პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი - დასანანია, რომ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შიშით შეპყრობილი ადამიანები ახალგაზრდებს ზურგს უკან ეფარებიან

22.04.24 18:00


დასანანია, რომ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შიშით შეპყრობილი ადამიანები ზურგს უკან ეფარებიან ყველაზე ხალას და ნამდვილ ადამიანებს, ახალგაზრდებს, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, საქმე არჩევნებამდე არ მიიყვანოს.

 

„ოპოზიციას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ საქმე არჩევნებამდე არ მიიყვანონ. მათ ყველაზე მეტად ეშინიათ არჩევნების ღიად და გამჭვირვალე ვითარებაში ჩატარების. გამჭვირვალე არჩევნების ეშინიათ მდიდარ „ენჯეოებსაც“. მთავარი პრობლემაა, რომ საქართველოში ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. ოპოზიციას სწორედ ეს შიში აწუხებს. დასანანია, რომ ადამიანები, რომლებიც დემოკრატიისა და გამჭვირვალეობის შიშით არიან შეპყრობილი, ზურგს უკან არიან ეფარებიან  ყველაზე უფრო ხალას და ნამდვილ ადამიანებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს. საზოგადოება 29 აპრილს მხარს დაუჭერს ახალგაზრდებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ამხელს იმ ადამიანებს, ვისაც გამჭვირვალეობისა და დემოკრატიის ეშინიათ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები