პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: სალომე ზურაბიშვილი ძირითადად აკეთებს იმას, რასაც დაუკვეთავენ

12.04.24 17:00


სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება არ არის საკუთარი გადაწყვეტილება. ის ძირითადად აკეთებს იმას, რასაც დაუკვეთავენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც არასამთავრობო სექტორი, „სირცხვილია“ ავრცელებს ბროშურებს „მე ვარ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი“, ამის დაფინანსება ხდება დასავლეთიდან და საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ ვინ და რა მიზნით დააფინანსა ისინი.

 

„სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება არ არის საკუთარი გადაწყვეტილება. ის ძირითადად აკეთებს იმას, რასაც დაუკვეთავენ, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან, რომელმაც გმირად გამოაცხადა გრიგორიადისი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილით სცადა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა და პოლიციის დაწვით იწონებს თავს. ოპოზიციის ეს ნაწილი ამას ახალისებს. როცა არასამთავრობო სექტორი, „სირცხვილია“, ბროშურებს ავრცელებს წარწერით, „მე ვარ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი“ და ამის დაფინანსებას იღებს დასავლეთიდან, ვფიქრობ, რომ ეს დანაშაულის წახალისების სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს კონკრეტულად ვინ დააფინანსა, რამდენით და რა მიზნობრიობა ჰქონდა, რომ ამაში გამოიყენა არასამთავრობო სექტორმა ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, დასავლეთიდან დაფინანსებული თანხა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

 

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება გრიგორიადისს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები