რეგიონი

ოზურგეთში, გურიანთისა და ციხისფერდის დამაკავშირებელი ხიდი შენდება

04.03.24 12:40


ოზურგეთში, სოფლების, გურიანთისა და ციხისფერდის დამაკავშირებელი ხიდი შენდება.

 

პროექტი ოზურგეთის მერმა, საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა. გურიანთა-ციხისფერდის გარდა, სოფელში კიდევ 2 ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში ტარდება.

 

„სოფელ გურიანთა სექტემბერში სტიქიის შედეგად ასევე დაზარალდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფელში სამი ხიდი დაანგრია. ჩვენს მიერ მომენტალურად განხორციელდა რეაგირება. ჩაერთო სპეციალისტები, მომზადდა პროექტები და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ერთი ხიდის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. მეორე ხიდთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს და იგი ზაფხულში დასრულდება, მესამე ხიდთან დაკავშირებით კი დოკუმენტაცია მომზადებულია და მთავრობის მხარდაჭერით უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდება“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

 

imedi

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები