ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 3 თვის ბიუჯეტი 125.9 %-ით შეასრულა

03.04.24 11:02


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 125.9%-ით ანუ 114.0 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 554.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (440.8 მილიონი ლარი) 114.0 მილიონი ლარით მეტია.

 

„სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 76.1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 3 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2024 წლის 3 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 365.2 მილიონი ლარი (გეგმის 130%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 105.9 მილიონი ლარი (გეგმის 112%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 74.7 მილიონი ლარი (გეგმის 135%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 7.4 მილიონი ლარი (გეგმის 100 %)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

imedinews

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები