საზოგადოება
25.03.24 11:32
„ინკლუზიური ტურები და მისაწვდომი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის”- ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტრენინგები გამართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო კურსი თბილისში, გორში, კასპში, თელავში, ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ონსა და ახალციხეში ჩატარდა.
მათივე ცნობით, ტრენინგის მონაწილეებს აშშ-დან საერთაშორისო კონსულტანტმა მარია დე ლორდეს არეოლამ მიმართა და გამოცდილება გაუზიარა.
სასწავლო კურსი განთავსების, კვების ობიექტებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთათვის და გიდებისათვის გაიმართა. ტრენინგებს ჯამში 250 მონაწილე ჰყავდა.
უწყების განმარტებით, ტრენინგის გავლის შემდგომ ყველა დამსწრეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი გადაეცა.
„დღევანდელი ტრენინგი, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ინკლუზიური ტურიზმისა და მთლიანად ინდუსტრიის განვითარებისთვის, იმ ფონზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი გვაქვს, ევროკავშირთან საკმაოდ წინ წავიწიეთ და დაახლოებული ვართ“,-აცხადებს ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის ექსპერტი ნანუკა ჩართოლანი.
ტურ-მენეჯერი ქეთი შუბითიძის თქმით, ტრენინგის საშუალებით გაიგეს თუ რა მოთხოვნები აქვს ინკლუზიურ ტურიზმს.
„ტრენინგზე ჩვენ გავიგეთ თუ რა მოთხოვნები აქვს ინკლუზიურ ტურიზმს, რომ ზოგადად წარმოდგენა გვქონდეს სპეციფიკის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტების შესაქმნელად, რომელიც დაგვეხმარება, რომ გავუმასპინძლდეთ შშმ პირებს. ტრენინგზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე, რაც დაგვეხმარება შეთავაზებებისა და პროდუქტების ფორმირებაში“,-აცხადებს ტურ-მენეჯერი ქეთი შუბითიძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:
მისაწვდომი საფეხმავლო მარშრუტები;
მისაწვდომი საკემპინგო ბანაკები;
ჟესტური ენის ინტეგრირება ტურებში;
ინკლუზიური სათავგადასავლო ტურების შემუშავება;
მისაწვდომი კულტურული ტურების შემუშავება;
ციფრული მისაწვდომობა მუზეუმებისთვისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის.
მათივე განმარტებით, მომსახურების ხარისხის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტთან გათანაბრება „ტურიზმის სტრატეგია 2025“-ის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტურისტულად საინტერესო ადგილებში მთელი წლის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაერთ მოკლევადიან სასწავლო კურსს ატარებს. ტრენინგების მიზანია ინდუსტრიაში დასაქმებულთა ცოდნის გაღრმავება და უნარების გაუმჯობესება.
ipn.ge
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24