პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი - საქართველოში სენსიტიური პერიოდია - ყველა მხარეს მოვუწოდებ, ნუ მიმართავენ ძალადობას

18.04.24 12:30


ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას აქციის მონაწილეების მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფის შესახებ.

 

დიპლომატის თქმით, საქართველოში სენსიტიური პერიოდია და მხარეებს მოუწოდებს, უარი თქვან ძალადობაზე.

 

„ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის მისი სამიზნე. საქართველოში სენსიტიური პერიოდია, არსებობს ნამდვილად გულწრფელი ძლიერი გრძნობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. თუმცა, ასევე, არის მთავრობის მტკიცე პოზიცია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ყველა მხარეს მოვუწოდო, არ მიმართონ ძალადობას“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები