საზოგადოება

ოთარ შამუგია: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია

22.03.24 13:40


დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. შარშან მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ყოველწლიურად აარსებენ ახალ დაცულ ტერიტორიებს.

 

„ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოებასა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკითხზე. აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. შარშან მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი ეკოტურისტული, რეკრეაციული ინფრასტრუქტურა იყოს მოწყობილი. თბილისის ეროვნულ პარკშიც სამუშაოები უკვე დაწყებული გვაქვს. ეს უნიკალური ბუნება ქალაქთან ახლოს მდებარეობს და მას ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დამსვენებელს მოწესრიგებული და მოწყობილი ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ. მინდა აღვნიშნო შვედეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შვიდი მილიონ ორასი ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სამინისტრო ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. მიმდინარე წელს, მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, დაახლოებით, ათ ლოკაციაზე იგეგმება'', - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები