საზოგადოება

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

22.04.24 15:22


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად (კერძოდ, სხეულის რენტგენო სკანერით), დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, საერთო წონით - 464.06 გრამი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

მათი ცნობით, აღნიშნული ნაკეთობები 4 შეკვრად იყო დაფასოებული და სამართალდამრღვევ მოქალაქეს ქურთუკის ჯიბეებში ჰქონდა ჩადებული.

 

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 55 654.72 ლარი შეადგინა.

 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები