პოლიტიკა

ლოზუნგით - „არა რუსულ კანონს" აქცია ოზურგეთშიც გაიმართა

15.04.24 18:00


„არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით ოზურგეთში აქცია გაიმართა.

 

ჭადრების ბაღში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ასევე, პოლიტიკოსები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს.

 

მათი განცხადებით, დაუშვებელია კანონპროექტის მიღება, რადგან ის ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და სამოქალაქო სექტორის მარგინალიზებას შეუწყობს ხელს.

,,ამ კანონის მიღებით ხელისუფლება ცდილობს ჩვენს ქვეყანას დააკარგვინოს ევროინტეგრაცია, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქე, ახალგაზრდა დაკარგავს განათლების უფლებას, კარგ ჯანდაცვას, კარგ სასამართლოს და ქვეყანას ისევ რუსეთის ორბიტაზე დააბრუნებს. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ კანონის მიღებას - კი ევროპას, არა რუსულ კანონს", - განაცხადა ოთო მღებრიშვილმა.

 

აქცია სამოქალაქო მოძრაობა ‘’თავისუფლებისთვის’’ ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები