პოლიტიკა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო

12.04.24 13:15


ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მიმდინარეობს არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

 

კახა კალაძის განცხადებით, პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან დედაქალაქში ბევრი ავარიული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა საჭიროებს განახლებას.

 

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად გამრეკელის N6-ში მიმდინარეობს ერთ-ერთი ავარიული სახლის დემონტაჟი. ეს იყო ოთხსართულიანი სახლი, რომელსაც მეოთხე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული. აქ 19 ოჯახი ცხოვრობდა, მივიღეთ ყველას თანხმობა და ამის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ამ ოთხსართულიანის ნაცვლად აშენდება 8-სართულიანი, თანამედროვე ქართული არქიტექტურის ნაგებობა. აქ მცხოვრებ ადამიანებს გადაეცემათ მოწესრიგებული, გარემონტებული ფართები, სადაც გააგრძელებენ ცხოვრებას. იქამდე, ვიდრე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ეს ოჯახები მუნიციპალიტეტს ქირით ჰყავს გაყვანილი და ყველა ხარჯზე თავის თავზე იღებს დედაქალაქის მერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერიის ცნობით, ახალი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტი შედგენილია შპს „Georgian Houses"-ის მიერ, ხოლო მშენებლობას შპს „ბკ ქონსთრაქშენი“ ახორციელებს. მათივე განმარტებით, ობიექტის მიწოდების ვადა 36 თვეა, სამუშაოების ჯამური ღირებულება 6 475 669 ლარს შეადგენს, ხოლო სამშენებლო ფართობია 4809.9 კვ.მ-ია.

 

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროქტით 19 ოჯახი დაკმაყოფილდება. ნატურით ანგარიშსწორებაში მონაწილეობს 22 ბინა და 1 კომერციული ფართი.

 

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები