პოლიტიკა

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება

29.04.24 12:23


„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – „შემოუერთდი წინააღმდეგობის აქციას ბათუმში“, - ამ ლოზუნგით ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია დღეს 19:00 საათზე გაიმართება.

 

“ამ დღეებში ჩვენი ნამდვილი საქართველო გამოჩნდა - გაბედული, პრინციპული, მშვიდობიანი, გონიერი, ენერგიული, განათლებული და ორგანიზებული.

 

ვაჩვენეთ, რომ არ გვეზარება, არ ვიღლებით და არ გვეშინია ამ ბრძოლაში ყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის ბოლო პერიოდის ჩვენი ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისა და ბედნიერი მომავლისთვის.

 

ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ ძველი მეთოდების ერთგულია და რეგიონებიდან იძულებით ჩაყვანილი ხალხის აქციას მართავს. ჩვენ კი, ვინც ბათუმში დავრჩით, ევროპის მოედანზე ვიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი დაუმორჩილებლობა.

 

29 აპრილს, 19:00 საათზე შემოუერთდი წინააღმდეგობის აქციას, გავუყენოთ რუსული კანონი რუსული საკრუიზო გემის გზას, როგორც ეს ერთი წლის წინ ბათუმში მოხდა”,- აცხადებენ ორგანიზატორები.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები