რეგიონი

ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეას ხანძრის შედეგად დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში დაეხმაროს

24.01.24 12:08


ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, აღმოუჩინოს დახმარება ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეას დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში. ამის შესახებ მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო. ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და, ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები