რეგიონი

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში 2024 წლის პროგრამების ფარგლებში 100-მდე სამედიცინო მომსახურება ფინანსდება

12.02.24 16:26


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2024 წლის პროგრამები ამოქმედდა.

 

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, სამინისტროს 2024 წლის პროგრამების ფარგლებში 100-მდე სამედიცინო მომსახურება ფინანსდება: ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაცია; კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები; ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგია; მხედველობის ორგანოს სკრინინგი; რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა; აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგი; ონკოპაციენტთა სამედიცინო მომსახურება; ბავშვთა აბილიტაცია; მაღალტექნოლოგიური კვლევები; დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობა; ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება; საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება.

 

პროგრამებით სარგებლობა შეუძლია აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები