პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა - ოპოზიციას ვალდებულება აქვს, ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რომ რუსული კანონის განხილვა გააჩეროს და ამას ვაკეთებთ

02.05.24 12:42


ოპოზიციას ვალდებულება აქვს, ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რომ რუსული კანონის განხილვა გააჩეროს და ამას ვაკეთებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა ხედავს, ვინ ძალადობს ქართველ ახალგაზრდებზე.

 

„ბოთლებს გვესვრიან, პარლამენტში ლევან ხაბეიშვილი რა მდგომარეობაში მოვიყვანეთ, ალბატ, ნახეთ. ამიტომ, ივანიშვილი და მისი მედიის წარმომადგენლები ძალადობაზე არ უნდა საუბრობდნენ. ხაბეიშვილის სახეს შეხედეთ და ყველა ცხადად დაინახავთ, ვინ ძალადობს ოპოზიციაზე და ქართველ ახალგაზრდებზე, რომლებიც ქვეყნის მომავალს იცავენ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები