პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენელია და ჩართულია ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში

12.04.24 18:06


სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის წარმომადგენელი, ეს არ არის ახალი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

დეპუტატი გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში არჩილ მესტვირიშვილის და გიორგი ისაკაძის დასახელებას.

 

„ვხედავთ, რომ ის არის ჩართული პოლიტიკურ ბრძოლაში, ხელისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა კომისია შექმნა, რომელიც უკვე შეთანხმდა კანდიდატთა შერჩევის პროცედურებზე, შეფასების კრიტერიუმებსა და მუშაობის გრაფიკზე. ეროვნული ბანკის საბჭოში ოთხი წევრის თანამდებობაა ვაკანტური. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის 28 მსურველის განაცხადია შესული. სამუშაო შეხვედრა ორბელიანის სასახლეში დღეს გაიმართება.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები