პოლიტიკა
17.04.24 10:42
სახელმწიფო მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დმანისში შეკრებილ საზოგადოებას მრავალკომპონენტიანი კამპანიის მიზნები გააცნო.
ერთთვიანი კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, სხვადასხვა მიმდინარე აქტუალური საკითხის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ინფორმაცია მიიღოს განათლების, სახელმწიფო ენის შესწავლის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური დახმარებებისა და გასაცემლების, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, უფასო იურიდიული დახმარების და ხელისუფლების მიერ დაწესებული მხარდამჭერი აქტივობების შესახებ.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების მნიშვნელობას, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების თითოეულ სფეროში არაქართულენოვანი თანამოქალაქეების სრულფასოვანი მონაწილეობისათვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა და ამავდროულად, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა.
„სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მათთვის საინტერესო ყველა სფეროში ჩართულობის ხელშეწყობა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების განმტკიცება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, სახელმწიფო ენის სწავლების და განათლებაზე გამარტივებული უფასო შესაძლებლობების უზრუნველყოფასთან ერთად, ჩვენ ხელს ვუწყობთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკურ ინტეგრაციას, სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებში მათ ჩართულობას და სათანადო ინფორმირების პროცესს. სწორედ ამიტომ, დმანისში დღეს ჩვენ გავმართეთ შეხვედრა 40 სოფლის წარმომადგენელთან, სადაც განვიხილეთ ყველა მათთვის აქტუალური საკითხი და მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის თაობაზე, რომელსაც ჩვენ წელს, პირველად, ქვემო ქართლის რეგიონში ვხსნით და რომლის ფარგლებშიც რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველა დარგობრივი შესაბამისი სამინისტროს მაღალკვალიფიციური წარმომადგენლები ქვემო ქართლის 70-მდე სოფლის ადგილობრივ მოსახლეობასთან ადგილზე გამართავენ შეხვედრებს და მიაწვდიან მათ ამომწურავ ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ მათთვის გახსნილი შესაძლებლობების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ინტეგრაციის და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის ჩართულობის პროცესს“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ქვემო ქართლის მასშტაბით სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიანი მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია წარიმართება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით. კამპანია 16 აპრილიდან 22 მაისამდე გაგრძელდება.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
1tv.ge
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24
-
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
11:0001.05.24
-
შსს: საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი
10:3501.05.24
-
სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს
10:1401.05.24
-
1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
9:5501.05.24
-
სომხები ოსმალეთის იმპერიაში – რა იყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და თანამედროვე რეალობა
7:0501.05.24
-
ანრი ოხანაშვილი - ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ფაქტის კონსტატაციაა
18:0030.04.24
-
ლუკ კოფი - ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
17:2730.04.24
-
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას
17:0030.04.24
-
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
16:2830.04.24
-
16:0030.04.24
-
15:3430.04.24
-
15:0530.04.24
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24
-
12:4630.04.24
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია
12:0230.04.24
-
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯარს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა
11:4030.04.24
-
G7-ის ქვეყნები ნახშირზე უარის თქმას 2035 წლისთვის აპირებენ
11:0030.04.24
-
10:2930.04.24
-
10:0030.04.24