სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაზრდილი კეთილმეზობლობა აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებს შორის

06.10.23 14:00


დღეს მსოფლიოს არცერთ ქვეყანასთან თანამშრომლობას საქართველოსთვის არ აქვს ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორიც აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობაა. ორ ქვეყანას შორის მეგობრობამ და კეთილმეზობლობამ გაუძლო დროის გამოცდას, პირველ რიგში, რთულ 90-იან წლებში, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორივე ქვეყანა სეპარატიზმის გამოწვევის წინაშე დადგა. მაშინ საქართველოსთვის სწორედ აზერბაიჯანიდან მოწოდებული ენერგორესურსები დაეხმარა ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. საიდუმლო არ არის, რომ სეპარატიზმის გარდა, საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს ენერგეტიკული და გაზის შანტაჟი.

 

აზერბაიჯანმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 18 ნოემბერს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. და ამ ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის და ყველგან ერთმანეთს უჭერდნენ მხარს საერთაშორისო პლატფორმებზე. უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერდა და ეხლაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციისა და ქართველი ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ისევე როგორც საქართველო უმაღლეს საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას.


გაეროში და საქართველოს ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებში აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს მომხრე იყო. კერძოდ, ის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველთვის აძლევდა ხმას ქართველი ლტოლვილების დაბრუნებას. სხვათა შორის, სომხეთი ამას არასოდეს აძლევდა ხმას და 2019 წლამდე ყოველწლიურად აძლევდა ხმას სეპარატისტებისა და ოკუპანტების მიერ განდევნილი ქართველების დაბრუნების წინააღმდეგ.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართული საზოგადოება აღტაცებითა და აღფრთოვანებით შეხვდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაც ასევე იძლევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედს.
ეკონომიკის თემას რაც ეხება, აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია. ზოგადად, საქართველოში აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტია და მუდმივი ზრდის ტენდენცია აქვს. მხოლოდ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) საქართველოში 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.


აზერბაიჯანი SOCAR-ის სახით არის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი შიდა ქართული ბაზრისთვის, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას, მთლიანად გამორიცხავს მის გაზზე დამოკიდებულებას სხვა ქვეყნებზე. SOCAR-ი არა მხოლოდ აქტიურად ავითარებს გაზიფიკაციას საქართველოს ყველაზე შორეულ რაიონებში, ის დგამს უპრეცედენტო ნაბიჯებს საქართველოში ყველა რელიგიური ინსტიტუტის მხარდასაჭერად, რაც შესაძლებელს ხდის ეკლესიების, მეჩეთების და სინაგოგების უფასოდ გათბობას.


თავის მხრივ, საქართველომ აზერბაიჯანს დაუთმო თავისი ტერიტორია ევროპაში ნავთობისა და გაზის ტრანზიტისთვის. და სწორედ საქართველოს მეშვეობით აქვს აზერბაიჯანს უმოკლესი „წვდომა შავ ზღვაზე“ და წვდომა ევროკავშირის ქვეყნების პერსპექტიულ ბაზრებზე.


აზერბაიჯანის ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა ბევრი რამ გააკეთა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დასამყარებლად. როდესაც ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი გახდა 1993 წლის ოქტომბერში, საქართველომ სულ ახლახან განიცადა აფხაზეთის კატასტროფა და ჰყავდა 300 ათასზე მეტი გაჭირვებული ლტოლვილი. საქართველოს ენერგორესურსების კატასტროფული დეფიციტი ჰქონდა და სწორედ ამ სფეროში სჭირდებოდა ქვეყანას ყველაზე მეტად დახმარება და მხარდაჭერა. სწორედ მაშინ აზერბაიჯანი, ჰეიდარ ალიევის თაოსნობით, იყო პირველი, ვინც საქართველოს დაეხმარა, საკუთარი პრობლემებისა და ყარაბაღის ომის მიუხედავად.


გარდა ამისა, ჰეიდარ ალიევის ინიციატივით დაწყებული ერთობლივი სატრანზიტო პროექტებით, აზერბაიჯანმა უზრუნველყო სერიოზული საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება საქართველოს მიმართ, ძალიან მიმზიდველი ქვეყნის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების თვალსაზრისით. ასე განადგურდა მითი საქართველოს, როგორც თითქოს „ჩამორჩენილი სახელმწიფოს“ შესახებ, რამაც ბიძგი მისცა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.


ჰეიდარ ალიევის დროს გასული საუკუნის 90-იან წლებში დაწყებული საერთაშორისო პროექტები აუცილებლად გულისხმობდა საქართველოს მონაწილეობას და მისი ინტერესების გათვალისწინებას. ეს, პირველ რიგში, ენერგორესურსების ტრანზიტს ეხება.


აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოების განვითარების შესახებ „საუკუნის კონტრაქტის“ ფარგლებში, 1996 წლის მარტში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის შესახებ. აღნიშნუილ ნავთობსადენი სამ წეიწადში აშენდა და 1999 წლის აპრილში ნავთობის ტრანსპორტირება დაიწყო.


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი გახდა. მისი განხორციელება ჰეიდარ ალიევის ინიციატივით დაიწყო 1998 წლის 29 ოქტომბერს ანკარაში დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ. ნავთობსადენის მშენებლობა 2002 წლის 18 სექტემბერს დაიწყო. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა.


ამის შემდეგ აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ნავთობის ტრანზიტი იზრდებოდა, ისევე როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. აქვე უნდა აღინიშნოს ყულევში ახალი ნავთობტერმინალის მშენებლობა, რომელმაც ფუნქციონირება 2008 წელს დაიწყო და დღეს ამ ტერმინალში წელიწადში 2 მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნავთობი გადის.


აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაზის ტრანზიტის სფეროში თანამშრომლობას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის ფარგლებში. სამხრეთის გაზის დერეფანი რადიკალურად ცვლის გეოპოლიტიკურ ხაზებს ევროპაში. გასულ წელს საქართველოში ვიზიტისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება საქართველოს გავლით ენერგეტიკული ტრანზიტის ზრდის პერსპექტივაზე, უპირველეს ყოვლისა, გაზის მიმართულებით. მისი თქმით, „არსებობს შესაძლებლობა და იგეგმება 2027 წლისთვის ევროპაში თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი“.


ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის მშენებლობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის სიმბოლოდ იქცა საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტების განვითარებაში. ამჟამად მას აქვს ყველა პერსპექტივა, რომ გახდეს გასაღები კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში ტვირთის ტრანსპორტირებისთვის.


საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ეხება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ჰუმანიტარულ სფეროს. განსაკუთრებით საგულისხმოა ის ყურადღება, რომელსაც აზერბაიჯანი აქცევს კახი-ზაქათალას რეგიონში მცხოვრებ ქართველ სათვისტომოს. აქ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ აზერბაიჯანელ ქართველებს თავისუფლად შეეძლოთ მშობლიურ ენაზე სწავლა, კულტურა და იდენტობის განვითარება.

 

სხვათა შორის, ეს ეხებოდა აზერბაიჯანის ყველა ეთნიკურ უმცირესობას, გამონაკლისის გარეშე. ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის გახის რაიონში, სადაც ინგილოი ქართველები ცხოვრობენ, თანამედროვე ქართული სკოლა გაიხსნა. წელს კი, მაისის დასაწყისში, ქართული დელეგაცია ჩავიდა კახში, სადაც ადგილობრივ მართლმადიდებელ ქართველებთან ერთად, აზერბაიჯანის მოქალაქეებთან ერთად, გიორგობის აღსანიშნავად. ამავდროულად, აზერბაიჯანის მთავრობამ, საჯარო სახსრებით, აღადგინა წმ. გიორგის სახელობის ეკლესია კახის რაიონში.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა თავი სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ, ბევრი რამ კეთდება ქართულ საზოგადოებაში აზერბაიჯანელების სრული ინტეგრაციისთვის. საქართველოს აზერბაიჯანელები ქართული სახელმწიფოს პატრიოტები არიან. საქართველოში აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, პირველ რიგში ქვემო ქართლში, ბოლო დროს ბევრი გაკეთდა ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს ყველა პერსპექტივა შემდგომი განვითარებისა და განმტკიცებისთვის.

 

ირაკლი წიკლაური

წაკითხულია : 802


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები