რეგიონი

ასლან ბჟანია და ინალ არძინბა აცხადებენ, რომ მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ქალაქში გადატანა სურს - განიხილება მინსკი და ბაქო

27.02.24 12:50


მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე გადატანას მოითხოვს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადეს.

 

„დღეს რუსული მხარე აყენებს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ჟენევის დისკუსიების ჟენევიდან სხვა ადგილას გადატანასთან დაკავშირებით. ეს განპირობებულია იმით, რომ ჟენევას სულ უფრო და უფრო ნაკლებად შეუძლია უზრუნველყოს თანაბარი პირობები მოლაპარაკებების პროცესში ყველა მონაწილისთვის“, - აღნიშნა ინალ არძინბამ ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე.

 

თავის მხრივ, ასლან ბჟანიამაც განაცხადა, რომ ეს საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მასთან შეხვედრისას დააყენა.

 

„რაც შეეხება ჟენევის დისკუსიას, ფაქტობრივად, ბატონ ლავროვთან ბოლო შეხვედრაზე მან თქვა, რომ ამ პლატფორმამ მეტწილად, ვთქვათ, ამოწურა თავი. ამიტომ, მან იკითხა, ხომ არ აპროტესტებს აფხაზური მხარე სამუშაოების გაგრძელებას უფრო შესაფერისის მოძიებაზე. საუბარი იყო ასევე ბელარუსის დედაქალაქზე, ქალაქ მინსკზე, ან სხვა სახელმწიფოების დედაქალაქებზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე ნეიტრალურ სახელმწიფოებზე. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, მიმაჩნია, რომ ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, შესაძლოა, რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს“, - განაცხადა ბჟანიამ.

 

ამასთან, ინალ არძინბას თქმით, საუბარია აზერბაიჯანზეც.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები