საზოგადოება
02.05.24 10:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი მეურნეობა დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
„ვაგრძელებთ რეგიონებში მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრებს; ჩვენი მიზანია, მათგან მივიღოთ ინფორმაცია არსებულ საჭიროებებზე და მიმდინარე მხარდამჭერ 15 სახელმწიფო პროექტში განვახორციელოთ შესაბამისი ცვლილებები, ასევე, დავაინიციროთ ახალი პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება მორგებული ფერმერების ინტერესებზე. მეურნეობა, სადაც ვიმყოფებოდით, არის კარგი მაგალითი სახელმწიფოს მხარდაჭერით მიღწეული წარმატების, როგორც ბაღის გაშენებაში, ასევე გადამმუშავებელი საწარმოს მოწყობაში, რაც ნიშნავს, რომ შეიქმნება ადგილზე დამატებითი ღირებულება და ფერმერს საშუალება ექნება, უფრო მეტი ღირებულებით, მეტი შემოსავლის მიღებით განახორციელოს ეს საქმიანობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასეულობით ფერმერი გვყავს დაფინანსებული და მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში შპს „მწვანე სახლმა”, 2021 წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 11ჰა ნუშის ბაღი გააშენა. სახელმწიფოს თანადაფინანსება, დაახლოებით, 75,000 ლარია. რაც შეეხება საწარმოს, 2023 წლის ბოლოს ამოქმედდა, მისი შექმნისთვის კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით ისარგებლა, სესხის ოდენობამ 500,000 ლარი შეადგინა. საწარმო, რომელსაც წელიწადში 100 ტონა ნუშის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს, 11 ადგილობრივს ასაქმებს. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.
კომპანიის „მწვანე სახლი“ დამფუძნებლის კობა თაბაგარის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო მათი საქმიანობის განვითარებისათვის.
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 25 მლნ ლარზე მეტით თანადაფინანსებულია 4,628 ჰექტარზე ნუშის გაშენება, მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში 1,632 ჰექტარზე 9,1 მლნ ლარით.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ნუშის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემულია 6,4 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 23 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 600,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ოდენობა 4,3 მლნ ლარს აღემატება.
İmedi
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24