პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი - ქართული მართლმსაჯულება ავტორიტეტულ საერთაშორისო კვლევებში მოწინავე ადგილზეა, ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი საქართველოს სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაუბრუნა

23.04.24 13:15


ქართული სასამართლოები წარმატებით აბარებენ სტრასბურგის ტესტს. ავტორიტეტულ საერთაშორისო კვლევებში მოწინავე ადგილზეა ქართული მართლმსაჯულება. სანდოობის თვალსაზრისით ნატო-სა და ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

 

რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, იონათამიშვილის თქმით, საქართველოს ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაუბრუნა.

 

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შეფასებითი ნაწილი არ არის ხოლმე, მასში ძირითადად მოყვანილია ციტატები, მათ შორის სახალხო დამცველის. შესაბამისად, რეაქციები, რაც მის ავტორებს შემდეგ აქვთ ხოლმე, ცოტა უხერხულია, სულ მცირე, არაპროფესიონალიზმია, მაქსიმუმ მავნებლობაა მათი მხრიდან. ფაქტია, რომ ქართული სასამართლოები წარმატებით აბარებენ სტრასბურგის ტესტს. ასევე, ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო კვლევებში მოწინავე ადგილზეა ქართული მართლმსაჯულება. მნიშვნელოვანია, რომ სანდოობის თვალსაზრისით ის ნატო-სა და ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს. ეს არის სწორი გზა. რაც შეეხება უფლებების დაცვის სტანდარტს, ეს არის მუდმივი პროცესი და აქ სიფხიზლე გვჭირდება. საქართველოს ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაუბრუნა და ამის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები