ეკონომიკა

ირაკლი ქარსელაძე ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის შესახებ: პროექტი უმნიშვნელოვანესია კომპლექსური პასუხით ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი

23.04.24 17:18


პროექტი უმნიშვნელოვანესია კომპლექსური პასუხით ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი, - ამის შესახებ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

 

„პროექტი უმნიშვნელოვანესია საინჟინრო თვალსაზრისით, ვინაიდან საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი აქამდე იყო რიკოთის - 1750 მეტრიანი გვირაბი. ახლა კი უკვე გვაქვს 9 კილომეტრის სიგრძის და 15 მეტრის დიამეტრის სატრანსპორტო გვირაბი კლდოვან ქანებში სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადებული საბურღი მანქანით გაიჭრა. ასევე გვაქვს საინჟინრო თვალსაზრისით ძალიან რთული ხიდი, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს, ყველაზე მაღალი ხიდი სწორედ ქვეშეთი-კობის გზაზე იქნება და მისი ბურჯის სიმაღლე 62 მეტრია. ასევე, თაღოვანი ხიდი, რომელი ასევე უნიკალურია ჩვენი ქვეყნისთვის - 280 მეტრი არის თაღის სიგრძე და სიმაღლე 166 მეტრი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს და ყველა იმ კომპანიას და ადამიანს, რომლებიც პროექტში არიან ჩართულები.

 

„დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მივესალმები ფინანსთა მინისტრს, ბატონ ლაშა ხუციშვილს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს. აქ არიან ჩვენი პარტნიორები აზიის განვითარების ბანკიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან და რა თქმა უნდა, ჩვენი კონტრაქტორი და საზედამხედველო ჩინური და თურქული კომპანიების წარმომადგენლები. ჩინეთიდან სპეციალურად კომპანიის ხელმძღვანელი ჩამობრძანდა ასეთი მნიშვნელოვანი თარიღისთვის. ყველას გილოცავთ ამ დიდ ერთობლივ მონაპოვარს, რომელიც შედეგია დაუღალავი შრომის, ძალიან დიდი ძალისხმევისა როგორც კონტრაქტორი და საზედამხედველო, ისე საავტომობილო დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლის მხრიდან. აქ არის ყველა ეს ადამიანი და ყველას გილოცავთ. ნამდვილად უმნიშვნელოვანესია დღევანდელი დღე, უმნიშვნელოვანესია, რომ აღაც ერთი დღით აღარ ჩაიკეტება გზა და ყოველთვის იქნება ფიზიკური კავშირი უზრუნველყოფილი ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის და იმ ათი სოფლისთვის, რომელიც მისასვლელ გზასთან არის განლაგებული“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები