11.10.18 11:30
ქართულ-გერმანული სამეცნიერო ურთიერთობები იყო DAAD-ის ვიცე-პრეზიდენტის, გისენის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ჯობრატო მუქერჯის საჯარო ლექციის მთავარი თემა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე.
ფესტივალის ფარგლებში გერმანიაში გამოცემული საქართველოს პირველი ეროვნული ატლასი საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინა.
მისი განცხადებით, საქართველო-გერმანიის სამეცნიერო თანამშრომლობა ათწლეულებს ითვლის. „თსუ-ს დამფუძნებლებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ გერმანულ სამეცნიერო - საგანმანათლებლო სივრცესთან და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ამის კარგი მაგალითია გერმანულ-ქართული სამეცნიერო ხიდი, რომელიც იულიხის ცენტრისა და თსუ-ს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება“,- განაცხადა მუქერჯიმ. მან ხაზი გაუსვა გერმანულ-ქართულ საზაფხულო სკოლას, რომელიც ახალგაზრდებისთვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს საერთაშორისო კონტაქტების დამყარებისთვის.
„საქართველოს როგორც ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის პარტნიორს, შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს აჩვენოს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის სამეცნიერო თანამშრომლობა მაღალ დონეზეა აყვანილი და მეტიც ეს კავშირები უნივერსიტეტებს შორი უფრო მეტად ვითარდება.“- განაცხადა ჯობარტო მუქერჯიმ. მისი თქმით, საქართველო გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და გერმანულ-ქართული თანამშრომლობის კარგი ნიმუშია „საქართველოს ეროვნული ატლასი“. გისენის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ამავდროულად თსუ-ს საპატიო დოქტორია.
პირველ ეროვნულ ატლასში, სადაც საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია წარმოდგენილი, 100-ზე მეტი რუკა, გრაფიკები და ფოტოებია წარმოდგენილი. გამოცემა წარმოადგენს 2012 წელს გამოცემული ქართულენოვანი ატლასის გადამუშავებულ და განახლებულ ვერსიას. მასში მთლიანადაა განახლებული საზოგადოებრივი გეოგრაფიის თემატური რუკები, რომელთა შედგენაშიც ახალი აღწერის მასალებია გამოყენებული. გამოცემა მომზადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და გერმანიის იუსტუს ლიბიხის სახელობის გისენის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის მიერ. საქართველოს ეროვნული ატლასი გერმანული მხარის თანადაფინანსებით გამოიცა.
ფესტივალზე ძველი ქართული ფილოსოფიური კულტურის შესახებ ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა. მან ფართო საზოგადოებას წიგნი „იოანე პეტრიწის პლატონური თეოლოგია“ წარუდგინა. „მნიშვნელოვანი იყო ძველი ქართული ფილოსოფიური კულტურის წარმოჩენა. ჩვენ მეთორმეტე საუკუნეში გვქონდა ასეთი მაღალხარისხოვანი თარგმანი პროკლესი, რომელიც ლათინებმა მარტო საუკუნე ნახევრის მერე გააკეთეს, და არა მარტო თარგმანი, არამედ იოანე პეტრიწის მიერ მთელი ურთულესი მეტაფიზიკური ნააზრევის კრეატიული გადამუშავება ქრისტიანულ კონტექსტში.“-აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ფესტივალის პირველივე დღეს ძალიან დიდი იყო ინტერესი საქართველოს სტენდზე, ასევე დიდი იყო დაინტერესება ქართულ, მათ შორის თსუ-ს გამოცემებზე.
ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე თსუ-მ 50-ზე მეტ სამეცნიერო წიგნი, თარგმანი და სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო პერიოდული ჟურნალი წარადგინა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24