პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ლაზარე გრიგორიადისმა დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ იმ ქმედებისთვის, სადაც არავინ დაზიანებულა, 9 წელი უსამართლობა და ბოროტებაა

12.04.24 17:44


„გირჩის“ ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია ლაზარე გრიგორიადისს დამნაშავეს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ იმ ქმედებისთვის, სადაც არავინ დაზიანებულა, 9-წლიანი პატიმრობა უსამართლობა და ბოროტებაა

 

„ჩემი აზრით, დანაშაული მან ჩაიდინა, მაგრამ იმ ქმედებისთვის, სადაც არავინ დაზიანებულა, 9 წელი უსამართლობა და ბოროტებაა. ამიტომ ვითხოვ მის შეწყალებას, და არა იმიტომ, რომ მე მომწონდა ლაზარე გრიგორიადისის ქცევა მიტინგზე“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

 

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება გრიგორიადისს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები