 500-ზე მეტი გამოჩენილი წარმომადგენელი დაესწრო. უდავოა, რომ მარსელში ამ ტერორისტის ძეგლის გახსნა არანაკლებ პომპეზური იქნება.

 

საფრანგეთს არ სურს თავისთან იხილოს აზერბაიჯანელი პოეტი ქალის ძეგლი, სამაგიეროდ სომეხი ტერორისტების ძეგლების ხილვა სურს. ფაქტობრივად, საფრანგეთმა უკვე დაიწყო ომი აზერბაიჯანული ძეგლების წინააღმდეგ. საფრანგეთი აქტიურად ამარაგებს იარაღით სომხეთს და აყალიბებს მის ირგვლივ სამხედრო ალიანსს ინდოეთის, საბერძნეთისა და ირანის მონაწილეობით, ამის გათვალისწინებით, „ბრძოლა ძეგლთათვის“ შეიძლება ფართომასშტაბიანი კონფლიქტის წინარე იდეოლოგიურ ინფორმაციულ მოსამზადებელ ეტაპად იქცეს, ამ კონფლიქტის აგორებას იგივე საფრანგეთი აშკარად ცდილობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სომეხ რევანშისტებზე დაყრდნობით.

 

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 649


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები