2026 წლის 18 სექტემბერს ბრიტანელი რეჟისორის ალექს ფოდორის დოკუმენტური ფილმის „მოპარული ეკლესიების ჯვარი“ პრეზენტაცია გაიმართა.
ფილმი სამხრეთ კავკასიის ისტორიის ყველაზე რთულ და დღემდე მწვავე დისკუსიების საგანს, კერძოდ რეგიონის ქრისტიანული კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის წარმოშობას, კუთვნილებასა და ბედს შეეხება.
ფილმის ყველაზე თვალსაჩინო ეპიზოდი მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის ანანიას გამოსვლა იყო. იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქია და კავკასიაში ქრისტიანობის ისტორიაზე არაერთი შრომის ავტორია.

ისტორიულ წყაროებსა და საარქივო მასალებზე დაყრდნობით, მიტროპოლიტმა ანანიამ გამოთქვა მოსაზრება, რომლის თანახმად კავკასიის ალბანეთის ეკლესია სომხური ეკლესიის უშუალო მონაწილეობით გაუქმდა. ამით ფილმმა საჯარო სივრცეში კავკასიის საეკლესიო ისტორიის ყველაზე მგრძნობიარე საკითხი ანუ ალბანური ეკლესიის ბედი და მისი ტაძრების, საეკლესიო სტრუქტურებისა და სულიერი მემკვიდრეობის შემდგომი კუთვნილების საკითხი გამოიტანა.
ფილმის პრეზენტაციის შემდეგ ჩვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოს გურამ მარხულიას მივმართეთ და ვთხოვეთ, ფილმში წამოჭრილი პრობლემა უფრო ფართო – სამხრეთკავკასიურ კონტექსტში შეეფასებინა.
პროფესორის აზრით, კავკასიის ალბანეთის თემას საქართველოსთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც. პროფ. მარხულია პარალელს ავლებს აზერბაიჯანში ალბანური ქრისტიანული მემკვიდრეობის გარშემო არსებულ ისტორიულ დავებსა და სომხეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც თავად საქართველოში, ქართული საეკლესიო ძეგლების წარმოშობის, კონფესიური კუთვნილებისა და თანამედროვე მდგომარეობის გარშემო არსებულ მრავალწლიან უთანხმოებებს შორის.
მისი შეფასებით, საქმე გვაქვს მსგავს პრობლემასთან. დროთა განმავლობაში ძეგლების ისტორიული ატრიბუცია და კონფესიური კუთვნილება შეიცვალა, ხოლო მათი არქიტექტურის, წარწერების, ფრესკებისა და სხვა ელემენტების ცვლილებას მათი თავდაპირველი წარმოშობის აღქმის ცვლილება შეუძლია.
სწორედ ამიტომ, მიიჩნევს ისტორიკოსი, კავკასიის ალბანეთის მემკვიდრეობის ბედი არ უნდა განვიხილოთ როგორც საკითხი, რომელიც მხოლოდ აზერბაიჯანს შეეხება. ქართული საზოგადოებისთვის ის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს იმ ფონზე, თუ რა ხდება ქართულ კულტურულ და რელიგიურ მემკვიდრეობასთან მიმართებაში.
მთავარი საკითხი, რომელზეც მარხულია ამახვილებს ყურადღებას, არის თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ეკლესიებისა და მონასტრების მდგომარეობა. ეს საკითხი სომხური რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან უკვე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საეკლესიო ობიექტებზე გამოთქმულ პრეტენზიებთან ერთად უნდა განიხილებოდეს. 2015 წლის იანვარში საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიამ ქართულ ხელისუფლებას 442 ეკლესიისა და რელიგიური ნაგებობის ჩამონათვალი წარუდგინა, რომლებსაც ისინი სომხურად მიიჩნევენ.
ამ ჩამონათვალში შევიდა მოქმედი, უმოქმედო, დანგრეული და მიტოვებული ტაძრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ისეთი ობიექტებიც, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაშია. სწორედ აქ ხედავს მარხულია მსგავსებას იმასთან, რაც, მისი აზრით, კავკასიის ალბანეთის ქრისტიანულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში მოხდა. მეცხრამეტე საუკუნეში ალბანეთის საკათალიკოსო საბოლოოდ გაუქმდა და მისი საეკლესიო სტრუქტურები ეჩმიაძინის მმართველობის ქვეშ გადავიდა. საეკლესიო იურისდიქციისა და ღვთისმსახურების ენის ცვლილებას ძეგლის ატრიბუციის შეცვლა, ხოლო მოგვიანებით მისი არქიტექტურული ან ეპიგრაფიკული თავისებურებების ცვლილება მოსევს და რამდენიმე თაობის შემდეგ ობიექტის თავდაპირველი წარმოშობის დამტკიცება საზოგადოებისთვის გაცილებით რთული ხდება. ამიტომ ძეგლთა დაცვის პრობლემა არ არის მხოლოდ ძველი შენობების რესტავრაციის საკითხი. ის ასევე ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების საკითხია. იგივე ითქმის ტაძრების მიმართაც. განხილული მასალის მიხედვით, სომხეთის კათოლიკური ეკლესიის ორდინარიატმა კიდევ 23 ობიექტზე პრეტენზია წამოაყენა.
გურამ მარხულიასთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ თანამედროვე დავების ისტორიულ პერსპექტივაში განხილვა. ის მათ სამხრეთ კავკასიაში საეკლესიო იურისდიქციისა და კულტურული მემკვიდრეობისთვის ბრძოლის გაცილებით ხანგრძლივ პროცესებთან აკავშირებს.
ამასთან, საკითხი ეხება არა მხოლოდ იმას, თუ ვის ეკუთვნოდა ისტორიულად კონკრეტული ტაძარი, არამედ იმასაც, თუ მასთან დაკავშირებით დღეს რა ვითარებაა. ვინ ახდენს მის რესტავრაციას, ინახება თუ არა ქართული წარწერები და ფრესკები, იცვლება თუ არა მისი თავდაპირველი იერ-სახე და ა.შ.
გურამ მარხულია მთავარ კითხვას უბრუნდება, რომელიც „მოპარული ეკლესიების ჯვარის“ ნახვის შემდეგ გაჩნდა. რატომ აქვს ამ პრობლემას უშუალო მნიშვნელობა საქართველოსთვის?
ისტორიკოსის აზრით, კავკასიის ალბანეთის საეკლესიო მემკვიდრეობის ბედთან დაკავშირებულ მოვლენებს მხოლოდ სომხური და აზერბაიჯანული ისტორიულ დავების კონტექსტში არ უნდა განვიხილავდეთ. ისინი გვაიძულებს, ყურადღება მივაქციოთ ქართული ქრისტიანული მემკვიდრეობის ბედსაც, რადგან მსგავს პრობლემებს საქართველოც აწყდება. მარხულია აქ ორ მთავარ მიმართულებას გამოყოფს. პირველია სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ტაძრებისა და მონასტრების მდგომარეობა, მათი დაცულობა და ისტორიული კუთვნილება. მეორე კი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საეკლესიო ობიექტებზე გამოთქმული პრეტენზიები. ასეთი პრეტენზიების ყველაზე მასშტაბური მაგალითია 442 ეკლესიისა და რელიგიური ნაგებობის ჩამონათვალი, რომლებსაც საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქია სომხურად მიიჩნევს.
ამრიგად, მიიჩნევს მარხულია, ფილმში წამოჭრილ პრობლემას საქართველოსთვის სრულიად კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. აქ საუბარი არა მხოლოდ შორეული წარსულის მოვლენებზე, არამედ ქართული ტაძრების, მათი ისტორიული ოერ-სახის, წარწერების, ფრესკების და, საბოლოოდ, მათი ქართული კულტურულ ისტორიული იდენტობის შენარჩუნებაზეა.
